შესაძლებლობების შექმნა ყველასთვის

როგორც სანდო ქსელი და ციფრულ გადახდებში მსოფლიო ლიდერი, სულ უფრო მეტ ადამიანს ვრთავთ გლობალურ ეკონომიკაში უბარიეროდ. ჩვენი მიზანია, ყველა ყველგან გავაძლიეროთ თანხის გადახდა-მიღების საუკეთესო მეთოდით.

ინოვაცია იქმნება ყველას დასახმარებლად

ინოვაცია ჩვენი განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ბიზნესისა და დღევანდელი საქმიანობის საფუძველია.

Visa უზრუნველყოფს გლობალური ეკონომიკის ფუნქციონირებას

ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ კომპანიებს, ბანკებსა და მთავრობებს 200-ზე მეტ ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე მსოფლიო მასშტაბით.

4.3 B

Visa-ს ბარათები გლობალურად აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან¹

~14 K

ფინანსური დაწესებულებები²

276 B

გადახდების ტრანზაქციები³

130 M+

სავაჭრო ობიექტების მდებარეობები მსოფლიოს გარშემო⁴

ტრანსაქციების გარდაქმნა

ჩვენ ვხედავთ ზრდის უზარმაზარ პოტენციალს გადახდების სამყაროში. ამის შედეგად, ჩვენ დაჩქარებული ტემპებით ვცდილობთ, ციფრულ გადახდებად გარდავქმნათ 18 ტრილიონი დოლარი, რომლებსაც მომხმარებლები ნაღდი ფულის ან ჩეკის სახით ხარჯავენ.

შესაძლებლობების შექმნა

ჩვენი მიდგომა „ქსელების ქსელი“ ქმნის შესაძლებლობებს, რომ მივაწვდინოთ ციფრული გადახდები მომხმარებლებს, კომპანიებს და მთავრობებს მსოფლიო მასშტაბით, P2P, B2C, B2B, B2b და G2C გადახდების უზრუნველყოფით.

თქვენი ბიზნესის მხარდაჭერა

გადახდების სფერო განაგრძობს განვითარებას. ისევე როგორც თქვენი ბიზნესის საჭიროებები. სწორედ ამიტომ სთავაზობს Visa თავის კლიენტებს სერვისთა ნაკრებს, რომელიც მოიცავს ყველაფერს ისეთი ფართო არჩევანიდან, როგორიცაა თაღლითობასთან გამკლავება, უსაფრთხოება, მონაცემთა დამუშავების პროდუქტები, კონსულტაცია და ანალიტიკა.


პიონერული გადახდის ტექნოლოგია

ჩვენი ისტორია დაიწყო 1958 წელს, როდესაც Bank of America-მ გამოუშვა თავისი პირველი საკრედიტო ბარათების პროგრამა მომხმარებლებისთვის შეერთებულ შტატებში. ჩვენ საერთაშორისო გაფართოება დავიწყეთ 1974 წელს, 1975 წელს კი უკვე სადებეტო ბარათი შემოვიღეთ. 2007 წელს რეგიონული ბიზნესები მთელ მსოფლიოში გაერთიანდა Visa Inc-ად. 2008 წელს კომპანიამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება (IPOs) გააკეთა. დღეს ჩვენ 200-ზე მეტ ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე ვმოღვაწეობთ და მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ბარათებზე, ლეპტოპებზე, ტაბლეტებზე, მობილურ მოწყობილობებსა და ა.შ. განუწყვეტლივ ვვითარდებით, მაგრამ ჩვენი მიზანი უცვლელია — გვსურს, ყველას ყველგან ვაძლიერებდეთ თანხის გადახდისა და მიღების საუკეთესო საშუალების შეთავაზებით.

BankAmericard

1958

Bank of America-მ გამოუშვა BankAmericard-ის პირველი ბარათი „მზარდი კრედიტის“ მახასიათებლებით

Visa-ს დაბადება

1976

BankAmericard ხდება Visa — სახელი, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს

გაიცანით Visa Inc.

2007

Visa ქმნის გლობალურ კორპორაციას, მაშინ, როდესაც Visa Europe წევრების საკუთრებაში რჩება

Visa’s Lynne Biggar, Kelly Tullier, & a group of 10+ year employees joined by NYSE President Stacey Cunning to celebrate Visa’s 60 years of existence.