ბანკომატების გამოყენება საზღვარგარეთ

როგორ ვისარგებლოთ ბანკომატებით საზღვარგარეთ

გაიგეთ მეტი

როგორ ვისარგებლოთ ბანკომატებით საზღვარგარეთ

საზღვარგარეთ ნაღდი ფულის მისაღებად Visa-ბარათის გამოყენება ძალზე მარტივია >>

როგორ გავიგო, მიიღება თუ არა ჩემი სადებეტო, საკრედიტო ან ბანკომატის ბარათი საზღვარგარეთ?
შეამოწმეთ, აქვს თუ არა თქვენს საბანკო ბარათს Visa-ს ან PLUS-ის ლოგო. თუ აქვს, აღნიშნული ბარათის გამოყენებას შეძლებთ ამავე ლოგოტიპების მქონე ნებისმიერ ბანკომატში.* ყოველი შემთხვევისათვის, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ბანკს, მოქმედებს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვები საზღვარგარეთ თქვენი ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებით ან საჭიროა თუ არა ბანკის ინფორმირება გამგზავრებამდე.

*კანადაში არსებულმა ზოგიერთმა ბანკომატმა შესაძლოა არ მიიღოს ყველა ბარათი.

არ მაქვს სადებეტო ბარათი. შემიძლია თუ არა თანხის განაღდება ბანკომატის ან საკრედიტო ბარათებიდან?
დიახ. თუ თქვენს ბანკომატის ან საკრედიტო ბარათზე მითითებულია Visa-ს ან PLUS-ის ლოგო,,თანხის განაღდება შეგიძლიათ Visa ან PLUS ქსელში შემავალ ბანკომატებში.

როგორ მოვძებნო ბანკომატი ქვეყანაში, სადაც ვაპირებ გამგზავრებას?
Visa-ბარათები მიიღება 200-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში მთელს მსოფლიოში. თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ბანკომატი დანიშნულების ადგილას ბანკომატების ძიების მომსახურების მეშვეობით. ან მოიძიოთ ბანკომატები ადგილზე, Visa-ს ან PLUS-ის ლოგოტიპებით.

იმოქმედებს თუ არა ჩემი PIN-კოდი სხვა ქვეყანაში?
დიახ.* PIN-კოდი, რომელსაც სამშობლოში იყენებთ,, აგრეთვე იმოქმედებს საზღვარგარეთაც. თუმცა, ზოგიერთი ბანკომატი იღებს მხოლოდ 4-ნიშნა PIN-კოდს. დაუკავშირდით თქვენს ბანკს, თუ თქვენი PIN-კოდი 4-ზე მეტ ნიშანს ან ასოებს შეიცავს.

*ზოგიერთმა ემიტენტმა შეიძლება მოითხოვოს PIN-კოდის შეცვლა. დაუკავშირდით თქვენს ბანკს გამგზავრებამდე.

შემიძლია თუ არა ბანკომატში მშობლიური ენის არჩევა?
ბანკომატების უმრავლესობა ენის არჩევის შესაძლებლობას იძლევა. სავარაუდოდ, შეძლებთ თქვენთვის გასაგები ენის არჩევას.

ნაღდი ფულის მოხსნის გარდა, რისი გაკეთების საშუალებას იძლევა ბანკომატი?
ბანკომატების უმრავლესობაში, შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ბალანსი. ზოგიერთი ბანკომატი აგრეთვე გთავაზობთ იმ ანგარიშის შერჩევის ოფციას, რომელზეც გსურთ დაშვება.

არსებობს თუ არა დამატებითი საკომისიო გადასახადი საზღვარგარეთ ნაღდი ფულის მოხსნისას?
დიახ. როგორც წესი, აღნიშნული მომსახურებისთვის, ბანკებს დადგენილი აქვთ ნომინალური გადასახადი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით თქვენს ბანკს. ზოგიერთ შემთხვევაში, საკომისიო გადასახადი შესაძლოა დააკავოს იმ ბანკმაც, რომელსაც ეკუთვნის ბანკომატი. გადასახადის დაკისრების შემთხვევაში, ბანკომატის ეკრანზე ჩნდება შეტყობინება.

გამოისახება თუ არა ჩემს ანგარიშზე არსებული ბალანსი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაში?
ზოგიერთი ბანკომატი ასახავს თქვენს ანგარიშზე არსებულ ბალანსს თქვენი ქვეყნის ვალუტაში, ზოგიერთი კი ადგილობრივ ვალუტაში. გახსოვდეთ ეს ეკრანზე ბალანსის შემოწმებისას.

საზღვარგარეთ თანხის განაღდებისას რაიმე სახის პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში, სად შემიძლია რომ დავრეკო?
თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ Visa-ს კლიენტთა მხარდაჭერის საერთაშორისო სამსახურში დღე-ღამის 24 საათის, წლის 365 დღის განმავლობაში. იმისათვის რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენი დანიშნულების ადგილის შესაბამისი ნომერი გაქვთ, დააჭირეთ აქ.

რა გავაკეთო, თუ ბანკომატმა "ჩაყლაპა" ჩემი ბარათი?
ბანკომატების შემუშავებისას, გათვალისწინებული იქნა თაღლითური ტრანზაქციების პრევენციის საკითხი ამიტომ შესაძლოა ბანკომატმა წაგართვათ ბარათი არასწორი PIN-კოდით ფულის განაღდების მრავლობითი მცდელობის შემდგომ. დაუყოვნებლივ აცნობეთ მსგავსი სიტუაციის შესახებ თქვენს მომსახურე ბანკს. ბანკომატზე მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი მხარდაჭერის სამსახურის ტელეფონის ნომერი ან თუ ბანკომატი ბანკის ფილიალის ახლოს მდებარეობს, მიმართეთ ბანკის პერსონალს. თქვენ მოგთხოვენ შესაბამისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით. თუ თქვენ ვერ შეძლებთ ბარათის დაბრუნებას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ბანკს.

რა გავაკეთო, თუ ბანკომატიდან მიღებული თანხის ოდენობა არასწორია?
იმ შემთხვევაში, თუ მიღებული თანხის ოდენობა არასწორია, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ბანკს. როგორც წესი, ბანკმა, რომელსაც ეკუთვნის ბანკომატი, უნდა შენიშნოს შეცდომა, დაუკავშირდეს თქვენი ბარათის ემიტენტს და უზრუნველყოს ტრანზაქციის თანხის კორექტირება. , მიუხედავად ამისა, დარწმუნდით, რომ თქვენი ანგარიშიდან მოხსნილი თანხის ოდენობა სწორია.

სად შემიძლია მივიღო უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია საზღვარგარეთ ბანკომატების გამოყენების შესახებ?
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენს ბანკს .

როგორ ვისარგებლოთ ბანკომატებით საზღვარგარეთ

გაიგეთ მეტი