დაკარგეთ ბარათი?

Visa-ს კლიენტთა მხარდაჭერის საერთაშორისო ტელეფონის უფასო ტეელეფონის ნომრები

გაიგეთ მეტი

გჭირდებათ დახმარება დაკარგული ან მოპარული ბარათის აღსადგენად? სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, Visa-ს კლიენტთა მხარდაჭერის საერთაშორისო სამსახური პასუხს გასცემს თქვენს შეკითხვებს დღე-ღამის 24 საათის, კვირის 7 დღის განმავლობაში.

კლიენტთა მომსახურების გლობალურ სერვისთან (GCAS) დასაკავშირებლად შეგიძლიათ განახორციელოთ ფასიანი სატელეფონო ზარი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნომერზე +1 303 967 1090. ან მოძებნეთ ნომერი ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში თქვენი ქვეყნის მიხედვით(თუ არის ხელმისაწვდომი)

თუ თქვენ სახლის მახლობლად იმყოფებით

  • დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ბანკს და შეატყობინეთ ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ და მოითხოვეთ ფოსტით ბარათის შეცვლა.
  • შეინახეთ თქვენი ბარათის ემიტენტი ბანკის სახელწოდება, კლიენტთა მხარდაჭერის სამსახურის ტელეფონი და თქვენი Visa-ანგარიშის ნომერი საიმედო ადგილას, ბარათისგან განცალკევებით.

 

თუ თქვენ მოგზაურობთ

  • გამგზავრების წინ ჩაიწერეთ გადაუდებელი მხარდაჭერის სამსახურის უფასო ნომერი თქვენი დანიშნულების ადგილის მიხედვით და შეინახეთ იგი თქვენთვის, ბარათისგან განცალკევებით.
  • დაუყოვნებლივ დაუკავშირდით Visa-ს კლიენტთა მხარდაჭერის საერთაშორისო სამსახურს ჩვენი საერთაშორისო ქსელის ან უფასო ტელეფონის ნომრების მეშვეობით.

Visa-ს კლიენტთა მხარდაჭერის საერთაშორისო ტელეფონის უფასო ტეელეფონის ნომრები

გაიგეთ მეტი