Visa-გადახდები და გზავნილები

ამჟამად, მომსახურების: «Visa-გადახდებისა და გზავნილების» წყალობით თქვენ, შეგიძლიათ გაუგზავნოთ, ფული ნათესავებს, დახარჯოთ  მეგობრებთან ან გადაიხადოთ გადასახადები Visa საკრედიტო ბარათით. ეს მომსახურება გამოსაყენებლად მარტივია როგორც გამგზავნის, ასევე მიმღებისათვის, იმისდა მიუხედავად, თუ სად იმყოფებიან ისინი – გვერდიგვერდ თუ სხვადასხვა კონტინენტზე.

მსოფლიო მასშტაბი და კომფორტულობა

მსოფლიოს 17 ქვეყნის 70 ბანკზე მეტი მხარს უჭერს მომსახურებას «Visa-გადახდები და გზავნილები». ეს მომსახურება ამჟამად მისაწვდომია Visa-ბარათის მილიარდზე მეტი მფლობელისთვის. იმისათვის, რომ გადაირიცხოს თანხა მიმღების საკრედიტო, სადებეტო ან საავანსო Visa -ბარათზე, თქვენ უნდა შეიყვანოთ მიმღების Visa-ბარათის 16-ნიშნა ნომერი და გზავნილის თანხა. დაემშვიდობეთ ნაღდ ფულს, ჩეკებსა და დიდი მოცულობის ქაღალდის განცხადებებს და ისიამოვნეთ ინოვაციური პლატფორმის სიმარტივით.

როგორ შემიძლია ვისარგებლო მომსახურებით «Visa-გადახდები და გზავნილები»?

1. გაიგეთ, მხარს უჭერს თუ არა თქვენი ბანკი მომსახურებას: «Visa-გადახდები და გზავნილები».
2. ისარგებლეთ მომსახურებით ინტერნეტ-ბანკინგის, მობილური ტელეფონის ან ბანკომატის მეშვეობით.
3. შეიყვანეთ მიმღების Visa-ბარათის 16-ნიშნა ნომერი და თანხა, რომლის გაგზავნაც გსურთ.
4. თანხა ჩაირიცხება მიმღების საკრედიტო, სადებეტო ან საავანსო Visa-ბარათებზე.
5. მიმღებს შეუძლია გამოიყენოს მიღებული თანხები ნებისმიერ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც მხარს უჭერენ Visa-ს გადახდების სისტემას ან გაანაღდოს მიღებული თანხა ბანკომატიდან. თანხის Visa-საკრედიტო ბარათზე გაგზავნის შემთხვევაში თანხა ჩაითვლება დავალიანების ნაშთის დასაფარად.


რა მიზნით შეიძლება “Visa - ს პერსონალური გადახდები”-ს მომსახურებით სარგებლობა?

  • გადაიხადეთ კონცერტის ბილეთების ღირებულების თქვენი წილი თქვენი საბანკო ანგარიშიდან მობილური ტელეფონის მეშვეობით მეგობრის სადებეტო Visa-ბარათზე თანხის გაგზავნის საშუალებით.
  • გაუგზავნეთ ფული ყოველდღიური ხარჯებისათვის თქვენს ქალიშვილს, რომელიც სწავლობს კოლეჯში საზღვარგარეთ.
  • დაფარეთ დავალიანება Visa-საკრედიტო ბარათზე უშუალოდ თქვენი საბანკო ანგარიშიდან.