უსაფრთხო ონლაინ შესყიდვები

ხშირად დასმული შეკითხვები

რჩევები შესყიდვების განსახორციელებლად

რას ნიშნავს «შემოწმებულია Visa»?
დამატებითი დაცვა «Verified by Visa» («შემოწმებულია Visa») იძლევა გარანტიას, რომ თქვენი Visa -ბარათის მეშვეობით მხოლოდ თქვენ შეძლებთ ონლაინ შესყიდვების განხორციელებას. აღნიშნულ მომსახურებას იოლად ააქტიურებენ თქვენი არსებული ბარათისთვის, აღნიშნული ფუნქცია უფასოა.

მუშაობის პრინციპი

  • იმ ბანკის მეშვეობით, რომელმაც გადმოგცათ Visa-ბარათი, დააყენეთ შემოწმების თქვენი მეთოდი და გაააქტიურეთ ბარათი რამდენიმე წუთის განმავლობაში. თქვენი ბანკი შემოგთავაზებთ ორ ვარიანტს ასარჩევად: დააყენოთ პაროლი ან გამოიყენოთ კოდი, რომელიც იგზავნება ტექსტური შეტყობინებით მობილური ტელეფონის ნომერზე.
  • «Verified by Visa»–ის აქტივაციის შემდგომი მომსახურება უზრუნველყოფს დაცვას მოცემული პროგრამის მონაწილე ყველა ინტერნეტ-მაღაზიაში.
  • პროგრამის მონაწილე ინტერნეტ-მაღაზიაში შესყიდვის განხორციელებისას თქვენი ბარათი ავტომატურად იქნება ამოცნობილი, როგორც «Verified by Visa»–ის დაცვის ქვეშ მყოფი ბარათი.
  • შეამოწმეთ ტრანზაქციის დეტალები. დარწმუნდით, რომ შესყიდვების განხორციელების წესი შეესაბამება თქვენი ბარათის ემიტენტის მიერ დადგენილ წესს.
  • მიჰყევით ინსტრუქციას, რათა დაასრულოთ ტრანზაქცია.
  • თქვენი ბარათის ემიტენტი შეამოწმებს შეყვანილ მონაცემებს და წარმატებული შემოწმებისას ტრანზაქცია შესრულებული იქნება.

ხშირად დასმული შეკითხვები

რჩევები შესყიდვების განსახორციელებლად