ფინანსურ სერვისებთან წვდომა მარტივი იდეაა: ადამიანებსა და კომპანიებს შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა უსაფრთხო, მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ გადახდებზე, ისევე როგორც სხვა ფინანსურ სერვისზე და გამოიყენონ ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მომავალი მიზნების მისაღწევად.
მარტივად ჟღერს, თუმცა ადვილი არაა. დღეისთვის ზრდასრული ადამიანების დაახლოებით ნახევარი არაოფიციალური ეკონომიკის პირობებში ცხოვრობს, რომელიც ძირითადად ნაღდ ფულს უკავშირდება. იყო ამ ორი მილიარდი ადამიანის ნაწილი, ნიშნავს იმყოფებოდე ფინანსური ბარიერების წინაშე, რომელიც ცხოვრებას სარისკოდ, ძვირადღირებულად და არაეფექტურად აქცევს. ფინანსურ სერვისებთან წვდომა ადამიანებს ეხმარება, თავი დააღწიონ სიღარიბეს, გახდნენ ნაყოფიერი, ძლიერი მოქალაქეები, ხელს უწყობს ბიზნესის შესაძლებლობებს და ეკონომიკურ ზრდას.
ციფრული გადახდები არის „გზა“ ფინანსურ სერვისებთან წვდომისაკენ – ეს პირველი ოფიციალური ფინანსური პროდუქტია, რომელსაც ადამიანი იყენებს. Visa უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში ცდილობს ასობით მილიონი ადამიანის და ორგანიზაციის გლობალურ სისტემასთან დაკავშირებას, რომელიც მათ სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო ფინანსური ტრანზაქციების შესრულების საშუალებას მისცემს. მსოფლმხედველობის, ცოდნის და ტექნიკური პოტენციალის გამოყენებით, Visa-ს მარტივად შეუძლია ფინანსურ სერვისებთან წვდომის გაუმჯობესება.
2015 წელს, Visa-მ, მსოფლიო ბანკის მოწოდების ფარგლებში 2020 წლისთვის უნივერსალური ფინანსური ხელმისაწვდომობის თაობაზე, აიღო საჯარო ვალდებულება, გაეხსნა გადახდების ანგარიშები დანარჩენი 500 მილიონი ადამიანისთვის, რომელიც არ სარგებლობს საბანკო მომსახურებით. გვახარებს, რომ ვცდილობთ ასეთი ბრწყინვალე მიზნის მიღწევას და ვიცით, რომ ის მიღწევადია!