ინოვაცია Visa-ში

Visa-ს ინოვაციების და დიზაინის გუნდი, რომელიც დიზაინერების, ინჟინრების, პროდუქტის ექსპერტებისა და ინოვაციების ლიდერებისგან შედგება, ეხმარება კლიენტებს კონკურენტულ ბაზარზე წინსვლაში, რისთვისაც უფრო გონიერ, სწრაფ და კლიენტებისთვის უსაფრთხო კომერციულ გადაწყვეტებს იყენებს. აი, როგორ შეგიძლიათ ინტერაქცია Visa-ს ინოვაციებისა და დიზაინის გუნდთან.

გამოცადეთ ჩვენი ინოვაციების ცენტრი და სტუდია

წარმოიდგინეთ ერთი დღე კლიენტის როლში და აღმოაჩენთ, როგორ ვცვლით გადახდების მომავალს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.

აღმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები ინოვაციებში

ჩვენი სამუშაო შეხვედრები გთავაზობთ მრავლისმომცველ გამოცდილებას ინდუსტრიის ტენდენციების კუთხით და დაგანახვებთ პრიორიტეტულ სივრცეებს ზრდისა და განვითარების პერსპექტივით, ჩვენს კვლევებზე დაყრდნობით.

შექმენით გარდამტეხი გადაწყვეტები და გამოცდილებები

ჩვენ ვიყენებთ დიზაინის ტექნიკებს, რათა გამოვავლინოთ სუსტი წერტილები, შევამოწმოთ კონცეფციები, შევქმნათ გადაწყვეტები, გამოვცადოთ პროდუქტები და გამოვუშვათ და ჩავაშენოთ ახალი პროდუქტები გადახდების ეკოსისტემაში.


ჩვენი სივრცეები

მიმართულებები

მოდი, ვითანამშრომლოთ

ეწვიეთ ჩვენს სან-ფრანცისკოს ინოვაციების ცენტრს ან ნიუ-იორკის ინოვაციების სტუდიას და აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები თქვენი კლიენტებისთვის.