პირველი საერთაშორისო She’s Next ჰაკათონის გრანდ ფინალი ონლაინ გაიმართება 3 ოქტომბერს
თბილისი, 1 ოქტომბერი, 2025 — Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Reinvantage-თან პარტნიორობით, 3 ოქტომბერს, პირველ საერთაშორისო She’s Next ჰაკათონის გრანდ ფინალს უმასპინძლებს ონლაინ ფორმატში.
ჰაკათონი გლობალური She’s Next Empowered by Visa ინიციატივის ნაწილია და მისი მიზანია მხარი დაუჭიროს ქალ მეწარმეებს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მონაწილეები 17 ქვეყნიდან ჩართულები იყვნენ ინტერაქციულ ვებინარებში, რომლებსაც ინდუსტრიის ექსპერტები უძღვებოდნენ.
შედეგად ჩამოყალიბდა 10 გუნდი, რომელთა ხელმძღვანელებიც ქალები არიან. ეს გუნდები ჰაკათონში მიიღებენ მონაწილეობას და თავიანთ ბიზნეს იდეებს გამოცდილი მენტორების დახმარებით განავითარებენ. გრანდ ფინალზე გუნდები პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე წარდგებიან.
გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდებიან და ჯამში $20,000-ის ოდენობის ფულადი პრიზები გადაეცემათ:
- მთავარი გამარჯვებული - $10,000
- ყველაზე ინოვაციური - $5,000
- საუკეთესო სოციალური პროექტი - $5,000
გრანდ ფინალს დაესწრებიან წარმატებული მეწარმეები, ინდუსტრიის ლიდერები და Visa-ს წარმომადგენლები.
ღონისძიების პროგრამა:
- ფინალში გასული გუნდების ფიჩინგ პრეზენტაციები.
- პანელური დისკუსიები ქალი ლიდერების შესახებ: როგორ უზრუნველვყოთ მეტი ინკლუზიურობა, დავძლიოთ მოძველებული მითები წარმატების შესახებ და აღმოვაჩინოთ კოლექტიური პოტენციალი.
- Fireside საუბრები ქალთა მეწარმეობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ, როგორიცაა ფინანსებზე წვდომა, მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნება, პროფესიულ გამოფიტვასთან ბრძოლა და ბალანსის დაცვა პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის.
- საპრიზო ბიზნეს ქვიზები.
- გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.
„She’s Next ჰაკათონი ქალების შემოქმედებით ძალას წარმოაჩენს. პროგრამას შემოუერთდა 1750 ქალ მეწარმეზე მეტი 17 ქვეყნიდან, რათა გაიუმჯობესონ უნარები და მიიღონ ცოდნა, რომელიც აუცილებელია მუდმივად ცვალებად გარემოში წარმატების მისაღწევად. ამჟამად, 10 გამორჩეული გუნდი ემზადება რომ თავიანთი პროექტები წარმოადგინონ გრანდ ფინალზე“, აღნიშნა კრისტინა დოროშმა, უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა და ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში. „მოუთმენლად ველი, შევუერთდე დიალოგს, სხვა ქალ ლიდერებთან ერთად და ვიზეიმოთ ჩვენს რეგიონში ქალი მეწარმეების შემოქმედებითობა და ხედვა“.
„Reinvantage ამაყია, რომ მასპინძლობს ჰაკათონს და აერთიანებს ქალ ლიდერებს რეგიონის მასშტაბით. გრანდ ფინალის მსგავსი აქტივობები გვაჩვენებს რომ როდესაც ადამიანებს აქვთ სივრცე განვითარებისთვის, მათი გავლენა იზრდება და სცდება საზღვრებს“, თქვა ენდრიუ ვრობელმა, Reinvantage-ის რეინვენციის მთავარმა ოფიცერმა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და არ საჭიროებს რეგისტრაციას. შემოგვიერთდით ონლაინ 3 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 15:30 საათამდე (CEST), რათა აღმოაჩინოთ ახალი იდეები და გახდეთ სამეწარმეო საზოგადოების ნაწილი. გრანდ ფინალს შეგიძლიათ დაესწროთ ჰაკათონის გვერდზე: https://shesnext.emergingeurope.org/hackathon2025/.
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge
Reinvantage-ს შესახებ
Reinvantage არის სტრატეგიული ინოვაციის კომპანია, რომელიც ეხმარება ადამიანებსა და ორგანიზაციებს წინასწარ დაინახონ ცვლილებები, დარჩნენ აქტუალურნი და შექმნან მომავალი. იგი აერთიანებს კონსულტაციას და მომავალზე ორიენტირებულ ხედვას, რათა დაეხმაროს ინოვაციას ყველა დონეზე — აზროვნებიდან სტრატეგიამდე. Reinvantage ასევე მართავს Emerging Europe-ს, რეგიონის ინოვაციასა და მდგრად ზრდაზე ორიენტირებულ წამყვან ინიციატივას. Emerging Europe-ს საშუალებით Reinvantage განაგებს She’s Next პლატფორმას. ეს ინტეგრირებული მოდელი უზრუნველყოფს, რომ ყოველი პროგრამა, პარტნიორობა თუ ინიციატივა იყოს რეალურ ცხოვრებაზე მორგებული და გრძელვადიანი გავლენით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: reinvantage.org.
ინფორმაცია მედიისთვის
მარიამ გვარაძე
Visa-ს პრესსამსახური საქართველოში
ნობლეტ მედია აღმოსავლეთ პარტნიორობა
+99555449965
[email protected]