Visa, Primeclass-თან პარტნიორობით, პირველ Fast Track სერვისს ნერგავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელებისთვის
თბილისი, აგვისტო 12, 2025 — Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, TAV Operation Services (TAV OS)-ის ბრენდ Primeclass Lounge-თან პარტნიორობით, პირველ Fast Track ე. წ. სწრაფი დერეფნის სერვისს ნერგავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელებისთვის, ექსკლუზიურად Visa პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის.
2024 წელს, Visa-მ, Primeclass-თან პარტნიორობით, საქართველოში პირველად დანერგა Fast Track სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო გამგზავრებისას, ამჯერად კი სწრაფი დერეფნის სერვისი ასევე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში ჩამომსვლელებისთვისაც. Visa და Primeclass შეუფერხებელ პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.
11 აგვისტოდან, Visa პრემიუმ ბარათის მფლობელებსა და Primeclass-ის სტუმრებს შეეძლებათ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენისას, ისარგებლონ სწრაფი დერეფნის ექსკლუზიური სერვისით, ტერმინალზე ბარათის მარტივი შეხებით და გრძელი რიგების გვერდის ავლით.
დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, სინან ერემმა, TAV OS-ის ოპერაციების დირექტორმა და თეა ზაქარაძემ, TAV Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელებისთვის Fast Track სერვისის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
„გვეამაყება რომ Visa საქართველოში ნერგავს პირველ Fast Track სერვისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელებისთვის. ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ Visa პრემიუმ ბარათის მფლობელების სამოგზაურო გამოცდილება”, თქვა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში. “ეს სიახლე ჩვენი Primeclass-თან წარმატებული პარტნიორობის გაგრძელებაა, რათა ინოვაციური და მაღალი სტანდარტის სამოგზაურო გამოცდილება შევთავაზოთ მომხმარებლებს. მჯერა, რომ ეს ექსკლუზიური სერვისი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკის წინსვლას საქართველოში“.
„Primeclass-ში ჩვენი მიზანია შევქმნათ შეუფერხებელი და კომფორტული გამოცდილება სტუმარზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მეშვეობით. Visa-თან ჩვენი პარტნიორობის გაგრძელება ამ ხედვის ნაწილია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომსვლელთათვის Fast Track სერვისის დანერგვით, ჩვენ ვზრუნავთ მგზავრების სამოგზაურო გამოცდილების გაუმჯობესებაზე მათი აეროპორტში დაშვების მომენტიდან. მოწინავე ტექნოლოგიებისა და პერსონალიზებული მომსახურებით, ჩვენ ვაუმჯობესებთ მგზავრებისთვის ქვეყანაში შემოსვლის გამოცდილებას“, თქვა სინან ერემმა, TAV OS-ის ოპერაციების დირექტორმა.
„მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად მოქნილი, თანამედროვე და კომფორტული. ეს არის კიდევ ერთი ახალი სერვისი, რომელიც პრემიუმ დონის გამოცდილებას წარმოადგენს და ამავდროულად ის ხელს შეუწყობს მგზავრთა ცირკულირებას ჩვენს აეროპორტში“, თქვა თეა ზაქარაძემ, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა.
Fast Track სერვისით სარგებლობა Visa Platinum და Visa Platinum Business ბარათებით წელიწადში 2-ჯერ, Visa Signature და Visa Signature Business ბარათებით წელიწადში 4-ჯერ და Visa Infinite ბარათით კი წელიწადში 6-ჯერ არის შესაძლებელი.
Fast Track სერვისი უფასოა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუ მათ თან ახლავთ Visa Premium ბარათის მფლობელი.
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge
ინფორმაცია მედიისთვის
მარიამ გვარაძე
Visa-ს პრესსამსახური საქართველოში
ნობლეტ მედია აღმოსავლეთ პარტნიორობა
+99555449965
[email protected]
TAV Operation Services-ის შესახებ
TAV Airports-ის შვილობილი კომპანია TAV Operation Services მსოფლიოს წამყვანი აეროპორტებისა და სტუმარმასპინძლობის პროვაიდერებს შორისაა, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის სიღრმისეულ ექსპერტიზასა და ოპერაციულ სრულყოფილებას. მოგზაურობისა და ავიაციის სექტორში ათწლეულზე მეტი ხნის გამოცდილებით, კომპანია გლობალური ბრენდების სანდო პარტნიორია და ის ლაუნჯების სრულყოფილ მენეჯმენტსა და აეროპორტების პრემიუმ მომსახურებას სთავაზობს.
TAV Operation Services ოპერირებს 19 ქვეყანაში: ჩილედან იაპონიამდე, მათ შორის აშშ, ევროპა, თურქეთი და ცენტრალური აზია. კომპანია ფლობს სამოგზაურო და ლოიალურობის გადაწყვეტების მრავალფეროვან პორტფოლიოს, თავისი ფლაგმანური ბრენდების მეშვეობით: Primeclass, Extime Lounge, HelloSky, TAV Passport და LoungeMe.
კომპანია აქტიურად პარტნიორობს წამყვან ავიაკომპანიებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და აეროპორტების ოპერატორებთან. ის, მსოფლიოს მასშტაბით, სტუმარზე ორიენტირებულ 100-ზე მეტ მომსახურებას სთავაზობს 400 ლაუნჯში, დაწყებული ლაუნჯის მართვით და დამთავრებული Fast Track სერვისით, აეროპორტის ტრანსფერითა და სხვ.
მომსახურების სრულყოფილებაზე, მდგრადობასა და ციფრულ ინოვაციაზე ფოკუსით, TAV Operation Services აგრძელებს აეროპორტის გამოცდილების ტრანსფორმირებას, თანამედროვე მოგზაურებისთვის შეუფერხებელი და დასამახსოვრებელი სამოგზაურო გამოცდილების უზრუნველყოფით.
მეტი ინფორმაციისთვის
სოფიო მაქაცარია
TAV Georgia, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
[email protected]