She’s Next ჰაკათონის გამარჯვებულებს ბიზნესის განვითარებისთვის 20,000 დოლარი გადაეცათ
თბილისი, 13 ოქტომბერი, 2025 – Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, Reinvantage-თან პარტნიორობით, 3 ოქტომბერს საერთაშორისო She’s next ჰაკათონის გრანდ ფინალს უმასპინძლა.
პროგრამაში ჩართული იყო 17 ქვეყანა, ჯამში 1750 მონაწილე, რომლებსაც სამეწარმეო უნარების დახვეწაში ინდუსტრიის ექსპერტები ეხმარებოდნენ. ერთთვიანი ინტენსიური მენტორობის სესიების შემდეგ, ქალების ხელმძღვანელობით, 10-მა გუნდმა საკუთარი ბიზნესების შესახებ პრეზენტაცია ონლაინ რეჟიმში, ჟიურის წინაშე წარადგინა. შეხვედრას ფართო აუდიტორიაც ესწრებოდა - აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან.
გრანდ ფინალი მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, რამაც ხელი შეუწყო ინოვაციური ბიზნეს იდეების გავრცელებას და ცხადყო ქალების როლი ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ ტრანსფორმაციაში. She’s Next ჰაკათონი ხაზს უსვამს მეწარმეობაში თანაბარი შესაძლებლობების მნიშვნელობას, რაც შლის ბარიერებს და ქალი ლიდერების მომავალი თაობებისთვის შთაგონების წყარო ხდება.
ღონისძიების ფარგლებში სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
მთავარი გამარჯვებული გახდა Altogether, ბაჰარ ნადირ რამაზანოვას ხელმძღვანელობით. აზერბაიჯანული კომპანია AI-ზე დაფუძნებული ლეგალური და კომერციული ინსტრუმენტების, შესაბამისობის აუდიტებისა და სხვადასხვა რესურსების დახმარებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობას აუმჯობესებს. გუნდს მთავარი პრიზი, 10,000 დოლარის ოდენობით, გადაეცა.
ყველაზე ინოვაციური იდეისთვის ჯილდო და 5,000 დოლარი მოიპოვა PressShield-მა ალბანეთიდან, რომელსაც ინვა ჰასანალიაი ხელმძღვანელობს. მობილური პლატფორმა ჟურნალისტებს სთავაზობს როგორც მენტალურ, ისე ლეგალურ დახმარებას და აკავშირებს თანამოაზრეებთან, რითაც უსაფრთხო, შეუპოვარ და ინფორმირებულ გაშუქებას უწყობს ხელს.
საუკეთესო სოციალური გავლენის კატეგორიაში გაიმარჯვა კარინე ჰამბარიანის გუნდმა - Unfold. საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი სოციალური გამოწვევების გამოაშკარავებისა და პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობისთვის გუნდმა 5,000 დოლარი მიიღო. ჰიბრიდული პლატფორმის მიზანი 50 წლის ასაკს გადაცილებული ქალების დახმარებაა, რაც მოიცავს სოციალურ, მენტალურ და კრეატიულ აქტივობებს ჩართული პირებისთვის. ამ დროისთვის პროექტი მხოლოდ სომხეთის ტერიტორიას ფარავს, თუმცა იგეგმება მისი გაფართოებაც.
„ჰაკათონის ჩატარებამ, She’s Next Empowered by Visa ინიციატივა ახალ სიმაღლეზე აიყვანა. პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა პლატფორმა, სივრცე, სადაც რეგიონის წარმომადგენელ ქალებს შეუძლიათ გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა და ერთმანეთის გამოწვევა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. გამარჯვებულებს, ფინალისტებსა და მონაწილეებს წარმატებებს ვუსურვებ. Visa კი რჩება ქალი მეწარმეების ერთგულ მხარდამჭერად და აგრძელებს ბიზნესში მათი ხმის გაძლიერებას.“ - თქვა კრისტინა დოროშმა, უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში.
20,000 დოლარიანი ფულადი გრანტების გარდა, გამარჯვებულები გაივლიან სამთვიან მენტორობის პროგრამას ინდუსტრიის ლიდერებთან. მათი საქმიანობის ხილვადობის გასაზრდელად ქალ მეწარმეებს დაეთმობათ სივრცე Visa-სა და Reinvantage-ის პლატფორმებზე, საშუალება მიეცემათ, დაესწრონ მომავალ ღონისძიებებს და მიიღონ უწყვეტი მხარდაჭერა She’s Next community-ში.
„მიხარია, რომ საშუალება მომეცა, ვყოფილიყავი ჟიურის წევრი და ფინალის ვირტუალურ სცენაზე ასეთი საინტერესო პროექტები შემეფასებინა. ფინალისტებმა თამამი, ინოვაციური იდეები წარმოადგინეს, გამარჯვება კი უდიდესი პოტენციალის მქონე პროექტებმა მოიპოვეს. კრეატიულობა, მონდომება და შემართება, რაც ვიხილე მაფიქრებინებს, რომ ეს ბიზნესები გააგრძელებენ ზრდას და თავიანთ საზოგადოებაში შესაბამის კვალს დატოვებენ.“ - აღნიშნა ნატალია ვოიტოვიჩმა, Visa-ს უფროსმა დირექტორმა, მერჩანტებთან გაყიდვებისა და ექვაირინგის ხელმძღვანელმა, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში.
„She’s Next ჰაკათონის მთავარი შედეგი არა ახალი იდეები, არამედ ახლებური თავდაჯერებაა. როდესაც ქალები ბიზნესებს ქმნიან, ისინი ერთმანეთსაც ეხმარებიან და აყალიბებენ კულტურას, რომელიც ეკონომიკას ამოძრავებს. She’s Next-მა ცხადყო, როდესაც ქალი მეწარმეები იწყებენ თანამშრომლობას, ისინი კონკრეტული ადგილისთვის კი არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ ქმნიან ახალ სივრცეებს. მსგავსი თავდაჯერება და გარდაქმნის უნარი თავს ამ ჰაკათონის მიღმაც წარმოაჩენს.“ - განაცხადა ენდრიუ ვრობელმა, Reinvantage-ის რეინვენციის მთავარმა ოფიცერმა.
ჰაკათონი გლობალური She’s next Empowered by Visa ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალ მეწარმეებს თავიანთი ბიზნესის გაფართოებასა და განვითარებაში.
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge
Reinvantage-ს შესახებ
Reinvantage არის სტრატეგიული ინოვაციის კომპანია, რომელიც ეხმარება ადამიანებსა და ორგანიზაციებს წინასწარ დაინახონ ცვლილებები, დარჩნენ აქტუალურნი და შექმნან მომავალი. იგი აერთიანებს კონსულტაციას და მომავალზე ორიენტირებულ ხედვას, რათა დაეხმაროს ინოვაციას ყველა დონეზე — აზროვნებიდან სტრატეგიამდე. Reinvantage ასევე მართავს Emerging Europe-ს, რეგიონის ინოვაციასა და მდგრად ზრდაზე ორიენტირებულ წამყვან ინიციატივას. Emerging Europe-ს საშუალებით Reinvantage განაგებს She’s Next პლატფორმას. ეს ინტეგრირებული მოდელი უზრუნველყოფს, რომ ყოველი პროგრამა, პარტნიორობა თუ ინიციატივა იყოს რეალურ ცხოვრებაზე მორგებული და გრძელვადიანი გავლენით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: reinvantage.org.
ინფორმაცია მედიისთვის
მარიამ გვარაძე
Visa-ს პრესსამსახური საქართველოში
ნობლეტ მედია აღმოსავლეთ პარტნიორობა
+99555449965
[email protected]