თბილისი, საქართველო, 16 იანვარი, 2020— Visa*-ს ინფორმაციით საქართველო ლიდერია სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებში. ადგილობრივ ტრანზაქციებში უკონტაქტო გადახდების წილი 95%-ს აღემატება .
წლების მანძილზე საქართველო ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს ინოვაციური გადახდების ათვისებასა და გამოყენებაში. მომხმარებლებისთვის გადახდის პროცესის გასაუმჯობესებლად Visa*-მ აქტიურად იმუშავა და დანერგა სწრაფი, მოხერხებული და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდები. მომხმარებლებმა საქართველოში სწრაფად აითვისეს ბარათებითა და ციფრული საფულეებით უკონტაქტო გადახდის უპირატესობები, ადგილობრივ ბაზარზე ტერმინალით გადახდებისას 10-დან 9 უკონტაქტოა.
„Visa*-ში ჩვენ ვამაყობთ და აღფრთოვანებული ვართ საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული მიღწევით. საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი ახალი გადახდის საშუალებების ათვისებაში, კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა პირველი ქვეყანა CISSEE-ს რეგიონში (დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა), რომელმაც დანერგა უკონტაქტო ტრანზაქციები აფთიაქში 2009 წელს და ახლა უკვე Apple Pay**-ის დანერგვის შემთხვევაშიც.
უკონტაქტო გადახდებით საქართველოს პირველი ადგილი მსოფლიოში არის წარმატება, რომელსაც ვიზიარებთ ჩვენს ყველა პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტსა და ბაზრით დაინტერესებულ მხარეებთან. მსურს მადლობა გადავუხადო მათ ყველას, Visa*-სადმი ნდობისა და ქართველი მომხმარებლისთვის ინოვაციური გადახდების საშუალებების შეთავაზებისათვის. ჩვენ მზად ვართ მეტად გავააქტიუროთ ინოვაციური გადახდის საშუალებები და ჩვენს პარტნიორებსა და Visa* ბარათის მფლობელებს შევთავაზოთ ყველაზე პროგრესული და უსაფრთხო გადახდის საშუალებები და გამოცდილებები, რათა შევუნარჩუნოთ საქართველოს პირველობა უნაღდო გადახდების მხრივ და კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიზნების მიღწევას”-თქვა კრისტინა დოროშმა, Visa*-ს რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს უკონტაქტო გადახდების მოგზაურობის ძირითადი ეტაპები2:
- 2009 - ლიბერთი ბანკმა Visa*-სთან ერთად შეასრულა პირველი Visa* უკონტაქტო ტრანზაქცია CISSEE–ს რეგიონში; (დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა),
- 2013 - საქართველოს ბანკთან ერთად, Visa*-მ დაიწყო მაკდონალდსის რესტორნებში უკონტაქტო გადახდის მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით;
- 2013 - თიბისი ბანკმა წამოიწყო უკონტაქტო POS ტერმინალების*** ფართომასშტაბიანი განლაგება და გამოუშვა საკულტო დიზაინის მქონე Visa* უკონტაქტო ბარათები და სტიკერები. მოგვიანებით, თიბისი ბანკმა გაამყარა ეს მიღწევები, როდესაც შესაძლებელი გახდა პირველად Visa* უკონტაქტო ტერმინალზე - ტელეფონით (mPOS)**** გადახდა;
- 2015 - ვითიბი ბანკმა საქართველოში დანერგა (HCE) ბარათების ემულაციის ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გადახდა მხოლოდ მობილური ტელეფონის ნებისმიერი უკონაქტო POS ტერმინალზე*** მიდებით;
- 2016 - საქართველოს ბანკმა Visa*–სთან ერთად Visa Token Services***** დანერგა, რათა დაეჩქარებინა ინოვაციები ონლაინ კომერციასა და მობილურ გადახდებში ;
- 2019 – საქართველო გახდა პირველი ქვეყანა კავკასიაში, სადაც დაინერგა Apple Pay**