Visa უახლესი პროდუქტებით წარდგებაVisa-ს რეგიონულ გადახდების ფორუმზე

საქართველო, თბილისი, 29 მაისი, 2024 - დღეს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის Visa-ს ყოველწლიურ გადახდების ფორუმზე, Visa-მ ახალი პროდუქტებისა და სერვისების ნაკრები წარადგინა, რომელიც ბარათების სფეროში რევოლუციას მოახდენს, დააკმაყოფილებს მომხმარებლების, მოვაჭრეებისა და რეგიონის მასშტაბით, სერვისის მიმწოდებელი ფინანსური ინსტიტუტების სამომავლო საჭიროებებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ფულის გადახდისა და მიღების გზები უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე ბოლო 50 წლისას, ხოლო უახლესი ინოვაციები უზრუნველყოფს გადახდის ახალ გამოცდილებას ვაჭრობისა და ფულადი სახსრების მოძრაობის გარდაქმნის მიზნით, რომელიც ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში პროდუქტის ფიზიკურად შესყიდვასა და ფულადი თანხის უწყვეტ გადარიცხვებს მოიცავს.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ციფრული გადახდების სწრაფი ზრდის ფონზე ჩვენ დავინახეთ ტრანსფორმაცია, თუ როგორ სურთ მომხმარებლებს და მოვაჭრეებს გადაიხადონ და მიიღონ თანხები როგორც ონლაინ, ასევე მაღაზიაში", აღნიშნა ენდრიუ ტორემ, Visa CEMEA-ს რეგიონულმა პრეზიდენტმა. „ჩვენ ვაგრძელებთ კომერციის მომავლის ფორმირებას და მოხარული ვართ, მომხმარებლების, მოვაჭრეების, ასევე ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების მხარდასაჭერად, ციფრული გადახდის სისტემების ახალი თაობის შესახებ გამოვაცხადოთ. დღეს, ჩვენ წარმოგიდგენთ ბარათის ახალ ფუნქციებს და ციფრულ ინოვაციებს, რაც მომხმარებლებსა და მოვაჭრეებს მომავალში უფრო მორგებულ, მოსახერხებელ, უსაფრთხო და ინკლუზიურ პირობებს შესთავაზებს.

Visa წარადგენს ახალი ინოვაციური გადაწყვეტილებების პორტფელს, რომელიც ციფრულ იდენტობას, შეუფერხებელ ანგარიშსწორებას, მოქნილ გადახდებს, ნანო-მოვაჭრეების ჩართულობას და ანგარიშიდან ანგარიშზე გადახდების უსაფრთხოების დაცვას უწყობს ხელს. გარდა ამისა, Visa გააცნობს Visa Pay-ს, გადახდების სერვისის ახალ პლატფორმას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, მობილური ციფრული გადახდების შესაძლებლობებს და ურთიერთთავსებადი ფულის გაგზავნის და მიღების ოპერაციებს უზრუნველყოფს, და რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონისთვის არის შემუშავებული. Visa Pay პლატფორმა აერთიანებს გადახდის ფართო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების ფართო სპექტრს ბანკებისთვის, რათა სწრაფად განათავსონ ახალი ინოვაციური გადაწყვეტები, მათ შორის ციფრული ბარათით გაცემა, გადახდის ინიცირება, ერთი შეხებით გადახდა, რისკისა და თაღლითობის მართვა, ელექტრონული საფულის პლატფორმები და სხვა.

Visa-ს ახალი პროდუქტების და სერვისების ჩამონათვალი:

Visa Flexible Credential

Visa Flexible Credential გადახდის ერთი მეთოდიდან მეორეზე გადასვლის საშუალებას იძლევა ერთი საბარათე პროდუქტის გამოყენებით, რაც მომხმარებელს არჩევანის უფლებას უტოვებს. მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ მარტივად განსაზღვრონ პარამეტრები ან აირჩიონ გადახდის ფორმა - სადებეტო თუ საკრედიტო ბარათით, „ოთხეტაპიანი გადახდა" განვადებით, ბონუს ქულებით, ან თუნდაც გადახდა სხვა ვალუტაში. Visa Flexible Credential CEMEA-ს რეგიონში უახლოეს თვეებში იქნება ხელმისაწვდომი.

ნანო-მოვაჭრეების ჩართულობა

დაახლოებით 120 მილიონი ფორმალური და არაფორმალური ნანო და მიკრო-მოვაჭრეები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში ჯერ კიდევ არ ახორციელებენ ციფრულ გადახდებს. Visa კი შესაძლებელს ხდის ციფრული გადახდების ხელმისაწვდომობას ფიზიკური ბარათებისა და ვირტუალური მონაცემების გამოყენებით. წელს, მობილური მოწყობილობით გადახდის ან თანხის მიღების ახალი გზები ხელმისაწვდომი იქნება ყველა სავაჭრო ობიექტისთვის, მათ შორის:

  • USSD Push გადახდები: საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ციფრული გადახდები ნებისმიერი მობილური ტელეფონის გამოყენებით.

  • Micro-მოვაჭრის მიერ მიღება: მომხმარებლისგან მოვაჭრესთან ფულის გადარიცხვის საშუალებას იძლევა სმარტფონის გამოყენებით.

  • Tap to Phone: ნებისმიერი მოწყობილობა ახლა შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც POS ტერმინალი (POS) ბარათის ან ციფრული მონაცემების უბრალო შეხებით.

Visa Payment Passkey Service

ციფრულ სამყაროში ადამიანის იდენტიფიცირება წარმოუდგენლად რთული გახდა და თაღლითობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. დღეს, ონლაინ გადახდის დროს თაღლითობის შემთხვევები შვიდჯერ მეტია, ვიდრე პირადი გადახდის დროს.¹

სწრაფი ონლაინ იდენტიფიცირების [Fast Identity Online (FIDO)] უახლესი სტანდარტების საფუძველზე, Visa Payment Passkey სერვისი ადასტურებს მომხმარებლის ვინაობას და ავტორიზაციას აძლევს ონლაინ გადახდებს მისი ბიომეტრიული მონაცემების სწრაფად სკანირებით, როგორიცაა სახე ან თითის ანაბეჭდი. ონლაინ შოპინგის დროს, Visa გადახდის წვდომის კოდი (Visa passkey) ცვლის პაროლების ან ერთჯერადი კოდების საჭიროებას, რაც უფრო გამარტივებული, უსაფრთხო ტრანზაქციების საშუალებას იძლევა.

Visa Payment Passkey ადასტურებს ვინაობას გადახდის პროცესის შეწყვეტის გარეშე, ზრდის უსაფრთხოებას შეუსაბამობის შემცირებით ონლაინ გადახდისას, ნებისმიერი აპარატის ან ვებსაიტის საშუალებით, მსოფლიოს მასშტაბით.

Click to Pay

Visa-ს Click to Pay საშუალებით, გადახდის პროცესს უფრო მარტივს და უსაფრთხოს ხდის, სადაც მომხმარებლებს ონლაინ გადახდისთვის სჭირდებათ მხოლოდ რეგისტრირებული ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი ან Visa Payment Passkey. გარდა ამისა, მსოფლიოს მრავალ ბაზარზე Visa ითანამშრომლებს ემიტენტებთან, რათა ხელმისაწვდომი გახადოს - Click to Pay და Visa Payment Passkey ფუნქციები ახალი Visa ბარათებისთვის, რაც შეამცირებს ბარათის მონაცემებისა და პაროლების ხელით შეყვანას. Click to Pay სერვისი დღეს უკვე CEMEA-ს რეგიონის ქვეყნებში არის ხელმისაწვდომი.

Visa Protect for Account-to-Account (A2A) Payments

Visa ყოველწლიურად აკონტროლებს 200 მილიარდზე მეტ ტრანზაქციას და აანალიზებს მონაცემების 500 ელემენტს თითოეული ტრანზაქციის დროს, რათა რეალურ დროში გამოავლინოს და შეაჩეროს თაღლითობა.² მსოფლიოს მასშტაბით, რეალურ დროში გადახდის ქსელებთან (RTP) მუშაობისას, ჩვენ ვიყენებთ Visa-ს გრძელვადიან გამოცდილებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რათა თავიდან ავიცილოთ თაღლითობა RTP ქსელებში ანგარიშიდან ანგარიშზე გადახდის დროს. Visa Protect სისტემა A2A გადახდებისთვის უკვე ახორციელებს RTP თაღლითობის 60% შემთხვევების გამოვლენას, რომლებიც ადრე არ იყო გამოვლენილი დიდი ბრიტანეთისა და ლათინური ამერიკის ფინანსური ინსტიტუტების მიერ.³ CEMEA-ს რეგიონში Visa Protect სისტემა A2A გადახდებისათვის უახლოეს თვეებში იქნება ხელმისაწვდომი.

Visa Pay

Visa Pay არის გადახდების სერვისის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ბანკებს სწრაფად შემოიღონ ახალი ციფრული სერვისები მომხმარებლებისა და მოვაჭრეებისთვის მათი საკუთარი მობილური ბანკის აპლიკაციების საშუალებით, რათა მომხმარებელთა ციფრულ პრეფერენციებს გაუსწრონ. Visa Pay-ში ინტეგრირებული შესაძლებლობები მოიცავს ციფრული ბარათით გაცემას, გადახდის ინიცირებას, ერთი შეხებით გადახდას, რისკისა და თაღლითობის მართვას, ტოკენიზაციას, საფულის პლატფორმებს და ემიტენტის მიერ გადახდის დამუშავებას პარტნიორის მეშვეობით.

Visa Pay-ს საშუალებით ბანკებს შეუძლიათ არსებული მობილური აპლიკაციების გადატვირთვა. მომხმარებლებს ექნებათ წვდომა, მსოფლიოს მასშტაბით, ციფრულ გადახდებზე მობილური აპარატების გამოყენებით, ასევე ფულადი სახსრების გაგზავნისა და მიღების შესაძლებლობა, გაზრდილი უსაფრთხოება და თაღლითობის შემცირებული დონე. უახლოეს თვეებში Visa Pay CEMEA-ს რეგიონის ქვეყნებში დაინერგება.

1 წყარო: 1. Visa-ს მონაცემები. თაღლითობის შემთხვევების მონაცემები 3Q23-დან. დამტკიცების მაჩვენებელი 4Q23-დან.

2 VisaNet data, https://usa.visa.com/run-your-business/visa-security/risk-solutions/authorization-optimization.html

3 Pay.UK/Visa pilot-მა გაანალიზა ბრიტანეთის A2A წლიური ტრანზაქციების 50% - ზე მეტი 12 თვის განმავლობაში.

Close up view of a woman using smartphone

Visa-ს შესახებ

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge

ინფორმაცია მედიისთვის:

მარიამ გვარაძე
Visa-ს პრესსამსახური საქართველოში
ნობლეტ მედია აღმოსავლეთ პარტნიორობა
+99555449965
[email protected]