FIFA აფართოებს Visa-სთან გლობალურ თანამშრომლობას, მათ შორის FIFA World Cup 26™-ის ფარგლებში

  • Visa რჩება FIFA-ს ოფიციალური გადახდის ტექნოლოგიურ პარტნიორად, რაც Visa ბარათის მფლობელებს ექსკლუზიური აქციებითა და FIFA-ს ტურნირებზე წვდომის საშუალებას მისცემს.

  • FIFA World Cup 2026™-ის ფარგლებში, Visa-სა და FIFA-ს პარტნიორობა გულშემატკივრების გამოცდილების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

  • 2007 წლიდან დღემდე, Visa-მ FIFA-ს 40-ზე მეტ ღონისძიებაზე ტურნირების გამოცდილება გააუმჯობესა.

FIFA პარტნიორობას აგრძელებს Visa-სთან, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერთან, როგორც FIFA-ს ოფიციალურ პარტნიორთან.

ახალი შეთანხმება, რომელიც 2026 წლამდეა აქტიური, შესაძლებლობას აძლევს Visa-სა და FIFA-ს საერთო ძალისხმევა ფეხბურთის განვითარებასა და მოთამაშეების, გულშემატკივრებისა და კლიენტების მხარდაჭერისკენ მიმართონ, ახალგაზრდული, ქვიშის ფეხბურთისა და FIFAe-ს ღონისძიებების საინტერესო პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2026 წელს, ისტორიაში მსოფლიოს უდიდესი FIFA World Cup™-ის ჩემპიონატით დასრულდება.

FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, თქვა: „FIFA მოხარულია ითანამშრომლოს Visa-სთან და ჩვენი ძლიერი პარტნიორობით ნათელ მომავალზე ვფოკუსირდეთ. Visa-ს ურყევი ერთგულება გააუმჯობესოს გულშემატკივართა გამოცდილება და მათი ინოვაციური მიდგომა გადახდების ტექნოლოგიაში, ეხმიანება FIFA-ს ხედვას გახადოს ფეხბურთი გლობალური და ხელმისაწვდომი ყველასთვის. ერთად, ჩვენ მოუთმენლად ველით გამორჩეული მომენტები შევქმნათ გულშემატკივრებისთვის მთელ მსოფლიოში.”

Visa იქნება FIFA-ს ოფიციალური გადახდების ტექნოლოგიური პარტნიორი გლობალურად და უზრუნველყოფს შეუფერხებელ და უსაფრთხო ვაჭრობის გამოცდილებას FIFA-ს მილიარდობით გულშემატკივრისთვის ადგილზე. Visa ბარათის მფლობელები მიიღებენ ექსკლუზიურ წვდომას FIFA-ს ტურნირებსა და ღონისძიებებზე, სადაც Visa-ს მომხმარებლებს ბილეთების წინასწარ შეძენა შეეძლებათ. მათ ასევე წვდომა ექნებათ სხვა ინოვაციურ აქციებზე, მათ შორის FIFA-ს ფიზიკურ მაღაზიებსა და ონლაინ FIFAstore.com-ზე.

„FIFA-სთან თანამშრომლობამ უზარმაზარი სარგებელი მოუტანა ჩვენს ბრენდს, კლიენტებსა და ბარათის მფლობელებს,“ თქვა ოლივერ ჯენკინმა, Visa-ს გლობალური მარკეტების ჯგუფის პრეზიდენტმა. „მოხარულები ვართ გავაგრძელოთ ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობა და უზრუნველვყოთ გადახდის უზადო გამოცდილება, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული ღონისძიების ფარგლებში.“

Visa-ს ანგარიშის - „ციფრული გულშემატკივრები: როგორ შეუძლია საერთო გამოცდილებას გულშემატკივართა ბაზის გაძლიერება“ (Digital Fans: How Connected Experiences Can Power the Future of Fandom) - მიგნებების გამოყენებით, Visa და FIFA ერთობლივი ძალისხმევით განსაზღვრავენ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია გულშემატკივართა გამოცდილების გასაუმჯობესებლად მსოფლიოს უმსხვილეს ფეხბურთის ჩემპიონატზე FIFA World Cup-სა და FIFA-ს სხვა ტურნირებზე.

FIFA-ს ბიზნეს დირექტორმა, რომი გაიმ, თქვა: „2007 წლიდან დღემდე, Visa-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გადახდის გამოცდილების გაუმჯობესებაში FIFA-ს 40-ზე მეტ ღონისძიებაზე, მათ შორის უახლეს FIFA World Cup Qatar-სა და გასული წლის რეკორდულ ჩემპიონატ FIFA Women’s World Cup-ზე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. მართალია გულშემატკივართა გამოცდილებამ უზარმაზარი წინსვლა განიცადა 16 წლიანი პარტნიორობის განმავლობაში, თუმცა FIFA World Cup 2026-თვის, Visa-სა და FIFA-ს ყურადღება მიმართული იქნება ციფრულ, პერსონალიზებულ და უზადო სავაჭრო გამოცდილებაზე.“

ფრენკ კუპერმა, Visa-ს მარკეტინგულმა დირექტორმა, აღნიშნა: “Visa-ს FIFA-სთან პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის გულშემატკივრებისა და სპორტსმენების გამოცდილების გამრავალფეროვნება. FIFA World Cup 26 არის უნიკალური შესაძლებლობა Visa-თვის რომ ამ მიზანს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობით მივაღწიოთ. გარდა სპორტული შეჯიბრებების გასართობი ხასიათისა, ისინი წარმატებულ ბიზნესსაც წარმოადგენენ. Visa-ს ეს საშუალებას აძლევს იმუშაოს როგორც კულტურის, ისე კომერციის მიმართულებით, რათა ჩვენი ბარათის მფლობელების მოლოდინები გავამართლოთ, განურჩევლად იმისა, ისინი საკუთარი სახლიდან ადევნებენ თამაშს თვალს თუ შუაგული მოედნიდან.“

FIFA-ს ტურნირების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, მათ შორის FIFA World Cup 2026-ის შესახებ, ეწვიეთ FIFA.com.


Visa-ს შესახებ

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge.

 

ინფორმაცია მედიისთვის:

მარიამ გვარაძე
Visa-ს პრესსამსახური საქართველოში
ნობლეტ მედია აღმოსავლეთ პარტნიორობა
+99555449965
[email protected]