Visa-ს ისტორია დაიწყო 1958 წელს, მაშინ, როდესაც ამერიკის ბანკმა წამოიწყო პირველი სამომხმარებლო საკრედიტო ბარათის პროგრამა საშუალო კლასის მომხმარებლისთვის და მცირე და საშუალო სავაჭრო ობიექტებისთვის აშშ-ში. კომპანიას გაზრდისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია - ის საერთაშორისო დონის კომპანია 1974 წელს გახდა და სადებეტო ბარათი 1975 წელს შემოიტანა. 2007 წელს რეგიონული ბიზნესები მთელ მსოფლიოში გაერთიანდა Visa Inc-ად და 2008 წელს კომპანიამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება (IPOs) გააკეთა. 2016 წელს, Visa inc და Visa Europe ერთ გლობალურ კომპანიად გაერთიანდნენ. დღეს Visa 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე ოპერირებს ისეთი პროდუქტებითა და სერვისებით, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოწყობილობისთვის – ბარათებზე, ლეპტოპებზე, ტაბლეტებსა და მობილურ მოწყობილობებზე. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას, მაგრამ ჩვენი მიზანი იგივეა, თანხის გადახდის და მიღების საუკეთესო საშუალება – გადახდა ყველასთვის და ყველგან.

პირველი დღიდანვე პიონერი გადახდებში
Visa უკვე 55 წელია იმყოფება უნაღდო გადახდების რევოლუციის ეპიცენტრში.
Visa-ს ისტორია
1958
BankAmericard
Bank of America-მ გამოუშვა BankAmericard-ის პირველი ბარათი „მზარდი კრედიტის“ მახასიათებლებით.
1976
Visa-ს დაბადება
BankAmericard გახდა Visa – სახელი, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს.
2007
შეხვდით Visa Inc-ს
Visa ქმნის გლობალურ კორპორაციას, მაშინ, როდესაც Visa Europe წევრების საკუთრებაში რჩება.
-
1958
Bank of America-მ გამოუშვა BankAmericard-ი, პირველი ზოგადი დანიშნულების მოხმარების საკრედიტო ბარათი, ქაღალდის ბარათის ფორმით, რომლის ლიმიტი $300 იყო.
-
1970
National BankAmericard კორპორაციად ჩამოყალიბდა დელავერში, როგორც National BankAmericard Inc., რომელსაც მართავდა დამფუძნებელი, იდეოლოგი და აღმასრულებელი დირექტორი, დიი ჰოკი.
-
1973
National BankAmericard-მა შემოიღო ელექტრონული ავტორიზაციის პირველი სისტემა, რომელსაც მოჰყვა ელექტრონული კლირინგის და ანგარიშსწორების სისტემა.
-
1974
საერთაშორისო საბანკო ბარათის კომპანია (IBANCO) იქმნება BankAmericard-ის პროგრამის ეროვნულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.
-
1975
გამოვიდა პირველი სადებეტო ბარათი.
-
1976
BankAmericard გახდა Visa, მარტივი სახელი, რომელიც ერთნაირად ჟღერს ყველა ენაზე და მისი ცნობა ლურჯი და ოქროსფერი დროშით შეიძლება.
-
1979
Visa-ს პირველი სამოგზაურო ჩეკები გამოიცა ოთხ ვალუტაში.
-
1983
Visa-მ გამოუშვა თვითმომსახურების საბანკო ავტომატების (ATM) ქსელი, რომლითაც 24 საათის განმავლობაში „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას“ ანაღდებთ თანხას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
-
1986
ახალი სარეკლამო კამპანია იუწყება Visa-ს განვითარების შესახებ სამგზავრო და ბიზნეს საშუალებიდან იმ ბარათამდე, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ.
-
1986
Visa-მ შექმნა მრავალვალუტიანი კლირინგის და ანგარიშსწორების შესაძლებლობა 21 ვალუტისთვის.
-
1988
Visa-მ პირველად დააფინანსა ოლიმპიური თამაშები სეულში, სამხრეთ კორეაში და ოლიმპიური ზამთრის თამაშები გალგარში, ალბერტაში.
-
1989
Visa-მ დაამატა ელექტრონული ხელმოწერის შესაძლელობა Interlink-ის გამოყენებით.
-
1993
Visa-მ პირველმა მიიღო უახლესი ნეიტრალური ქსელური ტექნოლგია საბარათე თაღლითობის შესამცირებლად.
-
1995
პირველად გამოიცა Visa ჩეკის წიგნაკი და Visa-მ შექმნა EMV, ინდუსტრიულ ჩიპიანი ბარათი, რომელიც უზრუნველყოფდა საოპერაციო თავსებადობის საშუალებას ჩიპიან ბარათსა და ტერმინალებს შორის.
-
1996
Visa-მ წამოიწყო ფინანსური განათლების პირველი პროგრამა. ამჟამად ის 20-ზე მეტ ქვეყანაშია და მილიონობით ადამიანს ეხმარება თავიანთი ფინანსების მართვაში.
-
1997
Visa-ის მთლიანი გადახდების მოცულობამ $1 ტრილიონს მიაღწია, მთავარ რუბიკონს ინდუსტრიაში.
-
2001
Visa-მ გამოუშვა 1 მილიარდი ბარათი და დაიწყო ნულოვანი პასუხისმგებლობის პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ბარათის მფლობელს თაღლითური ტრანზაქციების პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
-
2004
Visa-ს მთლიანი სადებეტო მოცულობა აჭარბებს გლობალურ საკრედიტო მოცულობას.
-
2004
Visa-მ დანერგა რთული ავტორიზაცია, რომელიც რეალურ დროში აანალიზებს და რისკის ქულას ანიჭებს ყველა Visa ტრანზაქციას.
-
2006
Visa-ს მთლიანი გადახდის მოცულობამ მიაღწია 4.4 ტრილიონ აშშ დოლარს, რაც აღემატება 1997 წლის რეკორდს, 1 ტრილიონ დოლარს.
-
2007
Visa-მ მოახდინა რესტრუქტურიზაცია და შექმნა ახალი გლობალური კორპორაცია, Visa კორპორაცია.
-
2008
Visa-მ შემოიღო Visa მობილური პლატფორმა, სწრაფი მობილური გადახდებისა და დამატებითი მომსახურეობისთვის.
-
2008
გაჩნდა „V“ ტიკერის სიმბოლო ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, რადგან Visa აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი პირველადი საჯარო შეთავაზება იყო.
-
2009
Visa-ს პირველმა გლობალურმა სარეკლამო კამპანიამ აღნიშნა, თუ მსოფლიოს ყველა კუთხეში როგორ სჭირდებათ ადამიანებს გადახდის უკეთესი საშუალება მათთვის საჭირო და სასურველი ნივთებისთვის.
-
2014
Visa Checkout-მა მაღაზიის მფლობელებს ონლაინ გადახდის ადვილი და უსაფრთხო შესაძლებლობა შესთავაზა ნებისმიერ მოწყობილობაზე მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით.