აქ ყველას ადგილია, აქ ყველა მიიღება
ჩვენთან წახალისებულია ფიქრის, კულტურისა და პერსონალური ისტორიის მრავალფეროვნება, რასაც ხელს უწყობს ჩვენი პროგრამები და ძალისხმევა.
ჩვენთან წახალისებულია ფიქრის, კულტურისა და პერსონალური ისტორიის მრავალფეროვნება, რასაც ხელს უწყობს ჩვენი პროგრამები და ძალისხმევა.
Visa მოუწოდებს და ხელს უწყობს თანამშრომლებს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ იმ ფორმით, რომელიც თავად იზიდავთ: იქნება ეს მოხალისეობა, თანხის გაღება თუ გასაჭირში მყოფი ადამიანებისა და საზოგადოების მხარდაჭერა.
ჩვენი ყველა ძალისხმევა, მათ შორის, პლანეტისა თუ მცირე ბიზნესების მხარდაჭერა, შესაძლებელია გუნდურად იმ თანამშრომლების მიერ, რომელთაც სურთ ცვლილებაში საკუთარი წვლილის შეტანა.
უნივერსალური მიმღებლობა ჩვენი კომპანიის მამოძრავებელი ძალაა. ჩვენთან წახალისებულია ფიქრის, კულტურისა და პერსონალური ისტორიის მრავალფეროვნება, რაც აერთიანებს Visa-ს ოჯახს. Visa ამაყობს, რომ თანაბარ შესაძლებლობებს უქმნის ყველა დასაქმებულს. Visa კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ეთნიკური კუთვნილების, რწმენის, რელიგიის, გონებრივი თუ ფიზიკური შეზღუდულობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, გენეტიკური ინფორმაციის, სქესის (ორსულობის, მშობიარობის და ამასთან დაკავშირებული სამედიცინო მდგომარეობების ჩათვლით), სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, სამხედრო თუ ვეტერანის სტატუსის, მოქალაქეობის და ნებისმიერი სხვა მახასიათებლის მიხედვით, რომელიც დაცულია სახელმწიფო ან ფედერალური კანონით ან ადგილობრივი ბრძანებულებით.