დამატებითი ინფორმაცია კონფიდენციალურობის შესახებ

გადახდების სფეროში გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის სახით Visa ბევრ როლს ასრულებს. როცა Visa ბარათების ემიტენტებისთვის და სავაჭრო ობიექტებისთვის მომსახურების მიმწოდებლის სახით ვმოქმედებთ, პირად ინფორმაციას ვაგროვებთ და ვიყენებთ, როგორც ამას ჩვენს კლიენტებთან გაფორმებული კონტრაქტები ითვალისწინებს. თუ გაქვთ შეკითხვები იმაზე, თუ როგორ ამუშავებენ ეს კომპანიები თქვენს პირად ინფორმაციას, ან საკუთარი უფლებებით სარგებლობა გსურთ, პირდაპირ მათ დაუკავშირდით. მაგალითად, თქვენს ფინანსურ ინსტიტუტში ან სავაჭრო ობიექტთან ქეშბექის ან ლოიალობის შემოთავაზებებზე თუ დარეგისტრირდით, მაშინ პირდაპირ აღნიშნულ კომპანიას დაუკავშირდით მეტი ინფორმაციის მისაღებად.

შემდეგი ბმულები დაგეხმარებათ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ტიპების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად. ეს ბმულები ასევე გაძლევთ საშუალებას, რომ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით არჩევანი გააკეთოთ.  შეკითხვები თუ გაქვთ, ყოველთვის შეგიძლიათ, რომ დაგვიკავშირდეთ.

გლობალური შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ

დააწკაპუნეთ ქვემოთ, თუ გსურთ, რომ გაეცნოთ Visa-ს კონფიდენციალურობის გლობალური პოლიტიკის სრულ ტექსტს და ასევე რეგიონულ ტექსტებს.
კონფიდენციალურობის შესახებ გლობალური შეტყობინების სრული ტექსტი
The Visa sign outside the Foster City, California office.