მაშინ, როცა ელექტრონული კომერციის ზრდა სავაჭრო ობიექტებს საშუალებას აძლევს, გაყიდონ თავიანთი პროდუქტი მსოფლიო მასშტაბით, ის ასევე უქმნის შესაძლებლობას კრიმინალებს, შეასრულონ არალეგალური ოპერაციები. ფულის გათეთრებიდან დაწყებული, ცრუ შეთავაზებებით, არალეგალური თამაშითა თუ ყალბი საქონლის გაყიდვით დასრულებული, რაც არღვევს ინტელექტუალური საკუთრების („IP”) უფლებებს, Visa ვალდებულია, აღკვეთოს თავისი საგადახდო ბრენდისა და სისტემის გამოყენება არალეგალური ოპერაციებისთვის. ეს არც ისე იოლია და არც იმას ნიშნავს, რომ Visa ყოველთვის შეძლებს ამის მოგვარებას, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელებისა და სამართალდამცავების მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გადახდის სისტემის ყველა მონაწილის ნდობის შენარჩუნება. ამ მიზნით, Visa-ს გააჩნია ინტელექტუალური საკუთრების მფლობელებსა და სამართალდამცავებთან მჭიდრო თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება ინტერნეტით ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან ბრძოლაში. თუ თქვენ ხართ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი, გთხოვთ, წაიკითხოთ მეტი, რათა გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ Visa-სთვის ინფორმაციის მიწოდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი ოპერაციების შესახებ.
ინტელექტუალური საკუთრება
-
-
Visa ნებაყოფლობით უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების მფლობელების მხარდაჭერას, რომ მათ რეაგირება მოახდინონ ელექტრონული კომერციის ოპერაციებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი პროდუქტების ჩათვლით. სრულყოფილი ინფორმაციისა და სარწმუნო მტკიცებულების მიღების შემდეგ, უშუალოდ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელისგან, რომლის საშუალებითაც დგინდება, რომ მოვაჭრე („მოვაჭრე“) ახორციელებს ტრანზაქციებს, კონტრაფაქტული საქონლის გაყიდვის ჩათვლით, ინტერნეტით, Visa-ს ბრენდირებული გადახდის ბარათების გამოყენებით, Visa შეეცდება მოვაჭრის ეკვაიერი ბანკის („ეკვაიერი“) იდენტიფიცირებასა და ინფორმირებას. ეკვაიერს სთხოვენ, გამოიძიოს საეჭვო დარღვევის ფაქტები და განახორციელოს ნებისმიერი შესაბამისი ქმედება, რაც შეიძლება მოიცავდეს მოვაჭრისთვის მითითებას, შეწყვიტოს კონტრაფაქტული საქონლის გაყიდვა, რომელიც აღმოაჩინა ინტელექტუალური საკუთრების მფლობელმა, ან გაააუქმოს მოვაჭრის ანგარიში.
-
თუ თქვენ ხართ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი, რომლის თავდაპირველი სამართალდამცავი ღონისძიებები სავაჭრო ობიექტთან წარუმატებლად დასრულდა, და გაქვთ კეთილსინდისიერი ვარაუდი, რომ ვებგვერდი იყენებს Visa-ს, როგორც გადახდის ფორმას, პროდუქტებისთვის, რომლებიც არღვევს თქვენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, თქვენ შეგიძლიათ, წარადგინოთ ხუთი (5) საჩივარი (თითო სავაჭრო ობიექტის ვებგვერდი თითო საჩივარზე) თვეში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Visa ვერ შეძლებს თქვენი საჩივრის დამუშავებას, სანამ არ მოგვაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტაციას.
-
გთხოვთ, წარმოადგინოთ მტკიცებულება, რომ თქვენი ინფორმაციით კონტრაფაქტული საქონლის შესყიდვა შესაძლებელია Visa-ს გადახდის ბარათის გამოყენებით. მისაღები მტკიცებულება მოიცავს Visa-ს ლოგოს ეკრანულ გამოსახულებას, რომელიც გამოიყენება სავაჭრო ობიექტის ვებგვერდზე, გამოწერისას. წარმატებით განხორციელებული საცდელი შესყიდვები Visa ბარათის გამოყენებით, სასურველია, მაგრამ არა – აუცილებელი. საცდელი შესყიდვის მტკიცებულება ძალიან დაგვეხმარება ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის განაცხადის დამუშავების დაჩქარებაში. საცდელი შესყიდვის სარწმუნო მტკიცებულება მოიცავს Visa ბარათის 16-ციფრიან ნომერს, ტრანზაქციის თარიღსა და ტრანზაქციის თანხას. გადახდის ბარათების ინდუსტრიის მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტებთან (PCI DSS) შესაბამისობის შესანარჩუნებლად, უფლების მფლობელებს მიუთითებენ, არ გაგზავნონ ინტერნეტით ინფორმაცია ბარათის შესახებ. Visa ტელეფონით დაუკავშირდება ინტელექტუალური საკუთრების მფლობელს, რომ მოითხოვოს ბარათის ნომერი, თუ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის განაცხადში მითითებულია, რომ საცდელი ტრანზაქცია წარმატებით განხორციელდა.
-
ა. ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის კომპანიის სახელი
ბ. ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, თანამდებობა, ბიზნესის მისამართი, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი)
-
მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ინელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელი ფლობს საავტორო უფლებებს ან სავაჭრო ნიშნებს, რომელსაც არღვევს საქონელი სავაჭრო ობიექტის ვებგვერდზე, და რომ ეს უფლება კრძალავს ასეთი საქონლის გაყიდვას სავაჭრო ობიექტის მიერ, იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება სავაჭრო ობიექტი, ან იმ ქვეყანაში ან ქვეყნებში, რომელშიც სავაჭრო ობიექტმა გაყიდა ან შესთავაზა სავარაუდო კონტრაფაქტული საქონლის გაყიდვა. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მისაღები მტკიცებულება შეიძლება მოიცავდეს რეგისტრაციის ნომრებს ან სამთავრობო დაწესებულების მიერ გაცემული რეგისტრაციის სერთიფიკატების ასლებს.
-
ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელის ხელმოწერილი ჩვენება (ან, თუ ინტელქტუალური საკუთრების უფლების მფლობელი არის კომპანია, ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელის უფლებამოსილი წარმომადგელის ხელმოწერილი ჩვენება), ცრუ ჩვენების მიცემისთვის პასუხისგების გათვალისწინებით, იმ იურისდიქციის კანონების თანახმად, რომლის ფარგლებშიც ჩვნებას ხელი მოეწერა, რომ: (ა) ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის გონივრული გამოკვლევის შემდეგ, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის მიერ Visa-სთვის მიწოდებული ყველა ინფორმაცია თუ მტკიცებულება არის სწორი და ზუსტი, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის ცოდნის შესაბამისად; (ბ) ინტელექტუალური საკუთრების მფლობელს უფლება არ მიუცია სავაჭრო ობიექტისთვის, გაეყიდა აღნიშნული საქონელი და ასეთი საქონლის გაყიდვა არ არის კანონით ნებადართული, შესაბამისი იურისდიქციის ფარგლებში; და (გ) სავაჭრო ობიექტის მიერ აღნიშნული საქონლის გაყიდვა ითვლება ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევად, შესაბამისი იურისდიქციის კომპეტენტური სასამართლოს მიერ. Visa არ მიიღებს განაცხადს ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის მიერ ხელმოწერილი ჩვენების გარეშე. Visa მიიღებს განაცხადებს მხოლოდ უშუალოდ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელისა ან ლიცენზირებული წარმომადგენლებისგან, რომლებიც მოქმედებენ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის სახელით; თუმცა, იმ პირობით, რომ Visa უფლებამოსილია, მოითხოვოს შესაბამისი წერილობითი მინდობილობა მინდობილი პირისგან, რომელმაც უნდა იმოქმედოს ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის სახელით.
-
ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ Visa დაიწყებს მოქმედებას სავაჭრო ობიექტის ეკვაიერი ბანკის იდენტიფიცირებისთვის, გადაუგზავნის ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის განაცხადს შესაბამის ეკვაიერს, და მიუთითებს მას, დაიწყოს გამოძიება მის სავაჭრო ობიექტზე. თუ სავაჭრო ობიექტი არ დათანხმდება, შეწყვიტოს აღნიშნული საქონლით ვაჭრობა, ან თუ სავაჭრო ობიექტი არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც დაამტკიცებს სავაჭრო ობიექტის მიერ აღნიშნული საქონლის გაყიდვის კანონიერებას, ეკვაიერმა უნდა შეწყვიტოს Visa-ს გადახდების განხორციელება სავაჭრო ობიექტისთვის.
-
თუ სავაჭრო ობიექტი წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც მხარს უჭერს სავაჭრო ობიექტის მიერ აღნიშნული საქონლის გაყიდვის კანონიერებას, ასეთი წერილობითი მტკიცებულება წარედგინება ინტელექტუალური საკუთრების მფლობელს. თუ Visa გადაწყვეტს, რომ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელსა და სავაჭრო ობიექტს შორის მიმდინარეობს დავა საქმის არსზე, სავაჭრო ობიექტის მიერ აღნიშნული საქონლის გაყიდვის კანონიერებასთან დაკავშირებით, Visa მიუთითებს ინტელექტუალური საკუთრების მფლობელს, თავისი პრეტენზიებით მიმართოს უშუალოდ ეკვაიერს და/ან სავაჭრო ობიექტს. Visa-ს გადაწყვეტილებით, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელს მოეთხოვება, დააზღვიოს და დაიცვას Visa უსაფრთხოდ, მოვაჭრის ან სხვა დაზარალებული პირების ნებისმიერი პრეტენზიისგან, მოვაჭრის მიმართ განხორციელებულ გამოძიებასა და ნებისმიერ შემდგომ მაკორექტირებელ ქმედებასთან დაკავშირებით, Visa-სა და ეკვაიერი ბანკისთვის ადვოკატის გადასახადის, ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურების ჩათვლით, რომელიც შეიძლება გაიღოს დავასთან დაკავშირებით. ნდობის შენარჩუნება ელექტრონულ გადახდებში, ინტელექტუალური საკუთრების უკანონოდ გამოყენებათან დაკავშირებით, არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ინაწილებენ Visa, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელები, სამართალდამცავი ორგანოები და ელექტრონული კომერციის სფეროში მომუშავე სხვა ორგანზაციები. Visa სერიოზულად ეკიდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევას და გააგრძელებს თანამშრომლობას დაინტერესებულ მხარეებთან, რათა დაეხმაროს უკანონო ტრანზაქციების აღკვეთაში, რომლებიც ხდება Visa-ს ქსელში.