Visa-ს დეველოპერი ცვლის პარტნიორებთან კავშირის გზას იმით, რომ ბევრი ქსელი და ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გახადა API-ების მეშვეობით. Visa-ს დეველოპერის პლატფორმა გვთავაზობს გეოლოკაციის შეტყობინებებს რეალურ დროში და მარკერებს, რითაც პირდაპირი წვდომა გაქვთ API-ების მზარდ რაოდენობასთან, ინსტრუმენტებსა და იმ მხარდაჭერასთან, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ კომერციის გაძლიერების უფრო ადვილი, სწრაფი და უსაფრთხო გზების პოვნაში. აღმოაჩინეთ გზები, თუ როგორ უნდა გაწონასწორდეს რესურსები მსოფლიოს უმსხვილესი ანგარიშსწორების ქსელში.


თანხების ტრანსფერის გამოცდილება
კვალიფიცირებულ მონაწილეებს შეუძლიათ გადარიცხონ თანხები, გააუმჯობესონ ნაღდი ფულის მოძრაობა და თავიანთი კლიენტების გამოცდილება უფრო მოხერხებული გახადონ.

ბარათი საქაღალდეში
უკეთესად ვხედავთ მონაწილე მოვაჭრეთა რეკვიზიტების განახლებულ ინფორმაციას და უკეთ ვაკონტროლებთ განმეორებით ანგარიშსწორებებს.

მოგზაურობის გამოცდილება
მხარს უჭერს უფრო უხარვეზო ანგარიშსწორებასა და ინფორმაციასთან ადვილად წვდომას, ბარათის მფლობელის ადგილმდებარეობის მიუხედავად.

ინფორმაცია მოვაჭრის შესახებ
გვაწვდის მოვაჭრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და მის ადგილმდებარეობას. ამგვარად მცირდება დახმარების სამსახურში შესული შეკითხვები და არასაჭირო უკუდარიცხვები.

ბლოგები

API-ების თეთრი წიგნის მეშვეობით ბიზნესის გაძლიერება

ღონისძიების ადგილი - სასწავლო მაგალითი

წარმოგიდგენთ Visa დეველოპერის ინფოგრაფიკას
-
ეს ვებინარები უშუალოდ ჩვენი გუნდისაგან სწავლის შანსია თქვენთვის. შეიტყვეთ, თუ სად იპოვოთ ის API-ები, რომლებიც გჭირდებათ, სად შეამოწმოთ გამოყენების სცენარი Visa-ს Developer sanbox-ში და ანგარიშსწორების პროექტიც კი დაიწყოთ.
-
Visa დეველოპერი აღგჭურვავთ გადაწყვეტათა ფართო სპექტრით, რაც ბარათის მფლობელს დაეხმარება დაიკმაყოფილოს და აისრულოს თავისი მოლოდინი და თქვენმა ბიზნესმა შეიძლება დიდი სარგებელი მიიღოს დღევანდელ სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში. შემოგვიერთდით ბარათის მფლობელთა ვებინარზე, რომელსაც მასპინძლობს Visa დეველოპერის გუნდის წარმომადგენელი ილკეი კანი.
-
შეუერთდით Visa-ს დეველოპერსა და BeMyApp-ს ჰაკათონის გამარჯვებულთა რიგში ჩადგომით და შეიტყვეთ, თუ როგორ დახვეწოთ თქვენი ტექნიკა, ააშენოთ უფრო სწრაფად, აღმოაჩინოთ საუკეთესო მეთოდები სწრაფი დიზაინისა და პროტოტიპირებისათვის, მიიღოთ სასარგებლო რჩევები ყველაზე უფრო ეფექტური სადემონსტრაციო ჩვენების შესაქმნელად, რომელიც ჟიურის ძალიან უყვარს. ეს ვებინარი მათთვისაა, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ მოიგოს ჰაკათონი!