მიიღეთ ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან თქვენს Visa ბარათზე
რას ემსახურება მოცემული სერვისი?
სწრაფი გადარიცხვები Visa ბარათზე მოგცემთ ფულადი გზავნილების მომენტალურად მიღების შესაძლებლობას.
როგორ ვისარგებლოთ სერვისით?
ნაბიჯი 1: თქვენი ბარათის ნომრის 16 ციფრის გაზიარება
მხოლოდ ეს არის საჭირო თქვენს ბარათზე ფულადი გზავნილის მისაღებად. ბარათის ნომრის გაზიარება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის უსაფრთხოა.
! გაითვალისწინეთ, რომ ფულადი გზავნილის მისაღებად თქვენი ბარათის ნომრის გაზიარებისას, არასოდეს გათქვათ PIN კოდი, ბარათის ვადის გასვლის თარიღი ან CVV2 კოდი.
ნაბიჯი 2: დაელოდეთ გადმორიცხვას
ფულადი გზავნილი ბარათზე თითქმის მომენტალურად დაირიცხება.
დღეს ბანკების უმრავლესობა, Visa-ს საგადასახადო სისტემის ფარგლებში, თითქმის მომენტალურად გვაძლევს ფულადი გზავნილების გადარიცხვის შესაძლებლობას. თუ თქვენთვის გადმორიცხული თანხის სწრაფად მიღება მნიშვნელოვანია, ჩარიცხვის დრო დააზუსტეთ ბანკთან. გაითვალისწინეთ, რომ ტრანზაქცია განხორციელებული უნდა იყოს Visa ბარათებზე სწრაფი გადარიცხვის სერვისით.
ძირითადი შეკითხვები
-
სწრაფი გადარიცხვები წარმოადგენს სერვისს, რომელიც უზრუნველყოფს Visa ბარათების მფლობელებისთვის ფულადი გზავნილების გადარიცხვას სწრაფად და მარტივად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თანხის გადასარიცხად, საკმარისია იცოდეთ მიმღების ბარათის ნომრის 16 ციფრი.
-
ბანკები თავად ადგენენ საკომისიოს ფულად გადარიცხვებზე. შესაბამისად, დეტალური ინფორმაცია საკომისიოს შესახებ მოიძიეთ ბანკის ვებ-გვერდზე, თქვენს პირად ანგარიშზე.
-
სერვისით სარგებლობის პირობების მიხედვით, გადარიცხვისთვის საჭიროა მაქსიმუმ 30 წუთი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, თანხა მიმღების ანგარიშზე მომენტალურად ისახება.
-
ფულადი გზავნილი შესაძლებელია გამოიგზავნოს ნებისმიერ ვალუტაში. Visa ბარათზე ფულის გადარიცხვისას, ანგარიშზე თანხა ავტომატურად ირიცხება მიმღებ ბარათზე მითითებულ ვალუტაში.
-
Visa ბარათებზე სწრაფი გადარიცხვების სერვისი ხელმისაწვდომია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისით ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სერვისი ხელმისაწვდომია, როცა რომელიმე მათგანში იმყოფებით.*
-
თუ გამგზავნის ბანკში ხელმისაწვდომია Visa ბარათებზე სწრაფი გადარიცხვების სერვისი, მაშინ თავისუფლად შეძლებთ Visa ბარათზე ფულადი გზავნილის მიღებას, იმის მიუხედავად, თუ რომელი ბანკის მიერ არის გაცემული გამგზავნის ბარათი.
-
შესაძლოა თქვენს ბანკში ჯერ კიდე არ იყოს ხელმისაწვდომი სერვისი. შეამოწმეთ ინფორმაცია „ფულადი გადარიცხვების“ მენიუში. ასევე შეგიძლიათ გადარიცხოთ ფული თქვენი Visa ბართით ნებისმიერი სხვა ბანკის საშუალებით, რომელშიც ხელმისაწვდომია სერვისი.
-
Visa ბარათებზე სწრაფი გადარიცხვების სერვისი უზრუნველყოფს ფულადი გზავნილების გადარიცხვას მხოლოდ Visa ბარათიდან Visa ბარათზე. ზოგიერთ ბანკში ხელმისაწვდომია ფულადი გადარიცხვა სხვადასხვა გადახდის სისტემების ბარათებს შორის. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თქვენი ბანკის ვებ-გვერდზე.
-
თითოეულ შემთხვევაში საკომისიოს რაოდენობა განსაზღვრულია გადარიცხვის სერვისის მომწოდებელი ბანკის მიერ. საკომისიოების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ბანკის ვებ-გვერდზე.
-
სერვისის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს თქვენი ბანკის ვებ-გვერდზე.
-
ისარგებლეთ Visa ბარათებზე სწრაფი გადარიცხვების სერვისით ონლაინ ან უახლოესი გადახდის ტერმინალის საშუალებით.
-
გადარიცხვისთვის საჭიროა მიმღები Visa ბარათის ნომრის 16 ციფრი, რომელზეც გზავნილი უნდა დაირიცხოს.
-
Visa ბარათის ასაღებად, ბანკის ნებისმიერ ფილიალში უნდა შეავსოთ საჭირო აპლიკაცია. გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
უსაფრთხოება
-
Visa უზრუნველყოფს თქვენი ბარათით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციის საიმედო დაცვას და თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, გადაცემული ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგსა და დაშიფვრას.
-
Visa ბარათის ნომრის გაზიარება Visa-ს სწრაფი გადარიცხვის სერვისით სარგებლობის დროს სრულიად უსაფრთხოა. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გათქვათ თქვენი ბარათის ისეთი მონაცემები, როგორიცაა PIN კოდი და CVV/CVC2. აღნიშნული მონაცემები უზრუნველყოფს წვდომას თქვენს პირად ანგარიშზე და გაძლევთ თანხის გამოტანის ან გადარიცხვის შესაძლებლობას.
-
არასოდეს გაუზიაროთ სხვებს თქვენი Visa ბარათის PIN კოდი და CVV/CVC2, რადგან ეს მონაცემები უზრუნველყოფს წვდომას თქვენს პირად ანგარიშზე და გაძლევთ თანხის გამოტანის ან გადარიცხვის შესაძლებლობას.
-
თუ შემთხვევით შეცდომით შეიყვანთ ბარათის ნომრის 16 ციფრს, გადარიცხვა ვერ განხორციელდება, რადგან ნომრის შესაბამისი ბარათი არ იარსებებს. თითოეული ბარათის ნომერი შეიცავს დამატებით ციფრს, რომელიც უზრუნველყოფს შეცდომის იდენტიფიცირებას.