DragonPass — ახალი პროვაიდერი Visa პრემიუმ ბარათების ბიზნეს ლაუნჯებისთვის
ახალი ბიზნეს ლაუნჯები Visa-სა და DragonPass-თან ერთად
Visa განაგრძობს საუკეთესო ციფრული გამოცდილების შეთავაზებას პრემიუმ ბარათების მფლობელებისთვის DRAGONPASS-სთან - ლაუნჯების სერვისის პროვაიდერთან ერთად. მომხმარებელი აეროპორტის ლაუნჯებზე წვდომას ციფრული საწევროს მეშვეობით იღებს Visa Airport Companion აპლიკაციაში, რომლის ჩამოტვირთვაც AppStore-დან ან Play Market-დან არის შესაძლებელი.
თავის ახალ პარტნიორ DragonPass-თან ერთად, Visa აგრძელებს Visa პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაღალი კლასის აეროპორტის ლაუნჯებზე წვდომის უზრუნველყოფას.
ბიზნეს ლაუნჯებზე წვდომა საჩუქრად DragonPass პროგრამის ფარგლებში Visa Platinum, Visa Signature და Visa Infinite პრემიუმ ბარათებით!*
2024 წლის 1 ოქტომბრიდან DRAGONPASS უზრუნველყოფს 1200-ზე მეტი აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯის მომსახურებას.
ლაუნჯის ბენეფიტებით სარგებლობისთვის, Visa Premium ბარათის მფლობელმა უნდა ჩამოტვირთოს Visa Airport Companion აპლიკაცია და დაარეგისტრიროს საკუთარი Visa Premium ბარათი.
აეროპორტის ლაუნჯებში შესასვლელად საჭიროა ციფრული საწევრო, რომელიც Visa premium ბარათის მფლობელებს Visa Airport Companion აპლიკაციაში რეგისტრაციისთანავე მიეწოდებათ. შესაბამისად, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან, ახალი სისტემის ფარგლებში, Visa premium ბარათის მფლობელები განახლებული ვიზიტების რაოდენობით ისარგებლებენ:
Visa პრემიუმ ბარათის მფლობელები ლაუნჯებით სარგებლობას შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტამდე 35 დღის განმავლობაში ბარათით მინიმუმ 1500 ლარის ტრანზაქციას განახორციელებენ. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, Visa Platinum ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ლაუნჯებით სარგებლობა წელიწადში 6-ჯერ (დღეში 1 ვიზიტი), Visa Signature ბარათის მფლობელებს - 10-ჯერ, ხოლო Visa Infinite ბარათის მფლობელებს - შეუზღუდავი რაოდენობით.
გაითვალისწინეთ, რომ თუ Visa Platinum და Visa Signature ბარათების მფლობელებმა ლაუნჯში ვიზიტამდე 35 დღით ადრე 5000 ლარის ტრანზაქცია განახორციელეს, ისინი ლაუნჯში შეუზღუდავი რაოდენობის ვიზიტებით ისარგებლებენ.
ლაუნჯში ყოველი ვიზიტის წინ სისტემა ავტომატურად ამოწმებს განხორციელებული გადახდების ოდენობას და განსაზღვრავს ვიზიტების რაოდენობას.
ლაუნჯში ვიზიტამდე, ლაუნჯში დარჩენილი ვიზიტების შესახებ ინფორმაციის შემოწმება ასევე შესაძლებელია Visa Airport Companion-ის აპლიკაციაში.
შეთავაზების გააქტიურება
3. მოძებნეთ სასურველი ლაუნჯი და დააჭირეთ Walk-in ღილაკს
4. ციფრული წვდომის მისაღებად დააჭირეთ Membership ღილაკს
ლაუნჯ ზონაში შესასვლელად, წარუდგინეთ თქვენი ციფრული საწევრო ფრონტ-დესკთან ლაუნჯში შესვლისას ან უჩვენეთ QR კოდი ლაუნჯის თანამშრომლებს და განიტვირთეთ გაფრენამდე!
კითხვები და პასუხები DragonPass პროგრამის შესახებ
-
-
2024 წლის 1 ოქტომბრიდან Visa Airport Companion (VAC) უზრუნველყოფს წვდომას პროგრამაში მონაწილე აეროპორტის ლაუნჯებზე შემდეგი ბარათების მფლობელებისთვის:
- Visa Platinum
- Visa Platinum Business
- Visa Signature
- Visa Signature Business
- Visa Infinite
-
-
აპლიკაციის Explore ნაწილში, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ხელმისაწვდომი ლაუნჯები სასურველი ქვეყნისა და აეროპორტის შერჩევით. მთავარი გვერდი ასევე შეიცავს სწრაფ ბმულს, რომელიც გადაგიყვანთ ლაუნჯების ჩამონათვალზე.
-
-
დიახ, თქვენ შეგიძლიათ ლაუნჯში სტუმრებთან ერთად შესვლა. სტუმრები თქვენი რეისით უნდა მგზავრობდნენ. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის უფასო სტუმრის ვიზიტი, შეგიძლიათ მოიწვიოთ სტუმარი/ები და გადაიხადოთ $32 ერთ ადამიანზე ერთი ვიზიტისას. თანხა პირდაპირ ჩამოგეჭრებათ თქვენი დარეგისტრირებული Visa ბარათიდან.
-
-
თუ ლაუნჯში თავისუფალი ადგილი აღარ არის, თქვენ ვერ შეძლებთ შესვლას. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ VAC აპლიკაციით და შეამოწმოთ სხვა ლაუნჯები.
-
-
თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ How it Works სექცია აპლიკაციის Membership სექციაში და ნახოთ რამდენ უფასო ვიზიტს მოიცავს თქვენი საწევრო. ამის ნახვა შესაძლებელია როგორც მთავარ გვერდზე, ისე Membership სექციაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბენეფიტები შეიძლება განსხვავდებოდეს ბარათის მფლობელების მიხედვით, ამიტომ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, უმჯობესი იქნება თუ აპლიკაციაში გადაამოწმებთ.
-
-
2024 წლის 1 ოქტომბრიდან, თქვენი Priority Pass ან LoungeKey საწევროები აღარ იმოქმედებს. ლაუნჯებზე წვდომის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ Visa Airport Companion აპლიკაციაში.
-
-
საწევროს დეტალების ნახვა შესაძლებელია აპლიკაციის Membership სექციაშია, რომელიც მენიუს ქვედა ნაწილშია მოთავსებული.
ციფრული საწევროს დეტალები (ლაუნჯის ვიზიტები) წარმოდგენილია როგორც მთავარ, ისე Membership სექციებში. -
-
წარუდგინეთ თქვენი საწევროს QR კოდი ლაუნჯის თანამშრომელს. თუ ვიზიტები ხელმისაწვდომია, ავტომატურად ჩამოგაკლდებათ ხელმისაწვდომი რაოდენობიდან. თუ არცერთი უფასო ვიზიტი არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამის Visa ბარათზე ჩამოგეჭრებათ $32. საწევროს QR კოდის გახსნა შესაძლებელია აპლიკაციის მთავარ გვერდზე Membership ღილაკის საშუალებით.
-
-
Visa Airport Companion წარმოადგენს სრულიად ციფრულ აპლიკაციას. თქვენ შეძლებთ ლაუნჯში შესვლას მობილური აპლიკაციის საშუალებით თქვენი საწევროს QR კოდის წარდგენით.
-
-
თუ გაქვთ დარეგისტირების პრობლემა, დაუკავშირდით მომხმარებელთა დახმარების ცენტრს რეგისტრაციის გვერდზე Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით. თუ გაქვთ აპლიკაციაში ანგარიშზე შესვლის პრობლემა, ისარგებლეთ Forgot Password ფუნქციით. თუ კვლავ ვერ შეძლებთ შესვლას, უნდა დაუკავშირდეთ მომხმარებელთა დახმარების ცენტრს login-ის გვერდზე Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით.
-
-
2-დან 4 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ უფასოდ ეწვიონ ბიზნეს ლაუნჯების უმრავლესობას.
-
-
ლაუნჯში ყოფნის დრო განისაზღვრება თითოული ლაუნჯის წესების მიხედვით. ძირითადად - არაუმეტეს 3-4 საათისა.
-
-
2026 წლის 30 სექტემბრამდე. მოცემული თარიღის შემდეგ, პროგრამის პირობები შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს.