უძრავი ქონების პლატფორმა area.ge და Visa პარტნიორები გახდნენ. პარტნიორობის ფარგლებში მრავალი საინტერესო სიახლე იგეგმება, რომლის მიზანი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი სერვისების უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებაა.
უძრავი ქონების შეძენის ან მასთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობისას საქართველოში ნაღდი ანგარიშსწორება დღემდე ყველაზე პოპულარული ფორმაა. Visa-სა და area.ge-ს ერთობლივი მიზანია, ქართველ მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, რომ ამ სერვისებით ისარგებლონ ონლაინ და თან შეასრულონ უნაღდო ანგარიშსწორება ბარიერების გარეშე.
area.ge-ზე თავმოყრილია ისეთი სერვისები, როგორიც არის უძრავი ქონების შეფასება, ფოტოგადაღება და 3D ვიზუალიზაცია, დასუფთავება და სხვა. სერვისით სარგებლობის მსურველს შეუძლია მარტივად შეარჩიოს მისთვის საჭირო მომსახურება და ონლაინ გადაიხადოს საფასური. მიმდინარე აქციით კი, Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი ამ სერვისებზე 15% ფასდაკლებას მიიღებს.