-
იშოპინგეთ გამორჩეულად თქვენს Visa ბარათთან ერთად!
ექსკლუზიური ფასდაკლებები, პრივილეგიები და წვდომა VIP ზონებზე The Bicester Collection-ის სოფლებში Visa ბარათებთან ერთად
Bicester Collection აერთიანებს 12 გამორჩეულ შოპინგ-ლოკაციას ევროპაში, ჩინეთსა და აშშ-ში. Bicester Collection მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და შოპინგის დაუვიწყარი გამოცდილებით.
ეს სავაჭრო სოფლები მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე ცნობილი ქალაქის მახლობლად მდებარეობს: ლონდონი, პარიზი, მილანი, ბარსელონა, მადრიდი, დუბლინი, ბრიუსელი, მიუნხენი, ფრანკფურტი, შანხაი, სუჭოუ და ნიუ-იორკი.
ერთად ისინი 1500 ბუტიკს მასპინძლობენ. Bicester Collection სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოში ცნობილი მოდისა და ცხოვრების სტილის ბრენდების, სახელგანთქმული რესტორნების, საინტერესო pop-up პროექტებისა და შემოქმედებითი ხელოვნების ინსტალაციების მუდმივად განახლებად არჩევანს სთავაზობს.
თქვენი Visa ბარათებით გადახდისას, შეგიძლიათ ისარგებლოთ:
- ფასდაკლებებით მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ბუტიკებში;
- Hands-Free შოპინგის სერვისით;
- წვდომით კერძო VIP ლაუნჯზე The Apartment;
- მარტივი რეგისტრაციით Tax Free შოპინგზე (Global Blue).
10%-იანი ფასდაკლება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ბუტიკებში
10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობისთვის, ჩამოტვირთეთ თქვენი VIP საშვი იმ სოფლის არჩევით, რომლის ვიზიტსაც გეგმავთ, დაამატეთ QR კოდი თქვენს ციფრულ საფულეში და წარადგინეთ ის მონაწილე ბუტიკებსა და რესტორნებში.
ჩამოტვირთეთ თქვენი VIP საშვი აქ:
გაითვალისწინეთ:
- მოქმედებს მხოლოდ თქვენი ვიზიტის დღეს.
- ფასდაკლება გააქტიურდება უშუალოდ გადახდისას, Visa ბარათის წარდგენის შემდეგ.
- შეთავაზებით სარგებლობა შეუძლებელია ბუტიკის სხვა აქციებთან ერთად.
- ხელმისაწვდომია Visa Classic, Gold, Platinum, Signature და Infinite ბარათების მფლობელებისთვის.
Hands-Free შოპინგის სერვისი
Hands-Free შოპინგის სერვისი საშუალებას გაძლევთ, იშოპინგოთ მაქსიმალური კომფორტით: კონსიერჟის ასისტენტები ერთად მოუყრიან თავს თქვენს ყველა შენაძენს, რათა დღის ბოლოს მათი აღება ერთი ადგილიდან შეძლოთ.
სერვისით სარგებლობისთვის:
- სოფელში ჩასვლისთანავე წარუდგინეთ თქვენი VIP საშვი კონსიერჟ სერვისს.
- გადახდისას წარადგინეთ QR კოდი და დატოვეთ თქვენი სავაჭრო ჩანთები ბუტიკის ასისტენტებთან.
- სოფლიდან გასვლამდე 30 წუთით ადრე დარეკეთ კონსიერჟის სერვისის მიერ მოწოდებულ ნომერზე, რათა თქვენ მიერ არჩეულ ადგილას მიაკითხოთ თქვენს შენაძენებს.
გაითვალისწინეთ:
- სერვისი საშუალებას გაძლევთ, დღის ნებისმიერ დროს დატოვოთ შენაძენები.
- შოპინგის დასრულების შემდეგ, ყველა შენაძენის აღება შესაძლებელია ერთი ადგილიდან. ასევე შესაძლებელია მათი მიტანა თქვენს მანქანასთან/ტაქსთან/სასტუმროში (ადგილმდებარეობის მიხედვით).
- სერვისი კომპლემენტარულია Visa Signature / Infinite ბარათების მფლობელებისთვის.
წვდომა კერძო Village Lounge-ზე - The Apartment
The Apartment წარმოადგენს კერძო ლაუნჯის სივრცეს განტვირთვისთვის, პრემიუმ პერსონალიზებული მომსახურებით.
The Apartment-ში შესვლის დასაჯავშნად, გაგზავნეთ ელ.წერილი დაგეგმილ ვიზიტამდე სულ მცირე 48 საათით ადრე, ქვემოთ მოცემული სტუმრების მომსახურების ელ.ფოსტის მისამართების გამოყენებით:
- B Bicester Village:
[email protected] - Kildare Village:
[email protected] - La Vallée Village:
[email protected] - Wertheim Village:
[email protected] - Ingolstadt Village:
[email protected] - Maasmechelen Village:
[email protected] - Fidenza Village:
[email protected] - La Roca Village:
[email protected] - Las Rozas Village:
[email protected]
გაითვალისწინეთ:
- The appartment წარმოადგენს კერძო ზონას, რომელზეც წვდომის მიღება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი მოთხოვნით.
- მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს მინიმუმ 48 საათით ადრე; შეზღუდული რაოდენობის გამო, მოთხოვნა შეიძლება უარყოფილი იყოს კონსიერჟის მიერ.
- შესვლა შესაძლებელია მხოლოდ Visa Infinite ბარათის მფლობელებისთვის.
Tax Refund (Global Blue)
მიიღეთ 17%-მდე ფასდაკლება და ისარგებლეთ Tax Refund სერვისით Global Blue-ს პარტნიორ მერჩანტებთან. მთლიანი თანხა უნდა აღემატებოდეს 100.01 ევროს.
გამარტივებული Tax Free მომსახურების მისაღებად, Visa ბარათის მფლობელებმა უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი Visa ბარათი ქვემოთ მოცემული ბმულის ან საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და ირლანდიაში მდებარე The Bicester Collection-ის სავაჭრო სოფლებში ფლაერის QR კოდის დასკანირების საშუალებით ონლაინ ფორმის შევსებით.
რეგისტრაციის შემდეგ, ბარათის მფლობელები მიიღებენ ბარკოდს ბუტიკებში გამოსაყენებლად. Tax Free ფორმის ავტომატურად შესავსებად, თანხის გადახდის ბარკოდი უნდა დასკანერდეს.
ქვეყნის დატოვებისას უნდა შეივსოს საბაჟოს დასტურის ფორმა, რის შემდეგაც დაბრუნებული თანხა ჩაირიცხება რეგისტრირებულ Visa ბარათზე.
რეგისტრაციის ბმული: