უკრაინა და უკრაინელები სიმამაცის ნამდვილ სიმბოლოებად იქცნენ და მთელ მსოფლიოში შთააგონებენ ხალხს, რომ გაერთიანდნენ და დაეხმარონ უკრაინელებს ბრძოლაში. განზე არც Visa დგას.
ციფრული გადახდების გლობალური ლიდერის Visa-ს მხარდაჭერითა და უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების საინფორმაციო დახმარებით, ამოქმედდა სავაჭრო პლატფორმა “შექმნილია სიმამაცით”.
ეს სავაჭრო პლატფორმა საშუალებას აძლევს ხალხს მთელ მსოფლიოში, გაიგონ მეტი ავთენტური უკრაინული კულტურის შესახებ და საუკეთესო უკრაინელი მწარმოებლებისა და ოსტატების ნამუშევრების შეძენით, დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესებს. მყიდველები სხვადასხვა ქვეყნებიდან დაეხმარებიან უკრაინულ ბიზნესს, არა მხოლოდ გადარჩენაში, არამედ განვითარებასა და მასშტაბების გაზრდაში.
სავაჭრო პლატფორმა გთავაზობთ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებს: ტანისამოსი. ფეხსაცმელი, აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ნივთები, კოსმეტიკა და სასმელ-საჭმელიც კი, რომელთა შენახვა შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში და მათი უსაფრთხო მიწოდება შესაძლებელია მსოფლიოს გარშემო.
ამასთან, თითოეული შენაძენი სავაჭრო პლატფორმაზე, უკრაინის ქალაქების აღდგენაში შეტანილი პირდაპირი წვლილია.
სავაჭრო პლატფორმა თითოეული შენაძენის 5%-ს გადასცემს ფონდების მოზიდვის პლატფორმას - United24. ამ პლატფორმის სპეციალური კომისია თანხას გადაურიცხავს უკრაინის აღდგენის იმ პერიოდისთვის რელევანტურ პროგრამებს. გადაიხადეთ თქვენი შენაძენის საფასური Visa ბარათით და შენაძენის საფასურის დამატებით 5%-ი გადაერიცხება United24-ს, ქვეყნის დასახმარებლად და აღსადგენად. ასე რომ, Visa ბარათთან ერთად შოპინგისას, თითოეული შენაძენის 10% უკრაინის აღსადგენად გადაირიცხება.
“შექმნილია სიმამაცით” შეკვეთებს გზავნის მსოფლიოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ გაუგზავნოთ საჩუქრები მეგობრებს, კოლეგებს ან ნათესავებს სხვა ქვეყნებში.
ქვეყნების სია, სადაც მიწოდების სერვისი ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
შეძენილი საქონლის მიწოდებას ახორციელებს ეროვნული საფოსტო ოპერატორი Ukrposhta. კონკრეტულ ქვეყანაში მიწოდების დრო განისაზღვრება საფოსტო ოპერატორის წესების მიხედვით. დეტალებისთვის ეწვიეთ Ukrposhta-ს ვებ-გვერდს.