Visa მხარს უჭერს მცირე ბიზნესების ინოვაციურ განვითარებას. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სფეროს მხარდაჭერა. შედეგად, განათლების მიღებისა და საბარათე გადახდების წახალისების მიზნით, Visa და Edupay ელექტრონული კომერციის მიმართულებით გაერთიანდნენ.
ერთობლივი აქციის ფარგლებში, Edupay-ის პარტნიორ სასწავლებლებში, www.edupay.ge-დან ნებისმიერი Visa ბარათით სწავლის საფასურის დაფარვა, 0%-იანი საკომისიოთია შესაძლებელი.
Edupay პირველი ტექნოლოგიური სტარტაპია ქართულ ბაზარზე, რომელიც სკოლებს, უნივერსიტეტებსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ფასიან სასწავლებლებს - ჩარიცხვების მართვას, ხოლო მშობლებსა და სტუდენტებს სწავლის გადასახადის დაფარვას უმარტივებს.
Edupay-ის უნიკალური პლატფორმა ავტომატიზაციის გზით აგვარებს ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ინოვაციური პროდუქტი, რომელსაც ედუფეის გუნდი ქმნის, არა მხოლოდ აუმჯობესებს საგანმანათლებლო სფეროში ფინანსური პროცესების მენეჯმენტს, არამედ ელექტრონული კომერციის მიმართულებითაც მნიშნელოვანი სიახლეა.