• საზღვარგარეთ შოპინგი Visa-თ: Tax Refund სწრაფად

იშოპინგეთ Tax-Free სწრაფად და მარტივად Visa-სა და Global Blue-სთან ერთად

მიიღეთ თქვენი VAT Refund Global Blue-ს მეშვეობით პირდაპირ თქვენს Visa ბარათზე - სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად.

ნებისმიერი Visa ბარათების მფლობელებისთვის:

  • დარეგისტრირდით Global Blue-ს პროგრამაზე მოცემული ბმულის საშუალებით და აირჩიეთ თქვენი Visa ბარათი, როგორც თანხის დაბრუნების მეთოდი;
  • იშოპინგეთ Global Blue-ს ლოგოს მქონე მაღაზიებში და გადახდისას, მოითხოვეთ Global Blue-ის Tax Free სერვისი;
  • ფორმის შევსებისას წარმოადგინეთ თქვენი პასპორტი ან შტრიხკოდი აპლიკაციიდან ან ვებგვერდიდან;
  • გამგზავრებისას მიიღეთ საბაჟოს ბეჭედი, რომელიც დაამოწმებს თქვენს Tax Free ფორმას;
  • დამოწმებული Tax Free ფორმები გაუგზავნეთ Global Blue-ს;
  • ფორმის ვალიდაციის შემდეგ, თვალყური ადევნეთ თქვენს Visa ბარათზე თანხის დაბრუნების სტატუსს აპლიკაციაში.

როგორც წესი, დაბრუნებული თანხა თქვენს Visa ბარათზე დოკუმენტების დადასტურებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.

დამატებითი ბენეფიტები Visa Infinite ბარათის მფლობელებისთვის (2026 წლის მაისამდე):

  • უფასო წვდომა Global Blue VIP ლაუნჯებზე საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში (პარიზი, მილანი, რომი, ფლორენცია, ბარსელონა, მადრიდი, მარბელა).
  • პრიორიტეტული წვდომა Fast Lanes-ზე მილანისა და რომის აეროპორტებში.

პირობები:

  • Visa Infinite-ის ბენეფიტები ძალაშია 2026 წლის 31 მაისამდე.
  • ლაუნჯზე წვდომა დამოკიდებულია ტევადობაზე.
  • შესასვლელად უბრალოდ წარადგინეთ თქვენი Visa Infinite ბარათი.

იმოგზაურეთ და იშოპინგეთ უფრო მეტი Visa-სა და Global Blue-სთან ერთად.