ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებებით Jumeirah Hotels & Resort-ის სასტუმროებში, რესტორნებსა და სპაში Visa ბარათებთან ერთად

Visa ბარათების მფლობელებს შეუძლიათ გაატარონ თავიანთი შვებულება Jumeirah Hotels & Resorts-ში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ბაჰრეინში, ქუვეითში, ომანში, მალდივებზე, ბალიზე, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და ჩინეთში.

დაჯავშნეთ სასტუმროს ნომრები Visa ბარათით და მიიღეთ 20%-მდე ფასდაკლება Jumeirah Hotels & Resorts-ში.

როგორ ისარგებლოთ შეთავაზებით:

  • საცხოვრებელზე ფასდაკლების მისაღებად, დაჯავშნეთ ნომერი ვებ-გვერდზე https://www.jumeirah.com/en/offers/global-offers/visa-offers ან დაუკავშირდით რეზერვაციის ცენტრალურ ოფისს ადგილობრივ უფასო ნომერზე.
  • შეთავაზებით სარგებლობისთვის, ნომერი დაჯავშნული უნდა იყოს Visa ბარათის მფლობელის სახელზე და ადგილზე ჩასვლისას და გადახდისას უნდა წარმოადგინოთ თქვენი Visa ბარათი და პირადობის მოწმობა.

შეთავაზების წესები და პირობები:

  • ნომერი უნდა დაიჯავშნოს მოგზაურობის დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათით ადრე.
  • ტარიფების გადახდა ხდება ადგილობრივ ვალუტაში, ადგილობრივი გადასახადებისა და მომსახურების საფასურის ჩათვლით.
  • შეთავაზებით სარგებლობისთვის ზოგიერთი სასტუმროს შემთხვევაში აუცილებელია დააკმაყოფილოთ სასტუმროში დარჩენის მინიმალური დღეების რაოდენობა.
  • გარკვეული ნომრებისა და თარიღების შემთხვევაში, შეთავაზებაზე შეიძლება ვრცელდებოდეს გარკვეული შეზღუდვები.
  • შეთავაზებით სარგებლობა შეუძლებელია სხვა შეთავაზებებთან, ფასდაკლებებთან და აქციებთან ერთად და არ ვრცელდება სასაჩუქრე სერთიფიკატებზე.
  • თუ Visa ბარათი რაიმე მიზეზით მიუწვდომელია სასტუმროდან check-out-ის დროს, სტუმრები გადაიხდიან სრულ ღირებულებას ფასდაკლების გარეშე.
  • ყველა სტუმარმა უნდა წარმოადგინოს ორიგინალი მოქმედი პირადობის მოწმობა (პასპორტი ან ეროვნული პირადობის მოწმობა), რომლის სკანირება შესაძლებელია სასტუმროში რეგისტრაციის დროს.
  • ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლებელია სტუმრების მიერ გადასახადის გაყოფისა და სხვადასხვა ბარათებით გადახდის შემთხვევაში.
  • შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ახალ ჯავშნებზე და ექვემდებარება ხელმისაწვდომობას.
  • სრული ვიზიტის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს მოქმედი Visa სადებეტო ან საკრედიტო ბარათით.
  • შეთავაზებაზე ვრცელდება სტანდარტული გაუქმების პოლიტიკა.
  • Wild Wadi WaterparkTM-ზე წვდომა მხოლოდ დუბაის სტუმრებისთვისაა ხელმისაწვდომი.
  • ამ შეთავაზებით სარგებლობით, Visa ბარათის მფლობელებს შეუძლიათ დააგროვონ Jumeirah One ქულები.
  • სასტუმროს სტუმრებმა თანხა უნდა გადაიხადონ ადგილზე და არა check-out-ის დროს.
  • Jumeirah Hotels & Resorts იტოვებს უფლებას შეცვალოს წესები და პირობები წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

კანონით მოთხოვნის შემთხვევაში, შეთავაზება შეიძლება იყოს ბათილად ცნობილი, დაბეგრილი ან შეზღუდული. მყიდველმა უნდა გადაიხადოს ყველა მოქმედი გადასახადი და მოსაკრებელი. შეთავაზების გამყიდველი პასუხისმგებელია მხოლოდ შეთავაზების შესრულებაზე. პროგრამის პროვაიდერი იტოვებს უფლებას შეცვალოს ან გააუქმოს რომელიმე ან ყველა მოცემული შეთავაზება ნებისმიერ დროს და წინასწარ გაფრთხილების გარეშე.

ნომრებზე ფასდაკლების გარდა, Visa ბარათების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური პირობებით Jumeirah Hotels & Resorts-ის რესტორნებსა და სპაში.
შეთავაზებები ვრცელდება ნებისმიერ Visa ბარათზე 2024 წლის 30 სექტემბრამდე.