1. საერთო პირობები
1.1. კამპანიის „მოკუმოკუ - ‘Off The Record’ ახალი ალბომის პრეზენტაციის ბილეთები“ ჩასატარებელი წინამდებარე წესები (შემდგომში “წესები”) განსაზღვრავს კამპანიაში მონაწილეობის მიღების პირობებს და მისი ჩატარების ვადებს, ადგენს საჩუქრების სახეობას და მის რაოდენობას, გამარჯვებულების გამოვლენის წესს, საჩუქრების გაცემის ვადებს, ადგილსა და წესს.
1.2. კამპანიაში მონაწილეობა უფასოა. „მოკუმოკუ - ‘Off The Record’ ახალი ალბომის პრეზენტაციის ბილეთები“ არ წარმოადგენს ლატარეას, ტოტალიზატორს ან სხვა მომგებიან თამაშობას, რომელიც საჭიროებს ლიცენზიის მიღებას.
1.3. „მოკუმოკუ - ‘Off The Record’ ახალი ალბომის პრეზენტაციის ბილეთები“ კამპანიის ორგანიზატორს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სააჩი ენდ სააჩი (საიდენტიფიკაციო კოდი: 406049057), იურიდიული პირი, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (შემდგომში წოდებული – “ორგანიზატორი”). კამპანიის ორგანიზების, ასევე მისი ჩატარების კონტროლის განხორციელების და მომხმარებლების დაჯილდოების მიზნით, ორგანიზატორს აქვს მესამე პირების მოწვევის უფლება. ორგანიზატორის მისამართი და ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. თბილისი, გორგასალის ქ. 97, კორპ 1, ბინა 6. ფაქტიური მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, პეტრიაშვილის ქ #23.
1.4. კამპანიის „მოკუმოკუ - ‘Off The Record’ ახალი ალბომის პრეზენტაციის ბილეთები“ ინიციატორს წარმოადგენს კორპორაცია ვიზა ინტერნეშნლ სერვის ასსოსიეიშნ, მეტრო სენტ ბულვარ 900, ფოსტერ სითი, კალიფორნია 94404, აშშ
1.5. კამპანიის ჩატარების ტერიტორია – საქართველო (შემდგომში წოდებული “საქართველო”)
1.6. კამპანიის ჩატარების პერიოდი (შემდგომში–“კამპანიის ჩატარების პერიოდი”) მოიცავს პერიოდს 2023 წლის 1 მარტიდან, 2023 წლის 2 მარტის ჩათვლით.
1.7 კამპანიის გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება 1-ლი (პირველი) მარტის საღამოს, ხოლო გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ მას შემდეგ რაც ისინი დათანხმდებიან პრიზის მიღებას.
1.8. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს დაამატოს და/ან შეცვალოს, საპრიზო ფონდი და კამპანიის ჩატარების პირობები, ასევე შეწყვიტოს, შეაჩეროს, შეცვალოს კამპანიის ჩატარება მთლიანად ან ნაწილობრივ, თავისი შეხედულებისამებრ შეატყობინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული საშუალებით. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია განთავსდება Visa საქართველოს ოფიციალურ Instagram გვერდზე - https://www.instagram.com/visa_georgia/
2. კამპანიის მონაწილეები
2.1. კამპანიაში მონაწილეობა შესაძლებელია მიიღოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, შეუსრულდა 18 წელი და გვევლინება სოციალური ქსელის Instagram-ის რეგისტრირებულ მომხმარებლად (შემდგომში–“მონაწილე”).
2.2. კამპანიის ყველა მონაწილეს:
- უფლება აქვს თავი შეიკავოს კამპანიაში ჩართულობისგან;
- არ აქვს უფლება გადასცეს და/ან სხვა ნებისმერი საშუალებით დაუთმოს თავისი უფლებები, დაკავშირებული კამპანიაში მონაწილეობასთან მესამე პირს (პირებს);
- შესაძლებელია მიიღონ მხოლოდ 1 პრიზი.
3. კამპანიაში მონაწილეობის პირობები
3.1. კამპანია მოიცავს ერთ კონკურსს და მათში მონაწილეობისათვის სოციალურ ქსელ Instagram-ზე დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა უნდა გამოიწეროს Visa საქართველოს ოფიციალური Instagram გვერდი. 1 (პირველ) მარტს დღის განმავლობაში Visa საქართველოს ოფიციალურ Instagram სთორიზე გამოქვეყნდება ხუთი კითხვა სავარაუდო პასუხებით ბენდ მოკუმოკუს შესახებ. კონკურსში მონაწილეობისთვის მომხმარებელმა უნდა უპასუხოს ხუთივე შეკითხვას.
4. კამპანიის საპრიზო ფონდი
4.1.კამპანიის საპრიზო ფონდს თითოეული გამარჯვებულისთვის წარმოადგენს ორი ბილეთი მოკუმოკუს ახალი ალბომის ‘Off The Record’ პრეზენტაციაზე. გამარჯვებულად გამოცხადდება პირველი ხუთი ადამიანი, რომელიც სწორად გასცემს პასუხს ხუთივე შეკითხვას.
4.2. კამპანიის ფარგლებში კამპანიის მონაწილეს აქვს მხოლოდ 1 პრიზის მიღების უფლება;
4.3. საჩუქრის შეცვლა მისი ღირებულების ექვივალენტური ოდენობის თანხის გადახდის გზით არ ხორციელდება.
5. პრიზების გაცემის/მიღების პირობები, წესი და ვადები
5.1. კამპანიაში მონაწილე ხუთი პირი, რომელიც წინამდებარე წესებისა და პირობების თანახმად, პირველი გასცემს სწორ პასუხს Instagram სთორიზე დამატებულ ხუთივე შეკითხვას, გამოცხადდება გამარჯვებულად.
ჟიური, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულებს, შედგება შემდეგი პირებისგან:
- მაკა მაჭავარიანი (პ/ნ 35001031227)
- ლევან გიგილაშვილი (პ/ნ 01008050062)
- ანა ლაშთა (პ/ნ 036398520, უკრაინა)
კონკურსის შედეგი გამოცხადდება Instagram stories საშუალებით, 1 (პირველ) მარტს.
5.2. ორგანიზატორი შეატყობინებს კამპანიაში მონაწილე პირს მისთვის განკუთვნილი პრიზის შესახებ და ათანხმებს მასთან პრიზის მიღების პროცედურას, Instagram –ის გვერდზე პირადი შეტყობინების გზით, და მოითხოვს პრიზის გადაცემისათვის აუცილებელ ინფორმაციას/დოკუმენტაციას.
5.3. იმ შემთხვევაში თუ 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში, ორგანიზატორი ვერ შეძლებს კამპანიის მონაწილესთან დაკავშირებას, ან კამპანიის მონაწილე 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინების მიღებიდან არ წარმოადგენს აუცილებელ ინფორმაციას, ან თუ კამპანიის მონაწილე უარს აცხადებს პრიზის მიღებაზე ან არ პასუხობს შეტყობინებას ორგანიზატორზე დამოუკიდებელი მიზეზების გამო, აქციის ასეთი მონაწილე კარგავს პრიზის მიღების უფლებას. ასეთ შემთხვევაში, პრიზი რჩება ორგანიზატორის საკუთრებაში.
5.4. მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ ინფორმაციაში მითითებული პირადი მონაცემები, უნდა დაემთხვეს მის პირად მონაცემებს რომელიც მითითებული აქვს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში.
5.5. კამპანიის მონაწილისთვის პრიზების გადაცემა ხორციელდება გამარჯვებულის გამოვლენიდან 1 (ერთი) დღის განმავლობაში.
5.6. პირის იდენტიფიკაციისათვის, რომელმაც მოიგო პრიზი და პრიზის მიღების უფლებების დადასტურების მიზნით, კამპანიის მონაწილემ უნდა წარუდგინოს ორგანიზატორს დოკუმენტის ორიგინალი და/ან ასლი, რომელიც ადასტურებს მის პირადობას. იმ შემთხვევაში თუ მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები იწვევს ეჭვს, სანდოობის ან ორიგინალობის თვალსაზრისით, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეამოწმოს შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან, და შედეგების მიღებამდე არ გასცეს პრიზები. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზატორი დაადგენს ყალბი და/ან არასათანადო დოკუმენტების, ინფორმაციის ან ცნობების წარმოდგენის ან კამპანიის პირობების დარღვევის ფაქტს, პრიზების გადაცემა არ მოხდება.
5.7. კამპანიის მონაწილეები ვალდებულნი არიან შეავსონ და ხელი მოაწერონ ყველა აუცილებელ დოკუმენტს, რომელიც წარმოდგენილია ორგანიზატორის მიერ პრიზების მიღება/გაცემისათვის.
5.8. პრიზის გადაცემა ხდება ორგანიზატორის მიერ დამატებით დადგენილ ვადაში, რომლის შესახებაც პირდაპირ ეცნობება მონაწილეს, რომელსაც აქვს პრიზის მიღების უფლება. დაყოვნების შემთხვევაში, ორგანიზატორი აცნობებს გამარჯვებულს დაგვიანების შესახებ.
5.9. პრიზის გადაცემა განხორციელდება შემდეგნაირად: ღონისძიების ბილეთები გაეგზავნება ელექტრონული ფორმით Instagram-ის პირადი შეტყობინების სახით.
5.10. პრიზის მიღებისათვის, 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში, მოგებასთან დაკავშირებული Instagram გვერდის საშუალებით წერილობითი შეტყობინების მიღებიდან კამპანიის მონაწილემ უნდა დაადასტუროს თავისი თანხმობა პრიზის მიღების თაობაზე, შეატყობინოს აუცილებელი ინფორმაცია/ მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი ქალაქი) და გადააგზავნოს მონაწილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. ორგანიზატორს აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია პრიზის გადაცემისათვის. ყველა ხარჯი, დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაციის გაფორმებასთან, სრულდება კამპანიის მონაწილის მიერ.
5.11. პრიზი გადაეცემა კამპანიის მონაწილეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ. იმ შემთხვევაში თუ კამპანიის მონაწილე რაიმე მიზეზით ვერ შესძლებს თვითონ მიიღოს მინიჭებული პრიზი, მაშინ სხვა პირი უფლებამოსილია მის მაგივრად მიიღოს ეს პრიზი, მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის და მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენის შემთხვევაში.
5.12. ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მონაწილის მგზავრობასთან საცხოვრებელი ადგილიდან პრიზის გადაცემის ადგილამდე და უკან, ეკისრება მთლიანად მონაწილეს. მითითებულ ხარჯებს ორგანიზატორი არ ანაზღაურებს და არ ახდენს მის კომპენსაციას.
5.13. ყველა პრეტენზია პრიზებთან დაკავშირებით წარდგენილ უნდა იქნას აქციის მონაწილის მიერ მოგებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისთანავე. სადაო საკითხების წარმოშობისას, კამპანიის ჩატარებასთან და პრიზის მიღებასთან დაკავშირებით, ორგანიზატორის გადაწყვეტილება საბოლოოა.
5.14. საკუთრების უფლება პრიზზე გადადის მონაწილეზე, პრიზის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში, თანახმად პირობებისა, რომელიც მოცემულია წინამდებარე წესების 5.11 პუნქტში. ამ მომენტიდან ორგანიზატორს არ ეკისრება პასუხისმგებლობა რისკზე, რომელიც დაკავშირებულია პრიზის დაკარგვასთან, მის ფლობასთან, გამოყენებასთან და განკარგვასთან.
6. სხვა პირობები
6.1. წინამდებარე წესების მიხედვით კამპანიაში მონაწილეობის მიღებისას, მონაწილე ადასტურებს თავის თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. იგულისხმება პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა, გამოყენება და პერსონალური მონაცემების გავრცელება კამპანიის ჩატარების და პრიზის გადაცემის მიზნებისათვის, ასევე სარეკლამო და სხვა მიზნებისათვის, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ, სახელის, გვარის, მონაწილის გამოსახულების უფასო გამოყენება, ინტერვიუ ან სხვა მასალები მასზე სარეკლამო/მარკეტინგული მიზნით, მათ შორის, პუბლიკაციის უფლება (ასევე მისი სახელით) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ნებისმიერ ბეჭდურ, აუდიო და ვიდეო მასალებში, ინტერვიუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ამის კომპენსირება არ ხდება ორგანიზატორის და/ან მესამე პირის მიერ. ორგანიზატორი გამოიყენებს პირადი მონაცემების დაცვის აუცილებელ ზომებს, არასანქცირებული გამჟღავნების წინააღმდეგ. მონაწილეს აქვს უფლება საკუთარ მონაცემებზე წვდომის და/ან მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია თუ რა მიზნებისთვის იყენებს ან გამოიყენებოდა მისი მონაცემები. მონაწილეთა მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ინფორმაცია, მათ შორის პირადი მონაცემები, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ორგანიზატორის, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სარეკლამო მიზნებისათვის, მონაწილეთა დამატებითი თანხმობის გარეშე და ყოველგვარი ანაზღაურების გადახდის გარეშე.
6.2. ორგანიზატორი იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას გადაიხადოს ყველა სავალდებულო გადასახადი პრიზებზე, გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობის მიერ.
6. 3 ორგანიზატორს არ ეკისრება პასუხისმგებლობა:
6.3.1 როცა კამპანიის მონაწილეები ვერ ეცნობიან წინამდებარე წესებს;
6.3.2 ვალდებულებების შეუსრულებლობა ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში მონაწილეთა მხრიდან, გათვალისწინებული წინამდებარე წესებით;
6.3.3 პერსონალური მონაცემების, საკონტაქტო და სხვა ინფორმაციის სისწორე, სიზუსტე და სანდოობა, რომელსაც კამპანიის მონაწილეები წარუდგენენ ორგანიზატორებს, ხოლო ორგანიზატორებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, როცა ისინი ვერ უკავშირდებიან მონაწილეებს მითითებულ მონაცემებზე, პრიზების გადაცემის მიზნით;
6.3.4 მოგებული მონაწილეების უარი პრიზებზე, პრიზების მიღებისა და ვერ მიღებაზე ნებისმიერი მიზეზით, რომელიც წარმოიქმნა მონაწილის ბრალეულობით;
6.3.5 მონაწილეთა სიცოცხლეზე, მორალურ და/ან ფსიქიურ ტრავმებზე, მათ კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
6.3.6 საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაუძლეველი გარემოებების არსებობის შემთხვევაში–ისეთი როგორიცაა სტიქიური უბედურება, ხანძარი, წყალდიდობა, საომარი მოქმედებები ნებისმიერი სახის, ბლოკადა, არსებითი ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც მოქმედებს კამპანიის ჩატარების ტერიტორიაზე, სხვა გარემოებები, რომელიც არ ექვემდებარება კამპანიის ორგანიზატორის კონტროლს, თუ ეს გარემოებები ეწინააღმდეგება ვალდებულებების შესრულებას;
6.3.7 პრიზის გამოყენებას მისი მიღების შემდგომ და/ან როცა კამპანიის მონაწილეს არ შეუძლია პრიზის გამოყენება რაიმე მიზეზით;
6.3.8 ფოსტის ქმედებაზე. იმ შემთხვევაში თუ პრიზი, გაგზავნილი მონაწილისთვის, დაიკარგა/დაზიანდა გადაგზავნის დროს, მონაწილის და/ან სხვა პირის პრეტენზიები უპირობოდ უნდა გადაგზავნილ იქნას ფოსტაში, რომელიც ახორციელებდა გადაზიდვას.
6.4. რაიმე სახის შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში, არასათანადო გააზრება, ცდომილება ან ნებისმიერი სხვა სადაო სიტუაცია, რომელიც ეხება მთლიანად აქციას ან მის ნებისმიერი ნაწილს და/ან წინამდებარე წესებს, კამპანიის ორგანიზატორის გადაწყვეტილება არის საბოლოო და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
6.5. პირი, რომელსაც აქვს მონაწილეობის სურვილი და მონაწილე კისრულობენ პერსონალურ პასუხისმგებლობას მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის და ცნობების სისწორეზე.
6.6. ნებისმიერი და ყოველგვარი დახმარება, აღმოჩენილი მესამე პირის მიერ მონაწილისადმი კამპანიის ჩატარების დროს, არ ანიჭებს მესამე პირს რაიმე უფლებებს, კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მათ შორის უფლება მოითხოვოს ორგანიზატორისაგან წარმოადგინოს უფლებები და/ან შეასრულოს ვალდებულებები.
6.7. ორგანიზატორს აქვს უფლება განახორციელოს ფოტო ან ვიდეო გადაღება, კამპანიის მონაწილის მიერ პრიზის მიღებასთან დაკავშირებით და მონაწილესთან შეთანხმებით/მონაწილის თანხმობით, გამოაქვეყნოს მითითებული მასალები საკუთარ ვებგვერდზე და რომელიმე საჯარო რესურსში, კამპანიაში მონაწილისათვის ანაზღაურების გადახდის გარეშე.
6.8. ორგანიზატორს არ ეკისრება რაიმე ხარჯი და პასუხისმგებლობა ნებისმიერ დამაბრკოლებელ გარემოებაზე, რომელიც წინააღმდგეობას ქმნის, რათა მონაწილემ მიიღოს პრიზი, აგრეთვე გარემოებაზე რომელიც წარმოიშვა ორგანიზატორისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
6.9. კამპანიის წესები გამოქვეყნებული იქნება ვებ გვერდზე www.visa.com.ge
6.10. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, კამპანიის ინიციატორი კომპანია Visa Inc. და მასთან აფილირებული ნებისმიერი პირი არ წარმოადგენს ორგანიზატორს. ისინი არ მონაწილეობენ კამპანიის ჩატარებასა, გამარჯვებულის გამოვლენისა და პრიზების გადაცემის პროცესში და ისინი პასუხს არ აგებენ ორგანიზატორის მიერ წინამდებარე წესების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე და არ აგებენ პასუხს კამპანიის მონაწილეთა პრეტენზიებზე.