მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში ჩვენს Instagram გვერდზე და მოიპოვეთ შანსი მოიგოთ Instax Mini 12 ფოტოაპარატი

შეთავაზება აღარ არის ხელმისაწვდომი. იხილეთ მიმდინარე შეთავაზებები Visa-სგან

საჩუქრების გაცემა ძალიან სასიამოვნოა, მათი მიღება - კიდევ უფრო უკეთესი!

ჩაერთეთ Visa-ს კონკურსში, მოიგეთ ფოტოაპარატი Fujifilm Instax Mini 12, ორი 10 ცალიანი ფირით და აღბეჭდეთ ახალი წლის საუკეთესო მომენტები.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

  1. უნდა ფლობდეთ Instagram-ის ღია პერსონალურ ანგარიშს, რომლის ნახვაც ყველას შეეძლება.
  2. კონკურსის განმავლობაში ამ ანგარიშით უნდა გამოიწეროთ Visa-ს Instagram გვერდი (@visa_georgia)
  3. კონკურსის პოსტის ქვეშ უნდა დაწეროთ კომენტარი, სადაც მოცემული იქნება 3 იდეა, თუ როგორ აპირებთ დღესასწაულების აღნიშვნას და უნდა მონიშნოთ მეგობარი, ვისთან ერთადაც გსურთ თქვენი გეგმების განხორციელება.
  4. კონკურსში გათვალისწინებული იქნება ერთი მონაწილის ერთი კომენტარი.
  5. კონკურსის დრო, თქვენი ანგარიში უნდა იყოს ღია, რომ ვიხილოთ სთორებში თქვენი მონიშვნა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ 18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე კონკურსის პერიოდში საქართველოში მცხოვრებ უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

კონკურსის გამარჯვებულები (მთავარი და რეზერვი) გამოვლინდებიან 2023 წლის 29 დეკემბერს Instagram Live-ში,Visa-ს Instagram გვერდზე (@visa_georgia), Randomizer სერვისით კონკურსის იმ მონაწილეთა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რომელთაც დააკმაყოფილეს ყველა პირობა.