Skip to content
  • She’s Next პროგრამა
  • ვისთვის არის ეს პროგრამა განკუთვნილი?
  • მონაწილეობის პირობები
  • ვებინარების განრიგი

#She’s Next საგანმანათლებლო ონლაინ პროგრამა

ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa, ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან ერთად „ქალები მომავლისთვის“ @women4tomorrow, იწყებს #She'sNext ონლაინ საგანმანათლებლო კურსს ქართველი მეწარმე ქალებისა და მცირე ბიზნესის მფლობელთათვის! #She’sNext-ის ოთხ საგანმანათლებლო  ვებინარზე წარმატებული ქალები, სფეროს  ექსპერტები და სამოტივაციო სპიკერები გაგაცნობენ ბიზნესის განვითარების ახალ მიდგომებს, მოგცემენ პრაქტიკულ რჩევებს თქვენი მიმდინარე პროექტების გაფართოებისა და ახალი ბიზნესის წამოსაწყებად. 

ბიზნეს სტრატეგიების დასახვა, ეფექტიანი მართვა, კრიზისთან გამკლავება, ბიზნესში ქალის ლიდერობის განვითარება და წარმატებული მოლაპარაკებების უნარი - ეს ის თემებია, რომლის შესახებაც ჩვენი ვებინარებიდან შეიტყობთ. შემოგვიერთდით და შეიძინეთ ახალი უნარები თქვენი ბიზნესის განსავითარებლად!


პირველი ვებინარი, „ლიდერობის ძალა: როგორ იქმნება ქალთა ლიდერობა და რა უნარებია საჭირო ლიდერად ჩამოყალიბებისთვის“, გაიმართება ორშაბათს, 2020 წლის 7 სექტემბერს.

#She’sNext-ის თითოეული ვებინარი მოიცავს შთამაგონებელ ონლაინ შეხვედრას წარმატებულ ქალ მეწარმეებთან, რომლებმაც შექმნეს და განავითარეს თავიანთი ბიზნესი. ისინი გაგიზიარებენ ისტორიებს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოგცემენ პრაქტიკულ რჩევებს, განიხილავენ მათ წინაშე წარმოქმნილ გამოწვევებს, მიდგომებს, უნარებსა და პრინციპებს, რომლებიც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარა.


ვისთვის არის ეს პროგრამა განკუთვნილი?

#She'sNext ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამაზე დასწრება შეუძლია ყველა მსურველს. ვებინარები ორიენტირებულია მცირე ბიზნესის მფლობელებსა და მენეჯერებზე, მეწარმეებსა და ქალ მენეჯერებზე, რომელთაც სურთ განავითარონ საკუთარი ბიზნესი და გააუმჯობესონ მართვის მიდგომები. პროგრამა ასევე განკუთვნილია მათთვის, ვინც ახლა გეგმავს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას.


მონაწილეობის პირობები

ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამაში #She'sNext მონაწილეობისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: http://bit.do/shesnextgeorgia

პროგრამის ფარგლებში თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ:

  • 4 უფასო, ინტერაქტიული, პრაქტიკული და მხოლოდ რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული ვებინარი წარმატებულ ქალ ლიდერებთან და სფეროს ექსპერტებთან;
  • რჩევები წარმატებული ქალი მეწარმეებისგან, სადაც ისინი ისაუბრებენ საკუთარი ბიზნესის განვითარების გზაზე, არსებულ მთავარ გამოწვევებზე და გაგიზიარებენ თავიანთი წარმატების ისტორიას;
  • ვებინარების ვიდეო ჩანაწერებსა და მასალებზე წვდომა;
  • პასუხები ვებინარის მომხსენებლებისგან თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე;
  • წვდომა მეწარმე ქალთა ჯგუფზე #She’s Next სოციალურ ქსელში;
  • ტრენინგის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი.


#She’sNext საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა და ფორმატი

  • 4 ონლაინ ვებინარი 2020 წლის 7-28 სექტემბრის პერიოდში;
  • თითოეული ვებინარის ხანგრძლივობა: 2 საათი (წარმატებულ მეწარმე ქალებთან დიალოგისა და კითხვა-პასუხის სესიის ჩათვლით);
  • ვებინარები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება ZOOM– ის საშუალებით;
  • პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით, ჩვენ გამოგიგზავნით დეტალებს და თითოეული ვებინარის ბმულს, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.


ვებინარების განრიგი

11.00 - 13.00

ვებინარი 1: ლიდერობის ძალა: როგორ იქმნება ქალთა ლიდერობა და რა უნარებია საჭირო ლიდერად ჩამოყალიბებისთვის.

მომხსენებლები: 


  • ნინა კობახიძე, ბიზნეს ლიდერების ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ საბჭოს თავმჯდომარე;
  • კრისტინა დოროში, Visa–ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში;
  • ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

მოდერატორი: ეკატერინე ხელაძე, W4T-ის აღმასრულებელი ასისტენტი


  • ლიდერად ჩამოყალიბების ძირითადი გზები;
  • ლიდერად ჩამოყალიბების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • პიროვნული ზრდისა და განვითარების მნიშვნელობა ლიდერობასთან მიმართებაში;
  • როგორ ვისწავლოთ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, წარმატებასა და გამოწვევებზე და ვიყოთ კიდევ უფრო მოტივირებული სამომავლოდ;
  • რეკომენდაციები და პრაქტიკული რჩევები სტუმრისგან.

11.00 - 13.00

ვებინარი 2: ადამიანის როგორც პიროვნებისა და ბიზნეს ლიდერის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები.

მომხსენებლები:


  • ირმა დაუშვილი, DIO- ს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;
  • თინათინ რუხაძე, გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანიის ”ACT” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;

მოდერატორი: ეკატერინე ხელაძე, W4T- ის აღმასრულებელი ასისტენტი

ძირითადი თემები:


  • კავშირი პიროვნებისა და ბიზნეს ლიდერის განვითარებას შორის; 
  • პიროვნული და პროფესიული ზრდისა და განვითარების მნიშვნელობა ბიზნეს ლიდერობასთან მიმართებაში;
  • რა ძირითადი საზომები გვჭირდება წარმატების მისაღწევად და გამოწვევების შესაფასებლად;
  • როგორ ვიპოვოთ გზა არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
  • როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია და როგორ გავავრცელოთ პოზიტიური დამოკიდებულება გუნდში;
  • 5 რჩევა ბიზნეს ლიდერად ჩამოყალიბებისთვის.

11.00 - 13.00

ვებინარი 3: ბიზნესის მართვა კრიზისის დროს.

მომხსენებლები: 


  • ნატალია თოლორაია, „ნატალი ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;
  • თამარ კერძაია, ევროპული უნივერსიტეტის რექტორი.

მოდერატორი: ეკატერინე ხელაძე, W4T- ის აღმასრულებელი ასისტენტი.


  • რას ნიშნავს კრიზისის მართვა ბიზნესში?
  • როგორ და როდის უნდა შეიქმნას კრიზისის მართვის გეგმა?
  • ბიზნესის მომზადება კრიზისისთვის - რას გულისხმობს კრიზისის მართვის გეგმა და რატომ არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი კომპონენტი ბიზნესის განვითარებისთვის?
  • კრიზისის მართვის სტრატეგია ბიზნესში - რა მნიშვნელოვანი ფაზები უნდა მოვიცვათ კრიზისის მართვის სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

11.00 - 13.00

ვებინარი 4: წარმატებული მოლაპარაკება: ძირითადი სტრატეგიები და უნარები.

მომხსენებლები: რუსუდან თელია, ACT Global-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ქეთევან ქვარცხავა, BLC საადვოკატო ბიუროს პარტნიორი 

მოდერატორი: ეკატერინე ხელაძე, W4T-ის აღმასრულებელი ასისტენტი

ძირითადი თემები:


  • მოლაპარაკება - როგორც ბიზნესის წარმატების საწინდარი;
  • პრაქტიკული უნარ-ჩვევების, ტაქტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა წარმატებული მოლაპარაკების წარმოებისათვის;
  • წარმატებული მოლაპარაკების ფაზები;
  • პრაქტიკული რჩევები და გამოცდილების გაზიარება სპიკერისგან.

English
ქართული