25 წლის ისტორიის მქონე თბილისის ჯაზ ფესტივალს წელს როგორც ყოველთვის მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავები სტუმრობდნენ:
- 5 გრემის მფლობელი, ჯაზის გამორჩეული შემსრულებელი Dianna Reeves და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი
- მისტიური პროექტი Crosscurrents Trio, რომელიც ჯაზის სამ ლეგენდას აერთიანებს ბასისტი Dave Holland, საქსოფონისტი Chris Potter და პერკუსიონისტი Zakir Hussain
- მსოფლიო კრიტიკოსების მიერ 21 საუკუნის ჯაზმენად წოდებული Vijay Iyer და მისი საოცარი ტრიო