სპეციალური Visa სერვისი ხელმისაწვდომია Visa Platinum, Visa Signature, Visa Infinite, Visa Platinum Business და Visa Signature Business ბარათებისთვის შემდეგ სადაზღვევო შემთხვევებში:
რომელი Visa ბარათები გთავაზობთ სადაზღვევო მომსახურებას?




როდის შედის დაზღვევა ძალაში?
საზღვარგარეთ მოგზაურობისას
თქვენი დაზღვევა ძალაში შევა ავტომატურად, თუ მოგზაურობამდე თქვენ:
- გადაიხადეთ ორმხრივი მგზავრობის ბილეთებისთვის თქვენი Visa პრემიუმ ბარათით
- დაჯავშნეთ საცხოვრებელი ადგილი და გადაიხადეთ თქვენი Visa პრემიუმ ბარათით მოგზაურობის დაწყებამდე
- მოგზაურობის დაწყებამდე Visa პრემიუმ ბარათით გადაიხადეთ, როგორც ბილეთების, ასევე საცხოვრებელი ადგილის ღირებულება
მუდმივი ბინადრობის ქვეყანაში თქვენი დაზღვევა ავტომატურად დაიწყებს მოქმედებას, თუ მოგზაურობამდე:
- Visa პრემიუმ ბარათით, წინასწარ დაჯავშნეთ საცხოვრებელი ადგილი მინიმუმ 2 ღამით, თქვენი სახლიდან არანაკლებ 100 კმ-ის დაშორებაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: იმისათვის, რომ თქვენი დაზღვევა ამოქმედდეს, უნდა გადაიხადოთ ტრანსპორტის და / ან საცხოვრებელი ადგილისთვის Visa პრემიუმ ბარათით (ამ შემთხვევაში, სახელი თქვენს ბარათზე უნდა ემთხვეოდეს სახელს თქვენს ბილეთებზე და / ან საცხოვრებლის ჯავშანზე).
როგორ არის დაზღვეული COVID-19?
ინფიცირების შემთხვევაში, თქვენ უნდა აცნობოთ სადაზღვევო კომპანიას. ამ შემთხვევაში, სამედიცინო ხარჯებს გადაიხდით თქვენ, ხოლო კომპენსაციის მოთხოვნით მიმართავთ თქვენს მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ. ეს სადაზღვევო მოვლენა ჩაითვლება ჩვეულებრივ სამედიცინო შემთხვევად.
თუ თქვენ წინასწარ დაგეგმეთ და გადაიხადეთ თქვენი მოგზაურობისთვის, ან გადახდის ხელშეკრულება გაქვთ, მაგრამ მოულოდნელად COVID-19–ით დაავადდით, თქვენი მოგზაურობა გაუქმდა და ექიმმა იძულებით კარანტინში გადაგიყვანათ, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მოგზაურობის გაუქმების დაზღვევის დაფარვა. თქვენი მოთხოვნის განსახილველად, სადაზღვევო კომპანიას უნდა მიაწოდოთ დიაგნოზის დამადასტურებელი ოფიციალური სამედიცინო დოკუმენტები.
დაზღვევის უპირატესობები
- დაზღვევა მთელი ოჯახისთვის. თუ ოჯახთან ერთად მოგზაურობთ, ისინიც დაზღვეული იქნებიან (მეუღლე და შვილები).
- დაზღვევა მოქმედებს თქვენს საცხოვრებელ ქვეყანასა და საზღვარგარეთ.
- 50–ზე მეტი სპორტის სახეობის დაზღვევა.
- შენაძენის უსაფრთხოების დაზღვევა ზიანისგან ან ქურდობისგან.
- მაღალი სადაზღვევო ლიმიტი. მაქსიმალური თანხა, რომლის მიღებაც შეგიძლიათ სადაზღვევო მოვლენის შემთხვევაში, არის 2,5 მილიონი აშშ დოლარი თქვენი Visa Infinite ბარათის საშუალებით, 750 ათასი აშშ დოლარი Visa Signature, 500 ათასი აშშ დოლარი Visa Platinum Business ბარათებისთვის და 500 ათასი აშშ დოლარი Visa Signature Business ბარათებისთვის.
დაზღვევის ზოგადი წესები და პირობები
გთხოვთ, დაზღვევის სერტიფიკატი შეავსოთ მოგზაურობის დაწყებამდე, რადგან შეიძლება მოგთხოვონ მისი წარდგენა საბაჟო კონტროლზე.
ხანგრძლივობა: 90 დღე ყოველი მოგზაურობისას, თუმცა, არა უმეტეს 183 დღისა წელიწადში. თუ მოგზაურობა 90 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, ის მთლიანად დაუზღვეველი იქნება.
თქვენი დაზღვევა ძალაში შედის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის დატოვებისას და მთავრდება დაბრუნებისთანავე.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სამედიცინო სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა?
1. პირველ რიგში, აცნობეთ ინციდენტის შესახებ:
ა) Visa კონსიერჟს ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის საშუალებით:
ბ) ან დარეკეთ საერთაშორისო SOS ნომერზე: +380444993975 / +74959376453 / +442087628373
გ) მიწერეთ წერილი [email protected]
2. მიუთითეთ მონაცემები, რომლებითაც სადაზღვევო კომპანია მოახდენს თქვენს იდენტიფიცირებას:
- Სახელი გვარი
- თქვენი ბარათის პირველი 9 ციფრი
- ფინანსური და ადგილობრივი საკონტაქტო ნომერი
3. თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანია აფიქსირებს განაცხადს და გადასცემს მორიგე ექიმს.
4. ექიმი გიკავშირდებათ და გაძლევთ რეკომენდაციებს, თუ რა უნდა გააკეთოთ და რომელ კლინიკაში მიხვიდეთ.
5. ამ დროს, სადაზღვევო კომპანია უკავშირდება კლინიკას, პროცესების გასაკონტროლებლად.
6. ზიანის ანაზღაურების მიზნით, შეინახეთ ყველა ქვითარი, ბილეთი და უბედური შემთხვევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ბარათის მფლობელები გასწევენ ყველა ხარჯს საკუთარი ფინანსებით, სადაზღვევო კომპანიას კი ანაზღაურება შეუძლია, მხოლოდ კომპენსაციის შესახებ განცხადების განხილვის შემდეგ. ბარათის მფლობელის მიერ მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გაწეული სამედიცინო ხარჯები არ ანაზღაურდება სადაზღვევო მომსახურებით.
კითხვები და პასუხები
-
CHUBB არის მსოფლიოში უმსხვილესი ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევის კომპანია. 15 წელზე მეტია კომპანია ოპერირებს ბაზარზე.
54 ქვეყანაში წარმოდგენილი CHUBB გთავაზობთ:
- ქონების დაზღვევას
- პასუხისმგებლობის დაზღვევას იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის
- პირადი უბედური შემთხვევის დაზღვევას
- სამედიცინო დაზღვევას
- გადაზღვევას
- სხვადასხვა მომხმარებელთა ჯგუფების სიცოცხლის დაზღვევას.
მისი სათაო ოფისი მდებარეობს უორენში, ნიუ ჯერსი, აშშ.
-
თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპენსაციისათვის, თუ თქვენი მოგზაურობა გაუქმდა ან წინასწარ შეიზღუდა იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა:
- ბარათის მფლობელის ან მისი ახლო ნათესავის მოულოდნელი ავადმყოფობა, დაშავება ან გარდაცვალება.
- ინფიცირებული პირის სავალდებულო კარანტინი (პერსონალური კარანტინი, ვიდრე ზოგადი სიტუაცია ქვეყანაში)
- ორსულობის გართულებები აქამდე არსებული ისტორიის შედეგად (თუ ისინი არ წარმოიშვა მგზავრობის დაჯავშნამდე).
ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს მხოლოდ არანაზღაურებად მგზავრობის ხარჯებს.
რას არ მოიცავს დაზღვევა:
- აეროპორტის ანაზღაურებად გადასახადებს, მოსაკრებლებსა და გადასახადების ხარჯებს
- მგზავრობის გაუქმებას ადრე არსებული დაავადების გამო
- მოგზაურობის ხარჯებს მილების, ბონუსების, ქულებისა და სხვა საშუალებებით
- მოგზაურობის გაუქმებას პასპორტის არქონის ან ვადაგასული პასპორტის ან ვიზის გამო
-
ფრენის დაყოვნებისთვის კომპენსაციის მიღების პირობები:
- თქვენი ფრენა გადაიდო 4 საათით ან მეტით.
- თქვენ ჩექინი გაიარეთ ფრენისთვის.
- თქვენ გაქვთ ავიაკომპანიის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფრენის დაყოვნებას.
-
ბარგის დაყოვნებისთვის კომპენსაციის მიღების პირობები:
- თქვენმა ბარგმა დაიგვიანა 4 საათით ან მეტით.
- თქვენ გაქვთ ავიაკომპანიის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ბარგის დაყოვნებას.
რას არ მოიცავს დაზღვევა:
- დაკარგვას საბაჟო ან სხვა ორგანოების მიერ შეფერხების, კონფისკაციის ან დაკავების შედეგად
- მოთხოვნებს თქვენს ბარგთან დაკავშირებით, რომელიც გადაიტანეს როგორც ტვირთი ან როგორც ზედნადებშია მითითებული
-
გამოტოვებული ფრენის კომპენსაციის მიღების პირობები:
თქვენ დააგვიანეთ გამგზავრების ადგილას იმის გამო, რომ
⇾ მანქანა, რომლითაც მგზავრობდით, გაფუჭდა ან ავარიაში მოხვდა
⇾ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც გამოიყენეთ, გრაფიკს ჩამორჩათქვენ უნდა წარმოადგინოთ:
⇾ ბარათის მფლობელის მიერ გაწეული ყველა დამატებითი ხარჯის დამადასტურებელი საბუთი
⇾ ოფიციალური წერილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალური შეფერხების შესახებ
⇾ უბედური შემთხვევის მოწმობა- თქვენ უნდა გამოყოთ გონივრული დრო, გამგზავრების ადგილას დროულად მისასვლელად.
-
გამოტოვებული სატრანზიტო ფრენის კომპენსაციის მიღების პირობები:
- თქვენ გამოტოვეთ დადასტურებული მომდევნო რეისი დამაკავშირებელ წერტილში.
- თქვენ უნდა წარმოადგინოთ ავიაკომპანიის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ პირველი ფრენის დაგვიანებულ გამგზავრებას ან ჩამოსვლას.
- თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მოხვდეთ თქვენს შემდეგ ფრენაზე; თქვენ უნდა გამოყოთ (სულ ცოტა) 2 საათი დაგეგმილი ფრენის ჩამოსვლის დრომდე.
-
თქვენი მოგზაურობები დაზღვეული არ არის, თუ
- თქვენ მოგზაურობთ ექიმის რჩევის საწინააღმდეგოდ
- თქვენ მოგზაურობთ სამედიცინო მკურნალობისთვის / კონსულტაციისთვის
- გაქვთ არა დიაგნოზირებული სიმპტომები, რომლებიც საჭიროებს შემდგომ მკურნალობას / გამოკვლევას.
- მგზავრობის დაჯავშნის დროს, თქვენ იცით მიზეზი, რამაც შეიძლება გააუქმოს ან ხელი შეუშალოს მგზავრობას
- თუ თქვენი მოგზაურობის მთავარი მიზანი სპორტული ღონისძიებებია და თქვენ მოგზაურობთ როგორც სპორტსმენი
- თუ პარტნიორი ან ბავშვი მოგზაურობს ბარათის მფლობელის გარეშე
-
თუ თქვენი მოგზაურობის მთავარი მიზანი სპორტული ღონისძიებები არ არის, თქვენ დაზღვეული იქნებით, თუ:
- გამოიყენეთ ყველა რეკომენდებული / საჭირო აღჭურვილობა თქვენი უსაფრთხოებისათვის
- შეასრულეთ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებული ყველა მოთხოვნა და უსაფრთხოების წესი
- ექიმი არაა წინააღმდეგი ჩაერთოთ მოცემულ სპორტულ აქტივობებში
- არ გაქვთ შეჯიბრი სიჩქარესა და დროში
-
Visa Platinum, Visa Signature, Visa Infinite, Visa Platinum Business და Visa Signature Business პრემიუმ ბარათების ავტომატურად დაზღვევის მისაღებად გთხოვთ გაეცნოთ ჩვენი პარტნიორი ბანკების ჩამონათვალს: https://www.visa.com.ge/ka_GE/pay-with-visa/partner-banks.html
გაიგეთ მეტი სადაზღვევო მომსახურების შესახებ და Visa პრემიუმ ბარათების სხვა უპირატესობებზე Visa ჩატბოტში.
ჩატბოტთან დაკავშირების შემთხვევაში Telegram -ში / Viber- ში თქვენ იღებთ ვირტუალურ ასისტენტს, რომელიც გაძლევთ საშუალებას:
- დაუკავშირდეთ კონსიერჟის სამსახურს, ყოველდღიური საკითხების სწრაფად და მარტივად მოსაგვარებლად
- იღებთ ინფორმაციას პრემიუმ ბარათებისთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზებების შესახებ
დაზღვევის სერტიფიკატების ჩამოტვირთვა და დაზღვევის ხელშეკრულების ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://cardholderbenefitsonline.com/
დამზღვევი: CHUBB INSURANCE SOUTH AFRICA LIMITED, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. უფლებამოსილი ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი (FSP No: 27176). 1973/008933/06 რეგისტრაცია 2007 წლის 12 ივნისი.