-
რა გავლენას ახდენს SCA თქვენს ბიზნესზე
რა არის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია (SCA)
როგორ მუშაობს SCA
SCA-ს დანერგვის შემდეგ, Visa ბარათით გადახდისას, თქვენმა მომხმარებლებმა უნდა დაადასტურონ ტრანზაქცია შემდეგ კატეგორიებში მოცემული ორი ფაქტორის საშუალებით:
- წინასწარ რეგისტრირებული მობილური ტელეფონი
- ბარათის წამკითხველი და ბარათი
- გასაღების დამაგენერირებელი მოწყობილობა
- მოწყობილობაზე გენერირებული ან მიღებული OTP
- სელფი
- თითის ანაბეჭდი
- ხმის ამოცნობა
- პინი
- პაროლი
- კითხვები, რომლებზეც პასუხს მხოლოდ გადამხდელი ფლობს.
რეგულაციის მიზანი
თაღლითობის რისკის შემცირება
გადახდის უსაფრთხოების გაუმჯობესება
მომხმარებელთა ნდობის ზრდა
თუ თქვენი ბიზნესი მზად არის SCA-სთვის, თქვენ შეძლებთ შესთავაზოთ თქვენს მომხმარებლებს სწრაფი და მარტივი გადახდები Visa ბარათით და ისარგებლოთ დანერგილი ცვლილებებით. გაიგეთ მეტი, თუ როგორ მოამზადოთ თქვენი ბიზნესი SCA-სთვის, რათა შეძლოთ Visa ბარათით გადახდის პროცესში ახალი მომხმარებლის ავთენტიფიკაციის ინტეგრირება.
როგორ მოამზადოთ თქვენი ბიზნესი SCA-ს დანერგვისთვის
როგორ მოამზადოთ თქვენი თანამშრომლები SCA-სთვის
SCA-ს წარმატებული დანერგვისთვის, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი თანამშრომლები და მომხმარებლები ფლობდნენ ცვლილებების შესახებ ინფორმაციას. იმისთვის, რომ თქვენს თანამშრომლებს გააცნოთ ცვლილებები, ჩვენ შევქმენით:
ეს უნდა დაეხმაროს თქვენს თანამშრომლებს, რომ SCA საკითხებთან დაკავშირებით თავი უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნონ. თუ მომხმარებელს SCA-სთან დაკავშირებით სპეციფიკური შეკითხვები აქვს, დარწმუნდით, რომ თქვენი პერსონალი ინფორმირებულია მომხმარებლის ემიტენტთან გადამისამართების აუცილებლობის შესახებ.
ხშირად დასმული შეკითხვები და პასუხები
-
-
SCA წარმოადგენს თქვენს ქვეყანაში ამოქმედებული ახალი კანონების ნაწილს. ამ კანონებს შემოაქვთ უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც ცნობილია როგორც ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, რათა მომხმარებლებისთვის უზრუნველყონ კიდევ უფრო უსაფრთხო ონლაინ გადახდის პროცესი. მათი მიზანია, მომხმარებლებმა და ბიზნესებმა თავი იგრძნონ დაცულად და უსაფრთხოდ Visa ბარათით გადახდის პროცესში. უსაფრთხოების ეს ზომები ეხმარება ბანკებს, უზრუნველყონ, რომ მხოლოდ Visa ბარათის ნამდვილი მფლობელი იხდის ამ ბარათით. ეს ცვლილება მოიცავს მთელს ინდუსტრიას.
-
-
მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია გაძლიერებთ თქვენ და თქვენს მომხმარებლებს, ზრდის გადახდების უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას თაღლითობისგან.
თუ თქვენი ბიზნესი მზად არის SCA-სთვის, თქვენ შეგეძლებათ შესთავაზოთ თქვენს მომხმარებლებს სწრაფი და მოსახერხებელი გადახდები Visa ბარათით. ასევე, თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ნებისმიერი ბენეფიტით, რომელიც თან ახლავს ცვლილებებს.
-
-
თქვენ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექვაირერ პარტნიორს, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ცვლილებებს ონლაინ გადახდების დასამუშავებლად, ტექნოლოგიური პერსპექტივიდან.
თქვენი მომხმარებლებისთვის მაღალი დონის ონლაინ გადახდების უზრუნველსაყოფად:
- დარწმუნდით, რომ სარგებლობთ 3-D Secure-ით (3DS) თქვენი მომხმარებლების ავთენტიფიკაციისთვის - Visa ამ სერვისს Visa Secure-ის საშუალებით გთავაზობთ. Visa Secure-ის გარეშე თქვენი მომხმარებლები ვერ შეძლებენ ონლაინ ტრანზაქციების განხორციელებას.
- 3DS2.2.0-ის მხარდაჭერა მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებისთვის. ყველა ავთენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს არანაკლებ EMV 3DS2.2.0. პროტოკოლის ვერსიის მიხედვით.
-
-
ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია წარმოადგენს გადახდების დაცვის მეთოდს, რომელიც გადახდის დასადასტურებლად ორი განსხვავებული კატეგორიის ფაქტორს იყენებს. ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია შეიძლება აერთიანებდეს ფლობის ფაქტორს (მაგალითად, მობილური ტელეფონი) და თანდაყოლილ ფაქტორს (ბიომეტრიული მონაცემები) ან ცოდნის ფაქტორს (პაროლი). დაცვის ეს დამატებით შრე მნიშვნელოვნად ამცირებს თაღლითობის რისკს.
-
-
Visa Secure წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომლითაც სარგებლობენ ბანკები გადახდების უსაფრთხოების გასაზრდელად. როდესაც მომხმარებლები ხედავენ „Visa Secure“, შეუძლიათ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ტრანზაქცია უსაფრთხოების მრავალი შრით არის დაცული.