Visa Commercial Pay. ვირტუალური B2B გადახდის გადაწყვეტების ნაკრები

გააუმჯობესეთ ფულადი სახსრების ბრუნვა და მოიცილეთ მოძველებული მექანიკური პროცედურები Visa Commercial Pay-ს მეშვეობით. ის მუშაობს ბიზნეს-ხარჯვის მიზნით გამოყენების არაერთ შემთხვევაში — იქნება ეს მიმწოდებელთა გადახდები თუ კორპორაციული მოგზაურობა და მობილური გადახდის ოფციები — შემოთავაზებული გადაწყვეტის მიზანი კომპანიებისთვის გადახდების მართვის მეთოდის გამარტივებაა.

ერთი ცენტრალური და დაცული პლატფორმის მარტივად გამოსაყენებელი ინტერფეისით Visa Commercial Pay ეხმარება კომპანიებს ოპერაციების გამართვაში, შეთანხმების ავტომატიზებასა და ვირტუალური ბარათის საგადახდო ინფორმაციის გავრცელებაში.


B2B მიმწოდებლის გადახდებისთვის

გამოცადეთ გადასახდელი ანგარიშების გაზრდილი ეფექტიანობა და გააუმჯობესეთ შესყიდვის პროცესი Visa Commercial Pay-ს მეშვეობით.

მართეთ ვირტუალური ბარათებით შესრულებული გადახდები ინტეგრირებული პლატფორმით, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვისა და ფინანსური მართვის პროცესების ავტომატიზებასა და გაციფრულებას.

როგორ უწყობს ხელს B2B მიმწოდებლის გადახდებს Visa Commercial Pay

მონაცემთა ავტომატური შესაბამება

ზრდის გადახდების შეთანხმების სიჩქარეს.

ვალის გადახდის ვადის (DPO) გახანგრძლივება

გააუმჯობესეთ ფულადი სახსრების ბრუნვის თქვენი პოზიცია ვალის გადახდის ვადის გამოყენებით.

შეამცირეთ ვალის ამოღების ვადა

გააუმჯობესეთ ურთიერთობები მიმწოდებლებისთვის თანხების უფრო სწრაფად გადახდით.

უზრუნველყავით ბარათის გამოყენების შესაბამისობა

უზრუნველყავით შესაბამისობა შესყიდვის დროს ხარჯვის მართვის საშუალებებით.

გადახდების მონაცემების ხილვადობა

Visa Commercial Pay გთავაზობთ ერთ პლატფორმას გადახდების მონაცემების უკეთესი ხილვადობისთვის.

მოახდინეთ პროცესების ავტომატიზაცია

შეამცირეთ გადახდების დამუშავების ხარჯები და დრო მექანიკური პროცედურების ავტომატიზებისა და გაციფრულების მეშვეობით.

ააჩქარეთ მიმწოდებლის B2B გადახდების გაციფრულება

დაუკავშირდით თქვენს ემიტენტს, რომ გაიგოთ მეტი, თუ როგორ შეუძლია Visa Commercial Pay-ს კორპორაციული ბარათების თქვენი პროგრამის გაუმჯობესება.