მიეცით მომუშავეებს, მცირე ბიზნესის წარმომადგენელ კლიენტებსა და მომხმარებლებს თანხებზე წვდომა უფლებამოსილი სადებეტო ბარათების მეშვეობით

დაცული

ჩვენ უზრუნველვყოფთ სწრაფ და დაცულ გადახდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მასშტაბები

გადაგზავნეთ თანხა რეალურ დროში³ გლობალურად უფლებამოსილ ბარათებზე.

მოსახერხებლობა

უზრუნველყავით პირობები მომუშავეებისთვის ანაზღაურების პერიოდებს შორის თანხებზე ან შემოსავლებზე წვდომით.


მომუშავეთა ანაზღაურებები

მიეცით მომუშავეებს თავიანთ შემოსავლებზე წვდომა ანაზღაურების პერიოდებს შორის⁴

გიგ-სივრცე

გიგ-მომუშავეებს შეუძლიათ თავიანთი ხელფასების ნაწილი სამუშოების დასრულებამდე აიღონ.

გამომუშავებულ ხელფასზე წვდომა (EWA)

Visa Direct-ის მეშვეობით მომუშავეებს შეუძლიათ თავიან შემოსავალზე წვდომა, როდესაც ის სჭირდებათ.

შტატგარეშედ მუშაობა

შტატგარეშედ მომუშავეებსა და დამოუკიდებელ კონტრაქტორებს გაწეული სამუშაოსთვის კუთვნილი ანაზღაურების მიღება უფრო სწრაფად შეუძლიათ, ვიდრე ტრადიციული პირდაპირი გადარიცხვების შემთხვევაში, როდესაც თანხის ასახვას შეიძლება დღეები დასჭირდეს.

მრავალდონიანი მარკეტინგი

პირდაპირ გამყიდველებს გამომუშავებულ შემოსავალზე სწრაფი და მარტივი წვდომის საშუალება აქვთ უფლებამოსილი ბარათების მეშვეობით.

ხელფასი

დამსაქმებლებს შეუძლიათ შეუფერხებელი ანაზღაურებების შეთავაზება გიგ-მომუშავეებისთვის.


ანაზღაურებები მცირე და საშუალო ბიზნესში (SMB)

დაეხმარეთ მცირე ბიზნესებს თანხებზე უფრო სწრაფი წვდომის მეთოდის შეთავაზებით²

პლატფორმები

პლატფორმებს შეუძლიათ გადაუხადონ თანხა თავიანთ გამყიდველებს უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული მეთოდების გამოყენების შემთხვევაში.

თანხების გადარიცხვა სავაჭრო ობიექტებისთვის

სავაჭრო ობიექტებს შეუძლია, ბარათების გაყიდვებით გამომუშავებული შემოსავალი სასურველ დროს მიიღონ, დარიცხვის სტანდარტული პერიოდების ლოდინის ნაცვლად.

ციფრული პროდუქცია

შემქმნელებს შეუძლიათ, სწრაფად მიიღონ ციფრულად ლიცენზირებული პროდუქციისა და კონტენტისთვის კუთვნილი თანხები უფლებამოსილი ბარათების მეშვეობით.

ელექტრონული კომერციის პლატფორმები

გამყიდველებს თავიანთი გაყიდვებიდან გამომუშავებულ შემოსავალზე სწრაფი და მარტივი წვდომა აქვთ.

თანხის ონლაინ გასესხება

სესხის მიმღებებს თანხებზე წვდომა შეუძლიათ რეალურ დროში³ დადასტურებისთანავე.


მომხმარებელთა ანაზღაურებები

ნებისმიერი ბიზნესის შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის სასარგებლო იქნება სწრაფი ანაზღაურებები²

სადაზღვევო მოთხოვნები

სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ გააუმჯობესონ მომხმარებელთა კმაყოფილების დონე რეალურ დროში.³

აზარტული თამაშებისა და ლატარიის მოგებები

ფსონების დადების მომსახურების კომპანიებს საშუალება მისცენ მოთამაშეებს, გაანაღდონ თავიანთი მოგებები რეალურ დროში.³

სამოგზაურო ანაზღაურებები

ავიაკომპანიებს, რკინიგზასა და მასპინძლობის კომპანიებს მომხმარებელთა ანაზღაურებების სწრაფად და მარტივად გაცემა შეუძლია.

საგანმანათლებლო ანაზღაურებები

საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უზრუნველყოფილია სისწრაფე და სიმარტივე ფინანსური დახმარებისა და სტუდენტების სხვა ანაზღაურებების გაცემის კუთხით.

მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნება

მრავალი ტიპის სამომხმარებლო ბიზნესს შეუძლია მომხმარებლებისთვის თანხის სწრაფად დაბრუნება Visa Direct-ის მეშვეობით.

თანხის გასესხება

ფინანსურ დაწესებულებებს შეუძლია, რეალურ დროში³ უზრუნველყოს წვდომა სამომხმარებლო სესხებზე.

პარტნიორები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ Visa Direct-ის მეშვეობით უზრუნველყოფილ გადაწყვეტებს

ბიზნესებს თანხის გადაგზავნის დაჩქარებაში რომ დავეხმაროთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ თავიანთ სფეროში საუკეთესო გადაწყვეტების შემქმნელ პარტნიორებთან.⁶