• #სადყიდულობმნიშვნელოვანია
  • მომხმარებლებისთვის
  • Მცირე ბიზნესისთვის

#WhereYouShopGiftsMatters

ახალი წელი საჩუქრებთან და პოზიტიური ემოციების გაზიარებასთან არის დაკავშირებული. 

ეწვიეთ @mystartup.ge-სა და Visa*-ს საჩუქრების საამქროს, სადაც  მცირე ბიზნესების კარი თქვენთვის 24/7 ღიაა. შეარჩიეთ საჩუქრები ძვირფასი ადამიანებისთვის ან გაახარეთ Secret Santa**-ს ადრესატები.გადაიხადეთ Visa* ბარათით, მიიღეთ  10%-იანი ფასდაკლება ნებისმიერი შენაძენის შემთხვევაში, უფასო სასაჩუქრე შეფუთვა და ისარგებლეთ უფასო მიტანის სერვისით.

რაც თქვენთვის  უბრალოდ შოპინგია, მცირე ბიზნესებისთვის ყველაფერია!

#სადყიდულობთსაჩუქრებსმნიშვნელოვანია

#აირჩიეთქართული

*ვიზა

**სიქრეთ სანტა

გადაიხადეთ Visa* ბარათით — მიიღეთ დამატებითი შეთავაზებები უფასოდ!

Visa* ბარათის მფლობელებისათვის სპეციალური შეთავაზებებია ხელმისაწვდომი:

  • საქართველოში მცხოვრები Visa* ბარათის მფლობელებისათვის სპეციალური შეთავაზება  Rooms KazbegI-სა და Rooms Kokhta-ში. ყოველი დაჯავშნილი ღამე საჩუქრად მეორეს გულისხმობს.
  • Visa* ბარათის მფლობელებისათვის სპეციალური შეთავაზება  Rooms Hotel Bar/Stamba Bar/Lolita-ში. 1 კოქტეილს მეორე საჩუქრად მოყვება.
  • შეუკვეთეთ ჯანსაღი საუზმე Cafe Stamba და Lolita, გადაიხადეთ Visa* ბარათით და მიიღეთ საჩუქრად მეორე საუზმე თქვენი საყვარელი ადამიანისთვის.

დეტალები

 

სუპერგმირები ეხმარებიან ადგილობრივ ბიზნესს პანდემიის პერიოდში

Visa*-ს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში #აირჩიეთქართული, რომლის ძირითადი მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა, წარმოგიდგენთ პროექტის მონაწილეებს.

თეკლა ჯავახაძე, მსახიობი. 

განვითარება და წინსვლა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია, მუდმივად ვცდილობ, თუნდაც მცირედით, ყოველ დღე რამე ახალი ვისწავლო და დავაგროვო მეტი გამოცდილება, როგორც პიროვნული ასევე პროფესიული.

საქართველოში სწავლის დამთავრების შემდეგ, პროფესიული კურსები გავიარე, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა თქმა უნდა, განვითარების შესაძლებლობა იქ უფრო მეტია სამსახიობო მიმართულებით განსაკუთრებით, მაგრამ საქართველოში დავბრუნდი და ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ამ ინდუსტრიის განვითარებაში.

გარდა იმისა, რომ მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი ვარ, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობ. ვცდილობ და მონდომებით ვაკეთებთ ყველა სამუშაოს. 

ვმუშაობ ხმის მსახიობად, ქასთინგ მენეჯერის ასისტენტად, კოსტუმების დიზანიერის ასისტენტად, ასევე ჩემი პატარა სახელოსნო მაქვს სახლში და ხელნაკეთ ნივთებს, შეფუთვებს ვაკეთებ. მიყვარს ყველაფრის კეთება რაც კინოს თეატრს, ხელოვნებას ეხება.

ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა თავისი ადგილი ჯერ საკუთარ ქვეყანაში უნდა იპოვოს, შეუქმნას მას რაიმე ღირებული და ხელი შეუწყოს მის მეტად განივითარებას. მნიშვნელოვანია, იმის გაცნობიერება, რომ განვითარება და წინსვლის აუცილებლობა ყველა სფეროს და საქმიანობას ეხება. 

ბოლოდროინდელი კრიზისული პერიოდის შედეგად მცირე  და საშუალო ბიზნესი დაზარალდა, ამიტომ მე მათ მხარს ვუჭერ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში და ვიღებ მონაწილეობას ნებისმიერ წამახალისებელ აქტივობაში, რადგან ბიზნესის გამართულად მუშაობა კრიტიკულად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული ჩვენგანისთვის. 

 

გახდით სუპერგმირი - ინსტაგრამ პოსტში გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია, თუ როგორ დაეხმარეთ ადგილობრივ ბიზესს, მონიშნეთ @visa_georgia. საუკეთესო ისტორიები განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე.

ვასკა გედენიძე, ვიდეოგრაფი.

ალბათ ბევრი ისტორია იწყება ამ სიტყვებით: “მქონდა ვიდეოკამერა და ვუღებდი ყველაფერს”. 

ჩემი ამბავიც არაა განსხვავებული. თუმცა მე გამიმართლა, რადგან ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი ჰობი პროფესიად უნდა მექცია, ამიტომ არც ერთი წამი არ დამიკარგავს ფუჭად. ყველაფერი, რაც გავაკეთე აქამდე, დამეხმარა პროფესიულად განვითარებასა და წინსვლაში. 

ჩემი წარმატების ისტორია კი მაშინ დაიწყო, როცა დანაზოგით მოტოციკლის ნაცვლად დრონი ვიყიდე, რამაც იმხელა შემოსავალი მომიტანა, რომ 2 თვეში უკვე მოტოციკლიც  მყავდა და საკუთარი კომპანიის შექმნაზე დავიწყე ფიქრი. პანდემიამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, ახლა კი ბევრი რამ შეიცვალა.

ჩემსავით, კრიზისმა ბევრ მცირე მეწარმეზე იმოქმედა, ამიტომ მინდა გამოვხატო მხარდაჭერა მათდამი და გირჩიოთ ყველას, რომ გვერდში დავუდგეთ ადგილობრივ წარმოებას და გავაძლიეროთ ერთმანეთი.

 

გახდით სუპერგმირი - ინსტაგრამ პოსტში გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია, თუ როგორ დაეხმარეთ ადგილობრივ ბიზესს, მონიშნეთ @visa_georgia. საუკეთესო ისტორიები განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე.

მარიამ ჩუხრუკიძე, მსახიობი.

პატარა ასაკიდან უკვე ვიცოდი, რომ მსახიობობა მინდოდა და სხვა მომავალი არც წარმომედგინა. ბედნიერი ვარ იმით, რომ მსახიობი ვარ, ოცნება ავიხდინე და დღეს ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს!

სულ ვეძებ ახალ გამოწვევებს, რომ განვვითარდე, ამიტომ ხშირად ახალ საქმეში ვცდი ხოლმე თავს, თუმცა ხელოვნებას არ ვშორდები. ახლა ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ვსწავლობ მაგისტრატურაზე, ვოკალის განხრით

ვთვლი, რომ ერთი ადამიანიდან იწყება ცვლილება და თუ ყველა ვიმუშავებთ საკუთარ თავზე, ჩვენს მცდელობას ქვეყნის განვითარებაც აუცილებლად მოყვება. თუმცა ახლა რთული პერიოდია, ყველას გვჭირდება დახმარება, განსაკუთრებით კი მცირე ბიზნესს!  ამიტომ, დროა გავიაზროთ, რომ ჩვენს ქცევაზე ბევრი ადამიანის კეთილდღეობაა დამოკიდებული. დროა, გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ადგილობრივ წარმოებას.

 

გახდით სუპერგმირი - ინსტაგრამ პოსტში გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია, თუ როგორ დაეხმარეთ ადგილობრივ ბიზესს, მონიშნეთ @visa_georgia. საუკეთესო ისტორიები განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე.

ანი ხუფენია, იურისტი.

დაახლოებით ხუთი წელია ჩემი პროფესიით ვმუშაობ წამყვან იურიდიულ ბიუროში, თუმცა ჩემი თავი ყოველთვის სხვა სფეროში უფრო წარმომედგინა. მიყვარს მხატვრობა, ფილმები, მუსიკა და ზოგადად ხელოვნება. სულ ვამბობდი ხოლმე, რომ რა აზრი აქვს ადამიანის ცხოვრებას თუ ისეთ ღირებულ რამეს ვერ შექმნი, როგორიც ვან გოგის ტილოები, დოჩანაშვილის სამოსელი პირველი ან ლინ-მანუელ მირანდას ჰამილტონია, თუმცა ამ ყველაფრის აღქმა და მიღება რომ შემიძლია მაგითაც ბედნიერი ვარ.

ვცდილობ ყოველთვის რაიმე ახალი ვისწავლო და ერთ ადგილას არ გავჩერდე. ბოლო დროს სოციალური მედიის მართვით დავინტერესდი და ამ სფეროში ვცდილობ განათლების და გამოცდილების მიღებას. პანდემიის პერიოდმა განსაკუთრებით დამაფიქრა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ერთ პროფესიაზე, მხოლოდ ერთ საქმეზე არ იყო დამოკიდებული. 

ამაზე მნიშვნელოვანი კი ჩვენი, მოქალაქეების ვალდებულებაა ადგილობრივი წარმოება წავახალისოთ და შესაძლებლობის ფარგლებში მხარი დავუჭიროთ ქართველ მცირე მეწარმეებს.

 

გახდით სუპერგმირი - ინსტაგრამ პოსტში გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია, თუ როგორ დაეხმარეთ ადგილობრივ ბიზესს, მონიშნეთ @visa_georgia. საუკეთესო ისტორიები განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე.

დემეტრე ჩაჩანიძე, კულინარი

სოციოლოგის პროფესიით ვიმუშავე რამდენიმე წელი, უამრავი საკითხი ვიკვლიე პროფესიიდან გამომდინარე. დაახლოებით 3 წლის წინ კი სულ სხვა სფერომდე მიმიყვანა საკუთარი თავის ძიებამ. ვიპოვე ის საქმე, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს -კულინარია. 

ასევე ვხატავ და ვსწავლობ გრაფიკულ დიზაინს. კულინარიაში შემიძლია შემოქმედებითად მივუდგე თითოეულ კერძს და თავი ბოლომდე გამოვხატო. კულინარიაში შესაძლებლობები უსაზღვროა, სიახლეებს ვერ ამოწურავ. 

თუმცა ახლა ბევრი რამ უფრო გართულდა, პანდემიამ რა პრობლემებიც მოუტანა მცირე და საშუალო ბიზნესს, ყველა ვხედავთ. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო Visa*-ს მიერ ინიცირებულ პროექტში და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, დავეხმაროთ ადგილობრივ ბიზნესს, რადგან დღეს რა ნაბიჯებსაც გადავდგამთ, დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს მომავალზე.

 

გახდით სუპერგმირი - ინსტაგრამ პოსტში გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია, თუ როგორ დაეხმარეთ ადგილობრივ ბიზესს, მონიშნეთ @visa_georgia. საუკეთესო ისტორიები განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე.