დაიპყარით ახალი ბაზრები საიმედო ანალიტიკით, Semrush-ისა და Visa Business-ის დახმარებით
Semrush-ი უზრუნველყოფს, რომ მარკეტერებს ყოველთვის ჰქონდეთ დრო შემოქმედებისა და ექსპერიმენტებისთვის, მანამ, სანამ მონაცემებზე აპლიკაცია ზრუნავს.
Semrush წარმოადგენს ერთადერთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მარკეტერებს საშუალებას აძლევს, შექმნან, მართონ და გაზომონ კამპანიის შედეგები ყველა არხზე, საკუთარი ონლაინ ხილვადობის გასაუმჯობესებლად. Semrush-ი შეუცვლელი ციფრული ინსტრუმენტია - სანდო ანალიტიკოსი და მენტორი რიცხვების სამყაროში, ასევე უსაფრთხოების ბადე და კომპასი ახალი ბაზრებისთვის, რომელიც თქვენი ბიზნესის წარმატებით გაფართოებაში დაგეხმარებათ.
რატომ უნდა აირჩიოთ Semrush პლატფორმა?
Semrush წარმოადგენს SEO ინსტრუმენტების ნაკრებს, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ თქვენი ან თქვენი კონკურენტების ვებგვერდების დეტალური ანალიზი. თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ საკვანძო სიტყვები, გაანალიზოთ ნებისმიერი დომენის ბექლინკები, შექმნათ კონტენტ სტრატეგია და მრავალი სხვა.
Semrush-ის უპირატესობები:
- 50-ზე მეტი მარკეტინგული და SEO ინსტრუმენტი
- ნებისმიერი ვებგვერდის ყოვლისმომცველი ანალიზი
- წვდომა კონკურენტების საკვანძო სიტყვებისა და ბექლინკების მონაცემებზე
- საკვანძო სიტყვების კვლევის დეტალური ხელსაწყო
- კონტენტ მარკეტინგის და სოციალური მედიის მრავალი ინსტრუმენტი
Semrush-ის სპეციალური შეთავაზება Visa business ბარათების მფლობელებისთვის
ისარგებლეთ 14 დღიანი უფასო საცდელი პერიოდით Semrush Pro აბონემენტზე Visa Business, Visa Platinum Business, Visa Signature Business, Visa Infinite Business, Visa Corporate ან Visa Purchasing ბარათით გადახდისას.
შეთავაზებით სარგებლობისათვის:
- გადადით Poshvine-ს ვებგვერდზე, დააჭირეთ "Claim Offer" ღილაკს და ვერიფიკაციისთვის, შეიყვანეთ თქვენი Visa Business ბარათის პირველი 9 ციფრი.
- პარტნიორის ვებგვერდზე გადასასვლელად, დააჭირეთ "Redeem" ღილაკს, დარეგისტრირდით და ისარგებლეთ შეთავაზებით.
შეთავაზება ხელმისაწვდომია Visa ბიზნეს ბარათების მფლობელებისთვის საქართველოში, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. პირობებისა და შეზღუდვების სანახავად, ეწვიეთ ვებგვერდს.
წესები და პირობები:
შეთავაზებით სარგებლობა შეუძლებელია სხვა აქციებთან ერთად და ხელმისაწვდომია, როგორც Semrush-ის ახალი მომხმარებლებისთვის, ასევე არსებული უფასო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც არასოდეს გაუაქტიურებიათ Semrush-ის საცდელი პერიოდი. ყველა გადასახადი და მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს შეთავაზების მონაწილემ. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ან გააუქმოს შეთავაზება, წინასწარ გაფრთხილების გარეშე. შეთავაზების დეტალები მოწოდებულია პარტნიორის მიერ. Visa არ იძლევა გარანტიას ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით. გთხოვთ, უშუალოდ პარტნიორთან გადაამოწმოთ შეთავაზების წესები და პირობები. პარტნიორი წარმოადგენს მოცემული შეთავაზების ერთადერთ მიმწოდებელს. ყველა პრეტენზია და დავა უნდა მოგვარდეს უშუალოდ პარტნიორთან. Visa არ არის პასუხისმგებელი მოცემული შეთავაზების გამოყენებასთან დაკავშირებულ რაიმე დანაკარგზე ან ხარჯზე.