მართეთ X Ads კამპანიები 20%-იანი ფასდაკლებით Visa Business ბარათებით სარგებლობისას

მიიღეთ 20%-იანი ფასდაკლება რეკლამის მართვის საკომისიოზე (800$-მდე) თქვენი Visa Business ბარათით გადახდისას.

X Ads წარმოადგენს რეკლამის შექმნისა და მართვის ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც, თქვენ შეძლებთ X Ads პლატფორმაზე თქვენი ყველა კამპანიის, რეკლამების ჯგუფებისა და ინდივიდუალური რეკლამების ნახვას, დარედაქტირებას და მათი შედეგებისთვის თვალის დევნებას.

რატომ X Ads?

  • გაზარდეთ ბრენდის ცნობადობა და თქვენი ბიზნესი, ძლიერი აუდიტორიის შექმნით.
  • იყავით ინტერაქციაში ამჟამინდელ და მომავალ მომხმარებლებთან, ასევე თქვენი ბრენდის ერთგულ მხარდამჭერებთან X-ზე.
  • გააზიარეთ უახლესი ამბები თქვენი პროდუქტის ან კომპანიის შესახებ.
  • გაზარდეთ თქვენი აუდიტორია და ვიზიტორების რაოდენობა თქვენს ვებგვერდზე.
  • გაზარდეთ აპლიკაციის ჩამოტვირთვის რაოდენობა და ა.შ.

X Ads-ის სპეციალური შეთავაზება Visa Business ბარათების მფლობელებისთვის

მიიღეთ 20%-იანი ფასდაკლება კამპანიის მართვის საფასურზე (ფასდაკლების მაქსიმალური ოდენობა – 800 დოლარი) Visa Business, Visa Platinum Business, Visa Signature Business, Visa Infinite Business, Visa Corporate ან Visa Purchasing ბარათით გადახდისას.

შეთავაზებით სარგებლობისათვის:

  • გადადით Poshvine-ს ვებგვერდზე და დააჭირეთ “Claim Offer” ღილაკს.
  • შეიყვანეთ თქვენი Visa Business ბარათის პირველი 9 ციფრი ვერიფიკაციისთვის.
  • შეთავაზების გვერდზე გადასასვლელად, დააჭირეთ “Redeem” ღილაკს.
  • სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, Quick Digital-ის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.

შეთავაზება ხელმისაწვდომია Visa Business ბარათების მფლობელებისთვის საქართველოში, 2025 წლის 3 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. წესებისა და პირობების სანახავად, ეწვიეთ ვებგვერდს.

წესები და პირობები:

  • შეთავაზება ვრცელდება სამთვიან კონტრაქტებზე.
  • წინასწარ უნდა გადაიხადოთ მართვის საკომიოს 100%.

პარტნიორის წესები და პირობები:

Quick Digital-ის მოცემული შეთავაზებები ექვემდებარება განსაზღვრულ წესებსა და პირობებს. Quick Digital იტოვებს უფლებას შეცვალოს ისინი ნებისმიერ დროს. შეთავაზებების ოდენობა ფიქსირებულია და მისი ნაწილობრივ გამოყენება შეუძლებელია. ნებისმიერი გამოუყენებელი თანხა უკან არ ბრუნდება. Quick Digital იტოვებს აბსოლუტურ უფლებას გააუქმოს და/ან შეცვალოს შეთავაზებების პირობები ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე. Quick Digital არ არის პასუხისმგებელი მოცემული შეთავაზების სერვისების გამოყენების შედეგად გაყიდვების ნებისმიერ დანაკარგზე. Quick Digital არ არის პასუხისმგებელი მოცემული შეთავაზების სერვისების გამოყენების შედეგად გამოწვეულ ნებისმიერ რეპუტაციულ ზიანზე. თუ მომსახურების გაწევა შეუძლებელია ფორსმაჟორის გამო, პასუხისმგებლობა ნაწილობრივ ან მთლიანად იხსნება, ფორსმაჟორის გავლენის შესაბამისად. თუმცა, თუ ფორსმაჟორი მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთმა მხარემ მომსახურების შესრულება დააგვიანა, ის პასუხისმგებლობისგან არ განთავისუფლდება.

Visa-ს წესები და პირობები:

შეთავაზების დეტალები მოწოდებულია პარტნიორის მიერ. Visa არ იძლევა არანაირ გარანტიას ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით. გთხოვთ, უშუალოდ პარტნიორთან გადაამოწმოთ შეთავაზების ხელმისაწვდომობა და ნამდვილობა.

მოცემული  შეთავაზების ფარგლებში, პარტნიორი წარმოადგენს ნებისმიერი საქონლისა და/ან მომსახურების ერთადერთ მიმწოდებელს. შესაბამისად, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ადასტურებს, რომ ამ შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლისა და/ან მომსახურების შესყიდვა წარმოადგენს კონტრაქტს ექსკლუზიურად პარტნიორსა და ბარათის მფლობელს შორის და Visa არც არის და არც გახდება ამ ხელშეკრულების მხარე. ამ შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლისა და სერვისის გამოყენებისას ან გამოყენების მცდელობისას, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ადასტურებს, რომ ნებისმიერ პრეტენზიასთან, საჩივართან ან რაიმე სახის დავასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია ბარათის მფლობელის მიერ ამ შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლისა და/ან სერვისის შეძენასთან ან შეძენის მცდელობასთან (რომელთაგან თითოეული არის "პრეტენზია”), Visa ბარათის მფლობელმა უშუალოდ პარტნიორს უნდა მიმართოს და მასთან გაარკვიოს და Visa ბარათის მფლობელს არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს Visa-სთან. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად და კანონით დაშვებულ ფარგლებში, Visa არ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი პირის წინაშე რაიმე დანაკარგზე, ზარალზე, ხარჯზე ან პრეტენზიაზე (პირდაპირზე თუ ირიბზე), რომელიც დაკავშირებული იქნება პერსონალურ დაზიანებასთან, სიკვდილთან, არასწორ წარმოდგენასთან, ზარალთან ან უმოქმედობასთან, რომელიც წარმოიშვა შეთავაზების ან ამ შეთავაზებით გათვალისწინებული საქონლისა და/ან მომსახურების გამოყენებასთან ან გამოყენების მცდელობასთან დაკავშირებით.

გჭირდებათ დახმარება შეთავაზებებთან დაკავშირებით? ჩვენს VisaConcierge ჩატბოტს შეუძლია დაგეხმაროთ!

დაუკავშირდით VisaConcierge ჩატბოტს, შეარჩიეთ Support360-ის ღილაკი მთავარ მენიუში და მიიღეთ დახმარება.