3-D Secure უზრუნველყოფს უსაფრთხოების დამატებით ფარს ელექტრონული კომერციის ტრანზაქციებისთვის მათ ავტორიზაციამდე. მისი მეშვეობით ხორციელდება მონაცემთა გაცვლა სავაჭრო ობიექტის, ბარათის ემიტენტსა და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს შორის, დადასტურებისთვის, რომ ტრანზაქცია ინიცირებულია ანგარიშის კანონიერი მფლობელის მიერ.
3-D Secure 1.0, რომელიც შემუშავებულია და ეკუთვნის Visa-ს, ბაზარზე უკვე 15 წელია რაც არსებობს. 3DS 2.0 არის 3DS პროტოკოლის ახალი თაობა, რომელიც შეიმუშავა და ეკუთვნის EMVCo-ს.