Visa Checkout-ის მეშვეობით, მომხმარებლები თავდაჯერებულად იხდიან თქვენს ელექტრონული კომერციის გვერდზე და თქვენს აპლიკაციაში. Visa Checkout-ის საშუალებით, რეგისტრირებულ მომხმარებლებს არ სჭირდებათ თავიანთი საკრედიტო ბარათის ნომრის ან გადამხდელის მისამართის სადმე შეტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ შეკვეთა გააფორმონ მხოლოდ ორი ველის შევსებით.
რა არის Visa Checkout

რატომ მაინცდამაინც Visa Checkout?
გაზარდეთ შეკვეთის გაფორმებაზე გადასვლის შანსი
Visa Checkout-ის ერთველიანი რეგისტრაცია უფრო აადვილებს მომხმარებლების მიერ შეკვეთის გაფორმებას და შესყიდვის იმ ტრანზაქციის გაფორმებას, რომელსაც სხვამხრივ დაკარგავდნენ.
2017 წელს Visa Checkout-ის დარეგისტრირებულ მომხმარებელთა 82%-მა დაასრულა შეძენის ტრანზაქცია.1
2015 წელს 48%-ით მეტი ტრანზაქცია განხორციელდა Visa Checkout-ით ელექტრონული კომერციის საიტებზე, შეკვეთის გაფორმების მეთოდების მიუხედავად2.
შეკვეთის გაფორმების დროს ფორმაში შესავსები ველების შემცირება საყიდლების კალათის მიტოვების მთავარ მიზეზს გამორიცხავს. მყიდველთა 27% მიიჩნევს, რომ შეკვეთის გაფორმების პროცესი ძალიან გრძელი და რთულია3.Visa Checkout-ის პროგრამაში მონაწილე მომხმარებლებს შეუძლიათ შეკვეთის გაფორმება ფორმაში მხოლოდ 2 ველის შევსებით.
ვრცელდება მთელ მსოფლიოში
Visa Checkout-ის იმპულსი აგრძელებს მოქმედებას ახალ ბაზრებზე, მას უერთდებიან ახალი წევრები; ახალი ემიტენტები მხარს უჭერენ Visa Checkout-ს და ახალი სავაჭრო ობიექტები გადიან ლაივში.

დარეგისტრირებული ანგარიშები მთელ მსოფლიოში.

სავაჭრო ობიექტები მთელ მსოფლიოში

Visa Checkout-ის მხარდამჭერი ემიტენტები.
გაყალბების მართვის უნარი
Visa Checkout ახდენს რისკების შეფასებას ყველა „ეტაპზე“ და უხარვეზო ვაჭრობის უსაფრთხო საძირკველს აშენებს.
უსაფრთხოების გაძლიერებულმა შესაძლებლობებმა წვლილი შეიტანა Visa Checkout-ის დროს გაყალბების შემცირებაში - არა-Visa Checkout-თან შედარებით მთლიან მოცულობაში მოხდა 63%-ით ნაკლები გაყალბება და ტრანზაქციების მთლიან რაოდენობაში 56%-ით ნაკლები გაყალბება.4
დახვეწილი მეთოდები, მათ შორის აპარატით თითის ანაბეჭდის აღება და ნამდვილობის დადასტურება, ამცირებს თაღლითური ტრანზაქციების რისკს.
Visa Checkout იყენებს Visa-ს რისკსა და ნამდვილობის დადასტურების შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენებითაც ფასდება რისკი ყოველ ეტაპზე და ყველა ეტაპზე შენდება უხარვეზო ვაჭრობის საძირკველი.
1 Visa-ს პროდუქტის შინაგანი მონაცემთა ბაზიდან გამომდინარე, რომელიც შეიცავს 21+ მილიონ Visa Checkout-ის ანგარიშს 26 ბაზრიდან დესქთოფებზე, პლანშეტებსა და მობილურ ქსელებზე (ბუნებრივი მობილური აპლიკაციის/SDK-ის მონაცემები მასში არ შედის), მათ შორის 300000+ სავაჭრო ობიექტიდან Visa-თი ანგარიშის გაფორმების შემთხვევებს მთელ მსოფლიოში 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მაისამდე 6 თვის პერიოდში.
2 წყარო: comScore 2015 Visa Checkout study, commissioned by Visa. comScore-ის კვლევიდან გამომდინარე, U.S. PC/ლეპტოპის მომხმარებლების მიერ ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე შეძენათა გაზომვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, 2015 წლის ივნის-დეკემბერში Visa Checkout-ის ყველა მყიდველის მიერ განხორციელებულ სავაჭრო ტრანზაქციებთან შედარებით.
3 წყარო: ბეიმარდის ინსტიტუტი, ელექტრონული კომერციის გამოყენება: შეკვეთის გაფორმება, 2016 წლის სექტემბერი
4 წყარო: 2015 წლის ივლისსა და 2016 წლის ივლისს შორის Visa Checkout-ისა და VisaNet-ის მონაცემებიდან გამომდინარე. Visa Checkout-ის წარმომადგენლობითი სავაჭრო ობიექტების ანალიზში გამოირიცხა გარკვეული სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ანგარიშსწორებათა მოხსენებას ახდენენ Visa Checkout-ისა და VisaNet-ისაგან განსხვავებულად. სავაჭრო ობიექტებს შორის გაყალბების ანალიზში შეიტანეს Visa Checkout-ის ანგარიშსწორებათა მთელი მოცულობის დაახლოებით 90%.
გახდით Visa Checkout-ის პარტნიორი

სავაჭრო ობიექტებს პირდაპირ შეუძლიათ Visa Checkout-ის დანერგვა
შეგიძლიათ Visa Checkout-ის უშუალო ინტეგრაცია Visa-ს დეველოპერის პლატფორმაზე.

დანერგეთ Visa Checkout პარტნიორ პლატფორმასთან ერთად
Visa-ს ელექტრონული კომერციის პარტნიორობა დაგეხმარებათ Visa Checkout-ის დანერგვაში.
შეიტყვეთ ლიდერებისაგან
სულ საჭიროა რამდენიმე HTML/ჯავასკრიპტ-ის თეგი, მინიმალური ფრონტალური ცვლილებები და არანაირი ცვლილება არსებულ შემავალ ანგარიშებში.