ოქსანა მასტერსი
პარაველოსპორტი | აშშ
ოქსანა მასტერსი არის ამერიკელი სპორტსმენი, რომელიც მონაწილეობდა პარაოლიმპიური სპორტის სამ სხვადასხვა სახეობაში: პარანიჩბოსნობა, პარაოლიმპიური სათხილამურო რბოლა და პარაბიატლონი. 2020 წლის ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებში ის კიდევ ერთი წარმატების მისაღწევად, სპორტის მეოთხე სახეობაში, პარაველოსპორტში, მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს. მასტერსი, რომელიც უკრაინაში რადიაციით გამოწვეული დეფექტებით დაიბადა, მშობლებისგან მიტოვებული, თავშესაფარში ცხოვრობდა, სანამ, შვიდი წლის ასაკში, ამერიკელმა ქალბატონმა არ იშვილა.