თუ ჩეკები დაიკარგა ან მოიპარეს, ისინი შეიძლება გამოიცვალოს ან მოხდეს თანხის დაბრუნება, შესაბამისი წესებისა და პირობების გათვალისწინებით. დაუყოვნებლივ უნდა დაურეკოთ ემიტენტ ბანკს. თუ გამომშვები ბანკის საკონტაქტო ინფორმაციას ვერ იპოვით, დაგვიკავშირდით სამოგზაურო ჩეკებთან დაკავშირებთ.

Visa-ს სამოგზაურო ჩეკები
Visa-ს სამოგზაურო ჩეკები გთავაზობთ კომფორტულობას და უსაფრთხოებას მოგზაურობისას.
შეგვატყობინეთ დაკარგული ჩეკის შესახებ
ემიტენტი ბანკები
-
დიდი ბრიტანეთი +44 1733 457026
ორშაბათი-პარასკევი, 8 საათიდან 17 საათამდე GMT ან BST
[email protected] -
1 214 209 0519
ორშაბათი-პარასკევი, 8 საათიდან 16:30 საათამდე CST
[email protected] -
დიდი ბრიტანეთი +44 1733 457026
ორშაბათი-პარასკევი, 8 საათიდან 17 საათამდე GMT ან BST
[email protected] -
უფასო ზარი: 1 800 645 6556
ზარი მიმღების მიერ გადახდით: 1 813 623 1709
ორშაბათი-პარასკევი, 6:30 საათიდან 14:30 საათამდე EST
ჩეკის ავტომატური დამოწმება შესაძლებელია დღეში 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე (თუკი თქვენ აირჩევთ ინგლისურ ან ესპანურ ოფციას). თუკი კლიენტთა მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენელთან გასაუბრება გჭირდებათ, გთხოვთ, გაესაუბრეთ. ამ საათების გარდა სხვა დროს შემოსული ზარები ჩაიწერება და ვუპასუხებთ შემდეგ სამუშაო დღეს.
[email protected] -
დიდი ბრიტანეთი +44 1733 279865
ორშაბათი-პარასკევი, 8 საათიდან 17 საათამდე GMT ან BST
[email protected] -
უფასო ზარი: იაპონია +800-08006666
[email protected]
მოითხოვეთ თანხის დაბრუნება

მზად გქონდეთ თქვენი ინფორმაცია
სანამ თანხის ანაზღაურება მოგვარდება, ემიტენტი დაგისვამთ რამდენიმე მარტივ შეკითხვას:
- რა არის ჩეკის სერიული ნომრები?
- სად და როდის იყიდეთ ჩეკები?
- როგორ ფიქრობთ, რა გზით და როდის დაიკარგა, ან მოიპარეს ჩეკები?
- ვინ არის სამოგზაურო ჩეკების ემიტენტი?
თანხის დაბრუნება, როგორც წესი, ჩვეულებისამებრ ხდება 24 საათის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია შესაბამისი წესებისა და პირობების დაკმაყოფილებაზე.
უსაფრთხოდ შეინახეთ ჩეკები
- გაუფრთხილდით ჩეკებს, როგორც ნაღდ ფულს.
- გამოყენებამდე ჩეკს ხელს არ მოაწეროთ.
- შეინახეთ თქვენი შესყიდვის შეთანხმება თქვენი ჩეკებისგან განცალკავებულად.
- ჩაიწერეთ ჩეკის სერიული ნომრები და გადაუდებელი სიტუაციებისთვის განკუთვნილი საკონტაქტო ნომრები თქვენი დანიშნულების ადგილის შესაბამისად და შეინახეთ ისინი თქვენი ჩეკებისგან განცალკავებულად.
- შეატყობინეთ პოლიციას ზარალისა ან ქურდობის შემთხვევაში.
- ნუ გამოიყენებთ ჩეკებს ნებისმიერი სახის არალეგალურ თამაშში ან აკრძალულ საქმიანობაში.
- ნუ მიიღებთ Visa-ს სამოგზაურო ჩეკებს მესამე პირისგან, თუკი თქვენთვის ის უცნობია და არ გაქვთ მისგან უკუმოთხოვნის უფლება.
- ნუ მიიღებთ Visa-ს სამოგზაურო ჩეკებს თუკი ისინი გადმოგეგზავნათ სხვა პირთა ინიციატივით ან უცნობი წყაროს მიერ ფოსტის ან კურიერის საშუალებით. შეატყობინეთ მათი მიღება პოლიციას.
- ნუ გადაუცვლით ფულში სამოგზაურო ჩეკებს მესამე პირებს, რომლებსაც არ იცნობთ.