უხეში ძალის თავდასხმების დროს ნებართვის გაცემის პრევენცია
რეგიონები: აშშ, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი, კანადა, ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნები, ლათინური ამერიკისა და კარიბის კუნძულების ქვეყნები, ევროპა
8 ივნ 2017
Visa გვთავაზობს უხეში ძალის თავდასხმებისა და საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიცნონ მოვაჭრეებმა და კლიენტებმა ისინი და როგორ შეამცირონ ისინი. საბოლოოდ ემიტენტები, მომსახურე ბანკები და მოვაჭრეები პასუხს აგებენ ამგვარი თავდასხმების პრევენციაზე.
უხეში ძალით თავდასხმა არის მცდელობათა და შეცდომათა ემპირიული მეთოდი, რომელსაც თაღლითები იყენებენ, რათა წამებში გაიტაცონ ბარათის ინფორმაცია, როგორიცაა ანგარიშის ნომერი, ბარათის ვადის გასვლის თარიღი, პინ-კოდი, ბარათის შესამოწმებელი პარამეტრი 2 (CVV2) და მომხმარებლის პაროლი ონლაინის ანგარიშზე შესასვლელად. უხეში ძალის თავდასხმის (brute-force attack) დროს, ავტომატიზებული პროგრამა, რომელიც, ჩვეულებრივ, ცნობილია „რობოტების ქსელის/ბოტ-ქსელის/ბოტნეტის“ სახელწოდებით, გამოიყენება, როგორც ჩამტვირთავი ანუ რეკვიზიტების შემგროვებელი ინსტრუმენტი, რომელიც წარმოქმნის ანგარიშის მონაცემების თანმიმდევრული მიხვედრების დიდ მოცულობას.
საუკეთესო მეთოდები სავაჭრო ობიექტებისთვის:
მოვაჭრეები გაყალბების პრევენციისათვის ემიტენტებისა და მომსახურე ბანკებისაგან განსხვავებულ სტრატეგიებს იყენებენ. მოვაჭრის რისკის პრიორიტეტები ეყრდნობა პროდუქტის ტიპს, უკუდარიცხვის ისტორიას, მაღაზიაში საქონლის მიტანის დროს, საავიაციო მრეწველობაში გამგზავრების დროს და ა.შ. ამიტომ, Visa გვირჩევს, რომ ყველა მოვაჭრემ გაითვალისწინოს შემდეგი საუკეთესო პრაქტიკა: