საავტორო უფლებები 1996-2015 Visa. ყველა უფლება დაცულია. განახლებულია 2014 წლის მარტში.
Visa-ს შეუძლია, ნებისმიერ დროს გადახედოს წესებს ამ განცხადების განახლებით. აღნიშნულ ცვლილებებს აქვს სამართლებრივი ძალა და შესაბამისად, ვალდებული ხართ, პერიოდულად ეწვიოთ ამ გვერდს გამოყენების წესების სანახავად.
„Visa-ს საერთაშორისო მომსახურების ასოციაცია“ უზრუნველყოფსwww.Visa.com-ის და მასთან დაკავშირებული საიტების მხარდაჭერას თქვენი ინფორმირების, გართობისა თუ კომფორტისთვის. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია Visa-ს საიტზე, ჩამოსატვირთოთ და გამოიყენოთ სხვა მიზნებისთვის. ამავდროულად, გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ Visa-ს საიტზე თქვენი წვდომა ექვემდებარება შემდეგ წესებს, ისევე როგორც ყველა მოქმედ კანონს. Visa-ს საიტზე წვდომითა და მისი გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით წესებს შეზღუდვისა თუ კვალიფიკაციის გარეშე, და აღიარებთ, რომ ნებისმიერ სხვა შეთანხმებას, რომელიც შეიძლება გქონდეთ Visa-სთან, ჩაანაცვლებს აღნიშნული წესები, იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშობა კონფლიქტი. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ წესებს, გთხოვთ არ გამოიყენოთ Visa-ს საიტი.
გარდა ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Visa აშშ-ის ვებ-საიტს აქვს კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც კონკრეტულად მასზე ვრცელდება. როცა შედიხართ სხვა ქვეყნის ან რეგიონის ვებ-საიტებზე ან ისეთ ვებ-საიტებზე, რომელსაც ფლობს ან მართავს Visa აშშ, უნდა გადახედოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას ყოველი კონკრეტული საიტისთვის, რადგან ყოველი მათგანი შეიძლება შეიცავდეს განსხვავებულ პირობებს.