Visa-ს მომსახურების პირობები

EMV® სპეციფიკაციასა და სხვა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე დაფუძნებული Visa იყენებს დისტანციური კომერციის სისტემას, რომელიც ინახავს, გადასცემს და მართავს ბარათის მფლობელთა საგადახდო მონაცემებს, რათა ბარათის მფლობელებმა მარტივად და უსაფრთხოდ ისარგებლონ თავიანთი Visa ბარათებით ონლაინ და ციფრულ გარემოში, რომელსაც სთავაზობენ სისტემაში მონაწილე მერჩანტები, ციფრული საფულეების პროვაიდერები და სხვა მესამე მხარეები, მათთან დაკავშირებული ელფოსტის მისამართისა და/ან მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით (შემდგომში — „Visa System“).

მნიშვნელოვანი შეტყობინება Visa System-ისა და თქვენი Visa ბარათების შესახებ. თქვენი Visa ბარათები Visa-ს სისტემაში ერთ-ერთი შემდეგი გზით რეგისტრირდება: (i) თქვენი Visa ბარათის სტანდარტული ფუნქციის სახით, რომელსაც გთავაზობთ და მართავს ბარათის ემიტენტი (ემიტენტის მიერ რეგისტრაცია); ან (ii) უშუალოდ Visa-ს მეშვეობით (Visa-ს მიერ რეგისტრაცია).

  • ემიტენტის მიერ რეგისტრირებული. თუ თქვენი ბარათები Visa System-ში ბარათის სტანდარტული ფუნქციის სახით ემიტენტის მიერ არის რეგისტრირებული, Visa-ს მომსახურების წინამდებარე პირობები („პირობები“) არ ვრცელდება Visa-ს სისტემის მეშვეობით ასეთ ბარათებზე წვდომასა და მათ გამოყენებაზე, ხოლო თქვენ მიერ წინამდებარე პირობებზე დათანხმება არ წარმოშობს რაიმე სახის შეთანხმებას თქვენსა და Visa-ს შორის. ამის ნაცვლად, ასეთ ბარათებზე თქვენი წვდომა და/ან მათი გამოყენება რეგულირდება მხოლოდ თქვენი ბარათის ემიტენტის წესები და პირობებით. მიუხედავად ამისა, თუ ამ Visa ბარათების რეგისტრაციის მიზნით Visa-ს მიაწვდით ინფორმაციას, Visa ამ ინფორმაციას გაუზიარებს თქვენი Visa ბარათის ემიტენტ(ებ)ს, რათა ხელი შეუწყოს თქვენი ბარათების Visa System-ში რეგისტრაციასა და მართვას.
  • Visa-ს პროგრამის მონაწილე. თუ თქვენი Visa ბარათები Visa System-ში უშუალოდ Visa-ს მეშვეობით არის რეგისტრირებული, წინამდებარე პირობები ვრცელდება თქვენზე და წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო და აღსრულებად შეთანხმებას თქვენსა და Visa-ს შორის, რომელიც არეგულირებს თქვენს წვდომას რეგისტრირებულ ბარათებზე (როგორც ეს განსაზღვრულია მე-2 ნაწილში) და მათ გამოყენებას, აგრეთვე წინამდებარე პირობებში აღწერილ დაკავშირებულ მომსახურებებს („გადაწყვეტა“). გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს. თუ თქვენ ხართ მე-13 ნაწილში მითითებული შესაბამისი იურისდიქციის რეზიდენტი, თქვენზე დამატებით ვრცელდება ამ ნაწილში მოცემული დებულებები, რომლებიც სპეციალურად ამ იურისდიქციისთვის არის განსაზღვრული.

თქვენ ადასტურებთ წინამდებარე პირობებზე თანხმობას:: (i) Visa-ს ან მესამე მხარის აპლიკაციაში ან ვებსაიტზე მათზე აშკარა თანხმობის გამოხატვით, მაგალითად, მოვაჭრესთან შესყიდვის გაფორმების პროცესის ფარგლებში; (ii) გადაწყვეტილების ფარგლებში თქვენს რეგისტრირებულ ბარათებზე წვდომით ან მათი გამოყენებით; ან (iii) Visa-ს მიერ დადგენილი პირობებზე თანხმობის გამოხატვის სხვა მეთოდების გამოყენებით, თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში. თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ წინამდებარე პირობები არეგულირებს თქვენს მიერ გადაწყვეტის გამოყენებას. წინამდებარე პირობები ანაცვლებს ყველა წინა პირობას, რომელსაც შესაძლოა დათანხმებულიყავით გადაწყვეტასთან დაკავშირებით. წინამდებარე პირობები ძალაში შედის მათზე თქვენი თანხმობის გამოხატვის მომენტიდან, ზემოთ მითითებული რომელიმე მეთოდის შესაბამისად, და ძალაში რჩება მათ შეწყვეტამდე, წინამდებარე პირობების დებულებების შესაბამისად. სერვისით სარგებლობა თქვენთვის უფასოა.

1. როგორ მუშაობს სერვისი. Visa ინახავს თქვენი ბარათის მონაცემებს და თქვენი გადახდების ანგარიშის ნომერსა და სხვა სენსიტიურ ინფორმაციას უნიკალური იდენტიფიკატორებით (ტოკენებით) ანაცვლებს, რათა უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და დაცვა. ონლაინ ან ციფრული გადახდის პროცესის განხორციელებისას თქვენი ელფოსტის მისამართის ან მობილური ტელეფონის ნომრის მითითებისა და პირადობის აუცილებელი დადასტურების გავლის შემდეგ, Visa თქვენი ბარათის მონაცემებს, როგორც წესი, ტოკენის სახით, გადასცემს შესაბამის მოვაჭრეს, ციფრული საფულის პროვაიდერს, გადახდის ქსელს/სქემას, და/ან შესაბამის მესამე მხარეს, რათა მათ შეძლონ: (i) თქვენთვის თქვენი რეგისტრირებული ბარათების სიის („ბარათების სია“) ჩვენება; (ii) თქვენი ტრანზაქციის დამუშავება თქვენს მიერ არჩეული რეგისტრირებული ბარათის გამოყენებით; და/ან (iii) მოგცენ შესაძლებლობა, დაამატოთ თქვენი რეგისტრირებული ბარათები მათ ონლაინ და ციფრული გადახდის გადაწყვეტილებებში (მაგალითად, შეინახოთ თქვენი ბარათის მონაცემები მოვაჭრის სისტემაში ან დაამატოთ ბარათი ციფრულ საფულეში) შემდგომი გამოყენებისთვის. „ბარათის მონაცემები“ ნიშნავს გადახდების ანგარიშსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი, ელფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, რეგისტრირებულ ბარათებთან დაკავშირებული ანგარიშსწორებისა და მიწოდების მისამართები.

Visa System-ში თქვენი ემიტენტის მიერ რეგისტრირებული Visa ბარათები შესაძლოა თქვენს ბარათების სიაში სხვა ბარათებთან ერთად გამოჩნდეს. Visa-სა და სხვა საგადახდო სისტემების ბარათები, რომლებიც რეგისტრირებულია EMV® სპეციფიკაციაზე დაფუძნებულ დისტანციური კომერციის სისტემებში და რომლებსაც მართავენ Visa-სგან დამოუკიდებელი გადახდის ქსელები/სქემები, ციფრული საფულეების პროვაიდერები ან სხვა მესამე მხარეები, ასევე შეიძლება გამოჩნდეს თქვენს ბარათების სიაში. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, წინამდებარე პირობები არ ვრცელდება ემიტენტის მიერ რეგისტრირებულ ბარათებზე ან მესამე მხარეთა სისტემებში რეგისტრირებულ ბარათებზე.

2. რეგისტრირებული ბარათები. Visa-ს შეუძლია ნებისმიერ დროს ავტომატურად განაახლოს თქვენი ბარათების სია. თქვენი ბარათების სიისა და ბარათის მონაცემების განახლებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, Visa-მ ასევე შეიძლება განაახლოს ბარათის გარკვეული მონაცემები, მაგალითად, გადახდის ანგარიშის ნომერი და მოქმედების ვადა, როდესაც ეს ინფორმაცია Visa-სთვის ხელმისაწვდომი გახდება ფინანსური დაწესებულების ან, შესაბამის შემთხვევებში, გადახდის დაწესებულების მეშვეობით, რომელმაც თქვენი რეგისტრირებული ბარათი გამოუშვა („ემიტენტი“). თქვენი ბარათების სიის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პორტალის მეშვეობით. „შესაბამისი ბარათები“ ნიშნავს Visa-ს ნებისმიერ საკრედიტო, სადებეტო ან შევსებად წინასწარ გადახდილ ბარათს, აგრეთვე სხვა ბარათებს ან გადახდის მეთოდებს, რომლებსაც Visa გადაწყვეტაში გამოსაყენებლად შესაბამისებად მიიჩნევს. თქვენი Visa ბარათებიდან ყველა არ არის შესაბამისი ბარათი. Visa-ს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადახედოს შესაბამისობის კრიტერიუმებს, ამოიღოს ბარათები შესაბამისი ბარათების კატეგორიიდან ან, საჭიროებისამებრ, არ დაუშვას მათი გააქტიურება. „რეგისტრირებული ბარათები“ ნიშნავს Visa System-ში სისტემაში რეგისტრირებულ შესაბამის ბარათებს. „პორტალი“ ნიშნავს ვებსაიტს, მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილ ვებსაიტს, დომენს, ქვედომენს და/ან ვებპლატფორმას, რომელსაც Visa სთავაზობს რეგისტრირებული ბარათების მფლობელებს ინფორმაციისა და მართვის ინსტრუმენტების მისაწოდებლად.

3. შესაბამისი ბარათების მფლობელები. რეგისტრირებულ ბარათზე წვდომა ან მისი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხართ ამ ბარათის მფლობელი ან ავტორიზებული მომხმარებელი და ამავდროულად, იმ „შესაბამისი იურისდიქციის“ რეზიდენტი, რომელიც მითითებულია შესაბამისი იურისდიქციების სიაში. აკრძალულია თქვენს რეგისტრირებულ ბარათებზე წვდომა ან მათი გამოყენება ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ეს უკანონოა ან სხვაგვარად შეზღუდულია.

4. ვერიფიკაცია. სერვისის რეგისტრაციისას ან მისი სხვაგვარად გამოყენებისას შესაძლოა მოგეთხოვოთ ელფოსტის მოქმედი მისამართისა და/ან მობილური ტელეფონის ნომრის მითითება. თქვენ ეთანხმებით, რომ Visa-მ ან მესამე მხარემ (მაგალითად, შეკვეთის გაფორმების მომსახურების პროვაიდერმა) თქვენი პირადობის დასადასტურებლად შესაძლოა გამოგიგზავნოთ ერთჯერადი კოდი (OTP) ელფოსტის მისამართზე და/ან მობილური ტელეფონის ნომერზე.

Visa შეიძლება იყენებდეს ინფორმაციას იმ მოწყობილობების შესახებ, რომლებითაც თქვენს რეგისტრირებულ ბარათებზე წვდომას იღებთ, თქვენი პირადობის დასადასტურებლად და ამ მოწყობილობებსა და თქვენს რეგისტრირებულ ბარათებს შორის სანდო კავშირის დასამყარებლად. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი პერსონალური მოწყობილობის შესაძლებლობების გამოყენება, როგორიცაა თითის ანაბეჭდები, სახის ავთენტიფიკაცია და/ან თქვენი მოწყობილობის პაროლი ("Passkeys") რეგისტრირებული ბარათების წვდომის, გამოყენების ან დადასტურებისთვის. წვდომის გასაღებების (Passkeys) გამოყენება რეგულირდება თქვენი მოწყობილობის მწარმოებლის წესებისა პირობებითა და კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებებით. თქვენი თითის ანაბეჭდები, სახის ავთენტიფიკაციის მონაცემები და/ან მოწყობილობის პაროლი არ ტოვებს თქვენს მოწყობილობას. თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, გამოიყენებთ თუ არა წვდომის გასაღებებს (Passkeys) თქვენს რეგისტრირებულ ბარათებთან დაკავშირებით. მათი გამოყენების გამორთვა შეგიძლიათ თქვენი რეგისტრირებული ბარათის მიბმის გაუქმებით ან თქვენი მოწყობილობის წაშლით პორტალის ან Visa-ს მიერ ხელმისაწვდომი სხვა ვებსაიტის მეშვეობით, რომლის შესახებაც Visa შეგატყობინებთ. თქვენს მიერ Visa Payment Passkeys-ს „Visa-ს გადახდის წვდომის გასაღებების“ გამოყენება რეგისტრირებულ ბარათებთან დაკავშირებით შესაძლებელი იქნება ცალკე წესების და პირობების საფუძველზე და დარეგულირდება ამ პირობებით.

თუ იყენებთ წვდომის გასაღებებს (Passkeys) ან ირჩევთ თქვენი მონაცემების დამახსოვრების ფუნქციას მოწყობილობაზე ან ბრაუზერში, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ასეთი მოწყობილობებისა თუ ბრაუზერების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. Visa არ არის პასუხისმგებელი არცერთი პირის წინაშე სერვისის, თქვენი რეგისტრირებული ბარათების, პორტალზე თქვენი ანგარიშის, თქვენი მოწყობილობების ან ბრაუზერების ნებისმიერ არაავტორიზებულ გამოყენებაზე.

5. კონფიდენციალურობა. Visa ამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია თქვენთვის სერვისის მიწოდებისთვის (როგორც ამ პირობებშია შეთანხმებული) და მასთან დაკავშირებული ან არა შეუთავსებელი მიზნებისთვის, რომლებიც აღწერილია Visa-ს გლობალურ კონფიდენციალურობის შეტყობინებაში ("კონფიდენციალურობის შეტყობინება"). დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ აგროვებენ, იცავენ და უზიარებენ Visa და მასთან აფილირებული პირები თქვენს პერსონალურ ინფორმაციას სერვისით სარგებლობისას, ასევე მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული არჩევანის შესაძლებლობების შესახებ, გთხოვთ, გაეცნოთ კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებას. თუ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პერსონალური ინფორმაციის საზღვრისპირა გადაცემისთვის თანხმობაა საჭირო, წინამდებარე პირობებზე თქვენი თანხმობა ასევე ჩაითვლება თქვენი პერსონალური ინფორმაციის საზღვრისპირა გადაცემაზე თანხმობად, თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობით მაქსიმალურად დაშვებულ ფარგლებში. კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინება შეიძლება პერიოდულად განახლდეს.

თუ ზოგიერთი მერჩანტის ვებსაიტზე შეკვეთის გაფორმებისას თქვენს შესაბამის ბარათებს სერვისში დაარეგისტრირებთ, Visa-მ შესაძლოა გამოიყენოს Google Maps-ის პროდუქტი მისამართის არჩევაში დასახმარებლად. იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც Google ამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, იგი ამას ახორციელებს Google-ის მომსახურების პირობებისა და Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად..

თუ სარგებლობთ თქვენი ემიტენტის, მოვაჭრის, ციფრული საფულის პროვაიდერის, გადახდის ქსელის/სქემის და/ან შესაბამისი მესამე მხარის მიერ გაწეული სხვა მომსახურებებით (მათ შორის, როდესაც ეს მომსახურებები ხელმისაწვდომია Visa System-ის მეშვეობით), შესაძლოა მათზე კონფიდენციალურობის შესახებ ცალკე შეტყობინებები ვრცელდებოდეს. Visa-ს შეუძლია თქვენი პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს ნებისმიერ ასეთ მესამე მხარის სერვისს, რომელიც Visa System-ს სისტემასთან დაკავშირებით გამოიყენება.

თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ გადაწყვეტის გამოყენებასთან დაკავშირებული თქვენი პერსონალური ინფორმაცია იყოს სათანადო და განახლებული. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ განაახლოთ ეს პერსონალური ინფორმაცია პორტალის გამოყენებით.

6. გადაწყვეტის გამოყენებით განხორციელებული ტრანზაქციები. Visa არ არის ბანკი ან ბარათის ემიტენტი. თქვენი საბანკო ანგარიშით ან საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება მხოლოდ თქვენსა და თქვენს ემიტენტს შორის. Visa არ არის გადაწყვეტის გამოყენებით განხორციელებული ტრანზაქციების მხარე. თუ გადაწყვეტის გამოყენებით განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით მოვაჭრესთან ან თქვენს ემიტენტთან დავა წარმოიშობა, მათ შორის, საქონლის ან მომსახურების შეძენის, დაბრუნების ან მიუღებლობის გამო, ამ დავის მოვაჭრესთან ან თქვენს ემიტენტთან მოგვარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ გეკისრებათ. Visa არ არის პასუხისმგებელი არც ასეთ ტრანზაქციებზე და არც მერჩანტების ემიტენტების, სხვა საგადახდო ქსელების/სქემების ან მესამე მხარეების ნებისმიერ ქმედებაზე ან უმოქმედობაზე, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ თქვენი გადახდის პროცესს. როდესაც ბარათებს მესამე მხარის სერვისში (მაგალითად, მოვაჭრის ვებსაიტზე ან ციფრულ საფულეში) ამატებთ, ამ სერვისით თქვენი სარგებლობა, მათ შორის, ამ სერვისში რეგისტრირებული საავტორიზაციო მონაცემების გამოყენება, რეგულირდება შესაბამისი მესამე მხარის პირობებით და არა წინამდებარე პირობებით.

7. ბარათის მფლობელთა შეთანხმებები. წინამდებარე პირობები არ ცვლის და სხვაგვარად არ ახდენს გავლენას თქვენსა და თქვენს ემიტენტს შორის რეგისტრირებულ ბარათთან დაკავშირებით დადებულ ნებისმიერ შეთანხმებაზე („ბარათის მფლობელის შეთანხმება“). ბარათის მფლობელის შეთანხმების დაცვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ გეკისრებათ. ბარათის მფლობელის შეთანხმებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ემიტენტს.

8. საკუთრების უფლებები. წინამდებარე პირობების შესაბამისად Visa-ს მიერ მოწოდებული მთელი შინაარსი, ფუნქციები და შესაძლებლობები, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ტექსტები, გრაფიკული მასალები, ლოგოები, გამოსახულებები, აუდიოჩანაწერები, ვიდეოჩანაწერები, მონაცემთა კრებულები, პროგრამული უზრუნველყოფა და ნებისმიერი სხვა მასალა (ერთობლივად — „შინაარსი“), წარმოადგენს Visa-ს, მასთან დაკავშირებული კომპანიებისა და მისი ლიცენზიების გამცემების საკუთრებას. თქვენ არ გეძლევათ არანაირი ლიცენზია, უფლება, საკუთრების უფლება ან სხვა კანონიერი ინტერესი შინაარსთან ან მის რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით. თუ გადაწყვეტასთან ან Visa-ს სხვა პროდუქტებსა თუ მომსახურებებთან დაკავშირებით წინადადებებს ან სხვა სახის უკუკავშირს მოგვაწვდით, ჩვენ უფლება გვექნება, გამოვიყენოთ ისინი თქვენს წინაშე რაიმე ვალდებულების აღების გარეშე. "Click to Pay ხატულა" () წარმოადგენს სასაქონლო ნიშანს, რომელიც ეკუთვნის EMVCo, LLC-ს და გამოიყენება მისი ნებართვით.

9. გარანტიები და პასუხისმგებლობა. გადაწყვეტა მოწოდებულია „როგორც არის“ და „ხელმისაწვდომობის მიხედვით“, ნებისმიერი სახის პირდაპირი ან ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე, მათ შორის საკუთრების უფლების გარანტიების, ნაგულისხმევი გარანტიებისა იმისა, რომ პროდუქტი ვარგისია გასაყიდად, ან რომ იგი შეესაბამება კონკრეტულ მიზანს. Visa არ არის პასუხისმგებელი თქვენს მიერ სერვისით სარგებლობის შედეგად წარმოშობილ რაიმე ზიანზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ტრანზაქციების შეფერხებაზე ან წარუმატებლად განხორციელებაზე, მერჩანტებთან დავებზე, შეცდომებზე, მომსახურების შეფერხებებზე ან არაავტორიზებულ წვდომაზე. სერვისის მიწოდება შეიძლება შეფერხებებით მიმდინარეობდეს. წინამდებარე პირობების შესაბამისად, Visa-ს თქვენს წინაშე ჯამური პასუხისმგებლობა შემოიფარგლება შემდეგი ორი თანხიდან უმცირესით: (i) თქვენს მიერ რეალურად განცდილი ზარალის ოდენობით; და (ii) 100 აშშ დოლარით (ან მისი ეკვივალენტით თქვენი შესაბამისი იურისდიქციის ვალუტაში). წინამდებარე პირობების არცერთი დებულება არ გამორიცხავს ან ზღუდავს პასუხისმგებლობას სიკვდილის, სხეულის დაზიანების, თაღლითობის ან ნებისმიერი სხვა საკითხის გამო, რომლისთვისაც კანონით პასუხისმგებლობის შეზღუდვა ან გამორიცხვა დაუშვებელია. თქვენი შესაბამისი იურისდიქციის კანონმდებლობა შესაძლოა არ ითვალისწინებდეს წინამდებარე ნაწილში აღწერილი პასუხისმგებლობის შეზღუდვას ან გამორიცხვას, ამიტომ ეს შეზღუდვები ან გამონაკლისები შესაძლოა თქვენზე არ ვრცელდებოდეს. ასეთ შემთხვევებში Visa-ს პასუხისმგებლობა შეიზღუდება თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობით მაქსიმალურად დაშვებულ ფარგლებში.

10. სერვისის მიწოდების შეწყვეტა, შეჩერება და წინამდებარე პირობების მოქმედების შეწყვეტა..

10.1. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ ცალკეული რეგისტრირებული ბარათების რეგისტრაცია სერვისში პორტალისმეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ წინამდებარე პირობების მოქმედება პორტალის მეშვეობით თქვენს მიერ რეგისტრირებული ყველა ბარათის რეგისტრაციის გაუქმებით — ამით შეწყდება თქვენი მონაწილეობა სერვისში.

10.2. Visa-მ შეიძლება შეწყვიტოს, შეაჩეროს ან გააუქმოს გადაწყვეტის მთელი ან ნაწილი და ეს პირობები, თქვენთვის შეტყობინებით ან მის გარეშე, შემდეგ გარემოებებში:

  1. როდესაც Visa-ს კონტროლს მიღმა არსებული მიზეზების გამო Visa ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტის ან მისი ცალკეული ნაწილების მიწოდებას;
  2. თქვენი უფლებამოსილი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  3. კომპეტენტური ორგანოს ან სასამართლოს მითითების შესასრულებლად;
  4. თუ Visa-სთვის სერვისის ან მისი ცალკეული ნაწილების შეთავაზება ეკონომიკურად აღარ არის მიზანშეწონილი;
  5. თუ Visa გადაწყვეტს, შეწყვიტოს სერვისის მიწოდება თქვენს შესაბამის იურისდიქციაში;
  6. თქვენი ემიტენტის ან Visa-ს სხვა პარტნიორის მიერ მოწოდებული სერვისით სარგებლობის გასამარტივებლად;
  7. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არღვევთ ამ პირობებს;
  8. იმ შემთხვევაში, თუ Visa ეჭვობს თაღლითობას ან უკანონო, არასანქცირებულ ან არასწორ ქცევას; და
  9. სანქციების სკრინინგის შედეგად.

10.3. Visa-ს უფლება აქვს, სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს გადაწყვეტის მიწოდება, შეაჩეროს იგი ან შეწყვიტოს მისი შეთავაზება, აგრეთვე შეწყვიტოს წინამდებარე პირობების მოქმედება ზემოთ, 10.2 ნაწილში ჩამოთვლილი გარემოებების გარდა სხვა გარემოებებში, იმ პირობით, რომ Visa მოგაწვდით სათანადო შეტყობინებას, თუ ამას თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს.

10.4. წინამდებარე პირობების ნებისმიერი დებულება, რომელიც თავისი ხასიათიდან გამომდინარე, მათი მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც უნდა დარჩეს ძალაში, ძალაში რჩება წინამდებარე პირობების შეწყვეტის შემდეგაც, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მე-12 ნაწილი.

10.5. თუ თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობა გაძლევთ დამატებით უფლებებს ან აწესებს უფრო მკაცრ მოთხოვნებს სერვისის მიწოდების ან წინამდებარე პირობების მოქმედების შეწყვეტასთან, სერვისის შეჩერებასთან ან მისი მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასეთი უფლებები და მოთხოვნები გამოიყენება და უპირატესობა ენიჭება წინამდებარე ნაწილის დებულებებს იმ ფარგლებში, რამდენადაც ამას თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს.

11. გადაწყვეტისა და წინამდებარე პირობების ცვლილება.

11.1. თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, Visa-ს უფლება აქვს, შეცვალოს, გააუმჯობესოს ან მოდიფიცირება გაუკეთოს გადაწყვეტას სრულად ან ნაწილობრივ, აგრეთვე წინამდებარე პირობებს, თქვენი შეტყობინებით ან შეტყობინების გარეშე, შემდეგ გარემოებებში:

  1. როდესაც Visa-ს კონტროლს მიღმა არსებული მიზეზების გამო Visa ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტის ან მისი ცალკეული ნაწილების მიწოდებას, რის გამოც აუცილებელი ხდება ცვლილების შეტანა, გაუმჯობესება ან მოდიფიცირება;
  2. თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  3. კომპეტენტური ორგანოს ან სასამართლოს მითითების შესასრულებლად;
  4. როდესაც ასეთი ცვლილება, გაუმჯობესება ან მოდიფიცირება თქვენთვის სასარგებლოა (მაგალითად, ტექნიკური ფუნქციების, უსაფრთხოების, მდგრადობის, წარმადობის და/ან მომხმარებლისთვის განკუთვნილი პროცესის დამატებით ან გაუმჯობესებით; შეცდომებისა თუ სხვა ხარვეზების გამოსწორებით; აგრეთვე იმ ფუნქციების ამოღებით, რომლებიც თქვენთვის ღირებულებას აღარ ქმნის); და
  5. როდესაც გადაწყვეტის ან მისი ცალკეული ნაწილების შეთავაზება Visa-სთვის ეკონომიკურად არამიზანშეწონილი ხდება.

11.2. Visa-ს უფლება აქვს, შეცვალოს, გააუმჯობესოს ან მოდიფიცირება გაუკეთოს გადაწყვეტას სრულად ან ნაწილობრივ, აგრეთვე წინამდებარე პირობებს, ზემოთ, 11.1 ნაწილში ჩამოთვლილი გარემოებების გარდა სხვა გარემოებებში, იმ პირობით, რომ Visa მოგაწვდით სათანადო შეტყობინებას, თუ ამას თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს.

11.3. ასეთი ცვლილებების, გაუმჯობესებების ან მოდიფიკაციების ძალაში შესვლის შემდეგ თქვენს რეგისტრირებულ ბარათებზე ან გადაწყვეტაზე წვდომის გაგრძელება ან მათი გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება თქვენს თანხმობად აღნიშნულ ცვლილებებზე, გაუმჯობესებებსა თუ მოდიფიკაციებზე.

11.4. თუ არ ეთანხმებით რაიმე ცვლილებას, გაუმჯობესებას ან მოდიფიკაციას, შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ წინამდებარე პირობების მოქმედება პორტალის მეშვეობით თქვენს მიერ რეგისტრირებული ყველა ბარათის რეგისტრაციის გაუქმებით — ამით შეწყდება თქვენი მონაწილეობა სერვისში.

11.5. წინამდებარე პირობების უახლესი რედაქციის დადგენა შეგიძლიათ მათი ბოლოს მითითებული "ბოლო განახლების თარიღის" შემოწმებით.

11.6. თუ თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობა გაძლევთ დამატებით უფლებებს ან აწესებს უფრო მკაცრ მოთხოვნებს გადაწყვეტის ან წინამდებარე პირობების შეცვლასთან, გაუმჯობესებასთან ან მოდიფიცირებასთან დაკავშირებით, ასეთი უფლებები და მოთხოვნები გამოიყენება და უპირატესობა ენიჭება წინამდებარე ნაწილის დებულებებს იმ ფარგლებში, რამდენადაც ამას თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს.

12. ზოგადი.

12.1. Visa-ს სახელშეკრულებო მხარე; მოქმედი კანონი; დავის გადაწყვეტა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულია Visa-ს ხელშეკრულების მხარე იურიდიული პირი, Visa-ს რეგიონი, მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტის პირობები, რომლებიც თქვენზე ვრცელდება წინამდებარე პირობების შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ Visa-ს რომელ „რეგიონს“ მიეკუთვნება თქვენი შესაბამისი იურისდიქცია, იხილეთ შესაბამისი იურისდიქციების სია. "Visa Contracting Entity" ნიშნავს იმ პირს, რომელმაც დადო ეს პირობები თქვენთან. მითითებები "Visa"-ზე ნიშნავს თქვენს Visa Contracting Entity-ს. ეს პირობები არ ქმნის არანაირ შეთანხმებას თქვენსა და თქვენი Visa Contracting Entity-ს ნებისმიერ შვილობილ კომპანიას შორის. თქვენი უფლებამოსილი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული მაქსიმალური ზომით, თქვენი Visa Contracting Entity-ს თითოეული შვილობილი კომპანია ამ პირობების განზრახული მესამე მხარის ბენეფიციარია.

12.2. კომპენსაცია. თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, თქვენ თანხმდებით, აუნაზღაუროთ Visa-სა და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ნებისმიერი ზარალი, პასუხისმგებლობა, ზიანი, ჯარიმა და ხარჯი, აგრეთვე დაიცვათ ისინი ნებისმიერი პრეტენზიისა თუ მოთხოვნისგან, რომელიც გამოწვეულია თქვენ მიერ წინამდებარე პირობების დარღვევით, დაკავშირებულია ასეთ დარღვევასთან ან მის შედეგად წარმოიშობა. წინამდებარე 12.2 პუნქტი თქვენზე არ ვრცელდება, თუ ხართ ანდორის, ავსტრიის, ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლუქსემბურგის, მალტის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიის ან შვედეთის რეზიდენტი.

12.3. შეტყობინებები. თქვენ ეთანხმებით, რომ Visa-მ შესაძლოა გამოგიგზავნოთ შეტყობინებები, გაგიმჟღავნოთ ინფორმაცია და მოგაწოდოთ სხვა კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია გადაწყვეტასთან, Visa System ან წინამდებარე პირობებთან, ტექსტური შეტყობინებებით (SMS), ელფოსტით, პორტალზე, გამოქვეყნებით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ფორმებით, და რომ ასეთი ელექტრონული კომუნიკაცია მიიჩნევა „წერილობით“ კომუნიკაციად. თუ თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობა სხვაგვარად არ მოითხოვს, ელექტრონული შეტყობინებები მიღებულად ითვლება მათი გაგზავნის დღეს და ქაღალდის ან სხვა მატერიალური ფორმით ასლები არ გაიცემა. თქვენ პასუხისმგებელი ხართ შეტყობინებების გაგზავნის ან მონაცემთა გადაცემისთვის შესაძლო საფასურის გადახდაზე.

12.4. უფლების დათმობა, ნოვაცია და გადაცემა.

  1. თქვენი უფლებამოსილი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული ფარგლების შესაბამისად, თქვენ არ შეგიძლიათ გადასცეთ, გადააკეთოთ ან სხვაგვარად გადასცეთ თქვენი უფლებები და/ან ვალდებულებები ამ პირობების თანახმად, კანონის მოქმედებით ან სხვაგვარად, Visa-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
  2. თქვენი უფლებამოსილი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული ფარგლებით, თქვენ ეთანხმებით, რომ Visa-მ შეიძლება გადასცეს, გადააკეთოს და/ან სხვაგვარად გადასცეს ამ პირობებით გათვალისწინებული თავისი უფლებები და/ან ვალდებულებები Visa-ს ნებისმიერ შვილობილ კომპანიას ან ნებისმიერ მესამე მხარეს თქვენთვის დამატებითი შეტყობინების ან თქვენი თანხმობის გარეშე. თუმცა, თუ თქვენი უფლებამოსილი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობა ამას მოითხოვს, Visa მოგაწვდით საჭირო შეტყობინებას და/ან მიიღებს თქვენს თანხმობას.

12.5. თარგმანები და უპირატესი ენა. თუ ამ პირობების ნებისმიერი თარგმანი ხელმისაწვდომია თქვენთვის ინგლისურის გარდა სხვა ენაზე, ამ პირობების გადამწყვეტი ენა ინგლისურია და ამ პირობებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა გადაწყდება თქვენი უფლებამოსილი იურისდიქციის მოქმედი კანონის მიერ დაშვებული მაქსიმალური ზომით, ამ პირობების ინგლისური ვერსიის საფუძველზე. წინამდებარე ნაწილი არ ვრცელდება თქვენზე, თუ ხართ „ევროპის რეგიონის“ რეზიდენტი, როგორც ეს აღწერილია შესაბამისი იურისდიქციების სიაში..

12.6. სრული შეთანხმება და დებულებების განცალკევებადობა. წინამდებარე პირობები წარმოადგენს Visa-სა და თქვენს შორის სერვისთან დაკავშირებულ სრულ შეთანხმებას. Visa-ს მიერ წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული რომელიმე დებულების ან უფლების გამოუყენებლობა ან მისი გამოყენების ან აღსრულების დაყოვნება არ ჩაითვლება ასეთ დებულებაზე ან უფლებაზე უარის თქმად. თქვენ და Visa თანხმდებით, რომ თუ კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლო წინამდებარე პირობების რომელიმე დებულებას უკანონოდ, ბათილად (მათ შორის, კანონის ძალით) ან რაიმე მიზეზით აღუსრულებლად მიიჩნევს, ეს დებულება ჩაითვლება წინამდებარე პირობებისგან განცალკევებად და გავლენას არ მოახდენს დარჩენილი დებულებების ნამდვილობასა და აღსრულებადობაზე.

12.7. ხშირად დასმული კითხვები. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა გადაწყვეტასთან ან ამ პირობებთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ხშირად დასმულ კითხვებს ("FAQs"), რომელიც ხელმისაწვდომია პორტალის საშუალებით. თუ ხშირად დასმულ კითხვებში თქვენს კითხვას პასუხი არ მოეძებნა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Visa-ს ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით უფლებამოსილი იურისდიქციების სიაში მითითებული ბმულების მეშვეობით.

12.8. საჩივრის წარდგენის წესი.

  1. თქვენ გაქვთ უფლება, წარადგინოთ საჩივარი Visa-სთან ამ პირობებთან და გადაწყვეტასთან დაკავშირებით. საჩივარს, Visa კონფიდენციალურად განიხილავს. Visa დაუყოვნებლივ დაადასტურებს თქვენი საჩივრის ქვითარს და საჩივრის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში (თუ არ არის საჭირო უფრო მოკლე პერიოდი თქვენი უფლებამოსილი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით), ნათლად განმარტავს, თუ რა ქმედება განხორციელდა საჩივრის განხილვის მიზნით.
  2. ზოგიერთი შესაბამისი იურისდიქციის რეზიდენტებს დამატებითი ინფორმაციის მოძიება მათ შესაბამის იურისდიქციაში მოქმედი საჩივრების წარდგენის პროცედურების შესახებ შეუძლიათ შესაბამისი იურისდიქციების სიაში.

12.9. წინამდებარე პირობების არცერთი დებულება არ გამორიცხავს ან ზღუდავს თქვენს, როგორც მომხმარებლის, კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო უფლებებს, რომლებიც გეკუთვნით თქვენი შესაბამისი იურისდიქციის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წინამდებარე პირობები არ ისახავს მიზნად ამ უფლებების შელახვას ან გაუქმებას.

13. შესაბამისი იურისდიქციებისთვის განკუთვნილი პირობები. შემდეგი პირობები მხოლოდ უფლებამოსილი იურისდიქციის მაცხოვრებლებს ეხებათ. თუ ქვემოთ მოცემული დებულება შეესაბამება წინამდებარე პირობების რომელიმე დანომრილ ნაწილს და იმეორებს მის ნუმერაციას, შესაბამისი იურისდიქციისთვის განკუთვნილი დებულების ვერსია ანაცვლებს ზემოთ მოცემულ შესაბამის ნაწილს.

ბოლოს განახლდა: 2026 წლის 10 ნოემბერი