Visa-ს გლობალური შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ

ძალაში შესვლის თარიღი: 05.11.2025
1>2>/2?Visa-ს შვილობილი კომპანიები არიან კომპანიები, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდებას Visa U.S.A-ის მიერ. Inc.-ს ან მის მშობელი კომპანიის Visa Inc.-ს საკუთრების გზით - მაგალითად, Visa International Service Association, Visa Worldwide Pte. Limited, Visa Canada Corporation, Visa International Servicios de Pago España, S.R.L., Visa Europe Limited, Visa do Brasil Empreendimentos Ltda, CardinalCommerce Corporation, CyberSource Corporation და Verifi

ჩვენსა და თქვენ შორის ურთიერთობისა და ინტერაქციის მიხედვით, ჩვენ მიერ მოგროვებული პირადი ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

  • საკონტაქტო ინფორმაცია — მოიცავს თქვენს სახელს, მომხმარებლის სახელს, საფოსტო მისამართს, ელფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, მობილური ტელეფონის ნომერს, სოციალური მედიის პროფილის სახელს სხვა პირად იდენტიფიკატორებთან ერთად. ეს შეიძლება ასევე მოიცავდეს ინდივიდუალური მეწარმეების საკონტაქტო ინფორმაციას, ასევე იურიდიული პირების ან ბიზნესის საკონტაქტო მონაცემებს
  • ტრანზაქციებისა და ფინანსური ინფორმაცია მოიცავს შემდეგს:
    • ინფორმაცია თქვენი ბარათის შესახებ, მათ შორის, ბარათის 16-ნიშნა ნომერი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ძირითადი ანგარიშის ნომერი ან „PAN“; დაკავშირებული არაფინანსური იდენტიფიკატორი, გადახდების ანგარიშის საცნობარო ნომერი ან „PAR“ token; მოქმედების ვადა, სერვისის კოდი, PIN damowmebis კოდი, CVV კოდი; და
    • ინფორმაცია თქვენი ტრანზაქციების შესახებ, მათ შორის, ტრანზაქციის დრო, თარიღი, მდებარეობა და ოდენობა, მოვაჭრის შესახებ ინფორმაცია. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ასევე შეიძლება მოიცავდეს თითოეული საგნის დონის მონაცემებს.
  • ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია — მოიცავს ინფორმაციას თქვენი საყიდლებისა და გადახდების უპირატესობების შესახებ და სხვა ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება თქვენთვის პერსონალიზებული შიგთავსის შეთავაზებაში, მაგალითად:
    • დემოგრაფიული ინფორმაცია, მაგალითად, ასაკობრივი ჯგუფები, ოჯახური სტატუსი;
    • თქვენ მიერ კონკრეტული შესყიდვის ან ცხოვრებისეული მოვლენებით სარგებლობის ალბათობა; და
    • სოციალური მედიის პროფილებიდან მონაცემები და ინფორმაცია თქვენი ინტერესების შესახებ.
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია — მოიცავს თქვენს Visa-სთან ინტერაქციის ინფორმაციას, მათ შორის:
    • თქვენ მიერ აქციებსა და პროგრამებში მონაწილეობისას შეგროვებულ ინფორმაციას (მაგალითად, დაჯილდოების პროგრამის ინფორმაცია ანგარიშის შესახებ);
    • ბარათის უპირატესობების პროგრამის ინფორმაცია, მათ შორის, საკვალიფიკაციო მონაცემები და დაკავშირებული ჩანაწერები;
    • ინფორმაცია, რომელიც ჩვენთან დაკავშირებისას შეგროვდა, მაგალითად, მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურის მეშვეობით;
    • ვიზიტორთა ჟურნალები;
    • Visa-ს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებზე დასწრებისას შეგროვებული ინფორმაცია, მაგალითად, მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფორმაცია თქვენთვის და ნებისმიერი თანმხლები პირებისთვის; და
    • სხვა ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწვდით, მაგალითად, მომხმარებლის ავთენტიფიკაციის მიზნით (პაროლი, ანგარიშის უსაფრთხოების შეკითხვები).
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები — ეს შეიძლება მოიცავდეს სახის ამოცნობის მონაცემებს, თითის ანაბეჭდებს, კლავიშებზე დაჭერის დროებს, გადაადგილების პოზიციას და ქცევის ან სხვა ფიზიკური პატერნების მონაცემებს, როგორებიცაა, Visa-სთან ან მის კლიენტებთან ბიომეტრიული ავტორიზაციის გავლის დროს შეგროვებული მონაცემები.
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები — მოიცავს ინფორმაციას თქვენს კომპანიაში თქვენი როლის შესახებ, პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების ავტორიზაციას და თქვენს მიერ შეკვეთების განთავსების უფლებას; კლიენტის/მიმწოდებლის საკვალიფიკაციო დეტალებს; და სხვა მონაცემებს, რომელსაც გაგვიზიარებთ ჩვენთან ურთიერთობისას.
  • დასკვნითი და წარმოებული ინფორმაცია — ჩვენ ვქმნით დასკვნებს და წარმოვქმნით მონაცემთა ელემენტებს ჩვენი ურთიერთობებისა და ტრანზაქციული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, დავაგენერიროთ განწყობის, თვისებების და ქულების მონაცემები მარკეტინგის, უსაფრთხოებისა და თაღლითობასთან ბრძოლის მიზნებისთვის.
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია — მოიცავს ვებსაიტებთან, აპლიკაციებთან და რეკლამებთან თქვენი ინტერაქციის ინფორმაციას, მათ შორის, IP მისამართს, მოწყობილობის იდენტიფიკატორებს, პარამეტრებს, მახასიათებლებს, რეკლამის ID-ს, დათვალიერების ისტორიას, ვებ-სერვების ჟურნალებს, სერვერის ჟურნალის ჩანაწერებს, აქტივობის ჟურნალის ჩანაწერებს, კლავიშების გამოყენების დროებს და სხვა ინფორმაციას, რომლებიც Cookie ფაილებითა და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით შეგროვდება.
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია — აუდიო, ელექტრონული, ვიზუალური ან მსგავსი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ჩვენთან ინტერაქციასთან და მოიცავს ფოტოებს, ვიდეო სურათებს, CCTV კამერების ჩანაწერებს, ქოლ ცენტრის ჩანაწერებს, ზარების მონიტორინგის ჩანაწერებს და ხმოვან ფოსტას.
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები — სოციალური უსაფრთხოების ნომერი, მართვის მოწმობის ნომერი, პასპორტის ნომერი და სხვა ოფიციალური დოკუმენტების იდენტიფიკატორები.
  • გეოლოკაციის ინფორმაცია — გეოლოკაციის ზუსტი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა თქვენი მობილური მოწყობილობიდან ავტომატურად შევაგროვოთ, თუ ნებას დაგვრთავთ მის შეგროვებაზე.
  • პროფესიული და დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია — ეს მოიცავს თანამშრომლებისა და პოტენციური თანამშრომლების შესახებ პროფესიულ და დასაქმებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, მათ შორის განაცხადისა და რეზიუმეს დეტალებს, როგორიცაა განათლება და სამუშაო გამოცდილება, აგრეთვე ინფორმაციას შესაბამისი თანამდებობისთვის კვალიფიკაციის შესახებ, როგორიცაა უნარები და სერთიფიკატები. პროფესიული ინტერესები და მიზნები; თანამშრომელთა კვალიფიკაციასთან დაკავშირებული შეგროვებული ინფორმაცია, მათ შორის სამუშაოს შესრულების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ასევე რეკომენდაციები
  • შესაბამისობის მონაცემები — მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი ჩანაწერები; მომხმარებლის უპირატესი პარამეტრების ჩანაწერები, მაგალითად, თქვენი არჩევანი (თანხმობა ან უარყოფა) მარკეტინგული პროგრამების თაობაზე; უფლების სარგებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ჩანაწერები.

პირადი ინფორმაციის გარკვეული ნაწილი შესაძლოა მიიჩნეოდეს სენსიტიურ ინფორმაციად ზოგიერთ იურისდიქციაში.

პირადი ინფორმაცია თქვენგან შესაძლოა სხვადასხვა წყაროებით შევაგროვოთ, რაც დამოკიდებულია ჩვენსა და თქვენ შორის ურთიერთობასა და ინტერაქციაზე. წყაროები მოიცავს შემდეგს:

  • თქვენი ფინანსური ინსტიტუტები, გადახდის ბარათის გამცემი, გამყიდველი, მყიდველი და სხვა პარტნიორი, როცა Visa-ს ბრენდის გადახდის პროდუქტს იყენებთ, ან ჩვენ ვმოქმედებთ მათი სახელით, მაგალითად, როცა Visa ბარათს შეხებით იყენებთ;
  • თქვენ, როცა ერთვებით ბარათის ბმულით Visa-ს ან სხვა პარტნიორის შეთავაზების პროგრამაში, ასევე ერთვებით Visa-ს დაწკაპუნებით გადახდის სერვისში, ან მონაწილეობთ გამოკითხვაში;
  • თქვენი კომპიუტერი ან მოწყობილობები, როცა ჩვენს პლატფორმებს, ვებსაიტებს და აპლიკაციებს იყენებთ ან სხვა ავტომატური ტექნოლოგიების გამოყენებისას, მაგალითად, როცა ჩვენ ვაწარმოებთ ზარების ჩაწერას ქოლ ცენტრში ან ვიყენებთ CCTV კამერებს ჩვენს ოფისებში; და
  • სხვა მესამე მხარეები, მათ შორის, მონაცემთა შემკრებები, სოციალური მედიის კომპანიები და საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა წყაროები. დამატებით, პროფესიული და დასაქმების ინფორმაცია შესაძლოა შეგროვდეს თქვენი რეკომენდაციებიდან და მესამე მხარიდან, რომლებიც გვეხმარება შიდა კვლევებსა და გამოცდილების შემოწმებებში, ხოლო ბიზნესის მონაცემები შესაძლოა შეგროვდეს თქვენი დამსაქმებლისგან, სავაჭრო ფორუმისა და კონფერენციის ორგანიზატორისგან და პროფესიული სერვისების პროვაიდერი კომპანიებისგან.

შეგროვებისა და გაზიარების მიზანი
პირადი ინფორმაციის კატეგორიები/1

დამუშავების იურიდიული საფუძველი

(სადაც მოითხოვება კანონმდებლობით)

Visa-ს ელექტრონული გადახდების ქსელების ფუნქციონირება (ავტორიზაცია, ტრანზაქციების კლიარინგი და შესრულება, ტოკენიზაცია), გადახდის ტრანზაქციების განხორციელება, დავების გადაწყვეტა, თაღლითობის პრევენცია და უსაფრთხოება

თაღლითობისა და კიბერ თავდასხმებისგან თავდასაცავად, კიბერ უსაფრთხოების გაძლიერება ოპერაციებისა და ქსელის დაცვის კუთხით და რისკების დაზღვევის კუთხით.

გაუმჯობესებული პირადობის ამოცნობის, თაღლითობის პრევენციის და უსაფრთხოების დაცვის გაზრდის მიზნით ისეთი საშუალების გამოყენება როგორიცაა თაღლითობის ქულები და წესები ან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემები რომელთც შეუძლიათ თაღლითური ქცევების იდენტიფიცირება.

  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციები და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან კონტრაქტის გასაფორმებლად, ან, საჭიროების შემთხვევაში, თქვენსა და სავაჭრო ფირმას, ან თქვენსა და თქვენი ბარათის გამცემ საფინანსო დაწესებულებას, ან სხვა ორგანიზაციას შორის კონტრაქტის გაფორმებისთვის, როდესაც Visa უზრუნველყოფს საგადასახადო მომსახურებას, ან მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი
  • იმ კანონებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვეხება
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, რაც გულისხმობს თქვენსა და სხვების დაცვას საფრთხეებისგან (უსაფრთხოებასთნ დაკავშირებული და სხვა თაღლითობასთან დაკავშირებული საფრთხეები). ჩვენი ბიზნესის ხელშეწყობისა და ადმინისტრირებისთვის, როგორიცაა ხარისხის კონტროლი, შესაბამისობის დაცვა, ანგარიშების წარმოება და მომსახურება;კორპორატიული ტრანზაქციების სამართავად, როგორიცაა შერწყმა ან შესყიდვები; ასევე ჩვენი ბიზნესის და მომხმარებლებთან ურთიერთობის უკეთ გასაგებად და გასაუმჯობესებლად.

პროდუქტების, სერვისების, პროგრამების, შემოთავაზებების ან თქვენ მიერ Visa-სგან მოთხოვნილი ინფორმაციის მოსაწოდებლად და ისეთი მიზნები შესასრულებლად, როგორიცაა უფლებამოსილების განსაზღვრა და კლიენტთა მხარდაჭერის სამსახურის მხარდაჭერა
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციები და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • იმ კანონებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვეხება
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

ჩვენი კლიენტებისთვის მომსახურების მიწოდება. მაგალითად, თუ ბარათის გამცემის ან სავაჭრო ობიექტის ლოიალობის პროგრამაში დარეგისტრირდებით, ჩვენ დავამუშავებთ ბარათის ტრანზაქციების მონაცემებს, რათა გამოვთვალოთ თქვენი ჯილდოს ოდენობა და სამიზნე ჯგუფისთვის განკუთვნილი შემოთავაზებები მოგაწოდოთ კლიენტისგან
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციები და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • იმ კანონებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვეხება
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

Visa-ს ისეთი გადახდის სერვისის გამოყენება, როგორიცაა Click to Pay, მათ შორის აღნიშნულ სერვისში რეგისტრაცია (რომელიც შეიძლება განხორციელდეს პირდაპირ Visa-ს მეშვეობით ან თქვენს გამცემი ბანკის მიერ), რაც საშუალებას მოგცემთ ავტომატურად დარჩეთ ავტორიზებულ მდგომარეობაში თქვენს მოწყობილობაზე (თუ აირჩიეთ), სისტემიდან გასვლა, თქვენი პროფილის მართვა და სხვა ციფრულ საფულეებთან ინტეგრაცია (თუ აირჩიეთ), ასევე მონაწილეობა პროგრამებში, რომლებიც დაკავშირებულია აღნიშნულ გადახდის სერვისთან. ეს შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ სერვუსს უზრუნველყოფს გამომცემი ბანკი (თუკი ეს შესაძლებელია)
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციები და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • იმ კანონებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვეხება
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

გამოკითხვების, ლოიალობის პროგრამების, ლატარეების, კონკურსებისა და ღონისძიებების ჩატარებისთვის
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციები და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

თქვენს არჩევანზე დაყრდნობით მოგაწოდოთ მარკეტინგული კომუნიკაციები, ინდივიდუალური შემოთავაზებები და თქვენი ინტერესების შესაბამისი რეკლამები
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციები და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, მაგალითად, თქვენთვის სიახლეებისა და შემოთავაზებების გამოსაგზავნად

თქვენთან და/ან თქვენს კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, განვითარება და შენარჩუნება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციები და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

ჩვენთან არსებული სამუშაო და საკონტრაქტო ურთიერთობის ხელშეწყობა ან პოზიციისთვის შეფასება, მაგალითად, ადამიანური რესურსების, რისკის მართვისა და შესაბამისობის მიზნებისთვის
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • პროფესიული და დასაქმების ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • იმ კანონებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვეხება
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

შეიტყვეთ, როგორ იყენებთ თქვენ და სხვები ჩვენს პროდუქტებს ანალიზისა და მოდელირების მიზნით, ასევე, ბიზნესის შესახებ მასალების მიმოხილვების მისაღებად და ეკონომიკურ ტენდენციებზე დაკვირვებისთვის
  • ამ მოქმედებებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ტრანზაქცია და ფინანსური ინფორმაცია, ინფორმაცია სხვადასხვა აქტივობებზე და ურთიერთობებზე, ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია, ლოკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

შევადგინოთ მონაცემთა დეპერსონიფიცირებული, დეიდენტიფიცირებული, ანონიმური ან აგრეგირებული სერიები, რომლებიც გამოიყენება პროდუქტის განვითარებისთვის და კლიენტებისათვის საკონსულტაციო სერვისების მიწოდებისათვის
  • ამ მონაცემთა ნუსხის წარმოსაქმნელად შესაძლოა გამოყენებული იყოს ტრანზაქცია და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ურთიერთობებზე, ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია.
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

ჩვენი ყოველდღიური ბიზნეს მიზნების მხარდასაჭერად, როგორიცაა ანგარიშის მართვა, ხარისხის კონტროლი, ვებსაიტის ადმინისტრირება, ბიზნესის შეუფერხებელი ფუნქციონირება და უბედური შემთხვევით მიღებული ზარალის ანაზღაურება, უსაფრთხოება და თაღლითობის პრევენცია, კორპორაციული მართვა, ანგარიშგება და იურიდიული შესაბამისობის უზრუნველყოფა, ანალიზი და კვლევა, კონტრაქტების აღსრულება და მართვა, და მოთხოვნილი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება*
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციები და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • პროფესიული და დასაქმების ინფორმაცია
  • შესაბამისობის ინფორმაცია
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • იმ კანონებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვეხება
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
თქვენი ნებართვის შემდეგ ჩვენ ასევე შესაძლოა დავამუშავოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია. მაგალითად, იქ სადაც ამას კანონი გვავალდებულებს, შესაძლოა, თქვენს თანხმობას დავეყრდნოთ, რათა მოგაწოდოთ მარკეტინგული კომუნიკაციები და პერსონალიზებული გამოცდილება, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ.

„ყოველდღიური ბიზნეს მიზნები“ მოიცავს შემდეგ ბიზნეს და დაკავშირებულ მიზნებს, რომელთათვისაც პირადი ინფორმაციის გამოყენება შეიძლება დაგვჭირდეს:

შესაძლოა, თქვენი პირადი ინფორმაცია გავუმჟღავნოთ:

  • ჩვენი შვილობილი კომპანიები;
  • ჩვენი სერვისის პროვაიდერები, თქვენთვის სერვისების მიწოდების მიზნით;
  • ფინანსური ინსტიტუტები, სავაჭრო ობიექტები, გადახდების დამუშვებაზე პასუხისმგებელი პირები და სხვა მესამე მხარეები, რომლებიც ექვემდებარება კონფიდენციალურობასა და გამოყენების შეზღუდვებს თქვენი გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის, თაღლითობისა და რისკის მართვის, პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების და განვითარებისა და ჩვენი ყოველდღიური ბიზნეს მიზნების მხარდაჭერის მიზნით;
  • მესამე მხარეები, რომლებიც გვეხმარებიან თაღლითობის აღმოჩენასა და აღკვეთაში. მესამე მხარის თაღლითობის პრევენციის სერვისების მომწოდებლები, რომლებსაც ვიყენებთ თაღლითური ტრანზაქციების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. ისინი დამოუკიდებელი პასუხისმგებელი პირები (data controllers) არიან თქვენი პერსონალური მონაცემების მიმართ და იყენებენ მას მათ მიერ მოწოდებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის.
  • მესამე მხარეები, მაგალითად, მესამე მხარის სარეკლამო პარტნიორები, რომლებმაც შესაძლოა გამოიყენონ Cookie ფაილების და მსგავსი წყაროებისგან შეგროვებული მონაცემები, რაც გვეხმარება ჩვენი ონლაინ სარეკლამო პროგრამებში;
  • სამთავრობო უწყებები;
  • რეკრუტინგის სააგენტოები და თქვენი რეკომენდატორები (პროფესიული და დასაქმების ინფორმაციისთვის); და
  • თქვენი კომპანია და მისი შვილობილი კომპანიები (ბიზნეს მომხმარებლის მონაცემებისთვის).

ჩვენ შესაძლოა გავამჟღავნოთ პერსონალური ინფორმაცია, როცა ამას კანონი მოგვთხოვს, მაგალითად, გავუმჟღავნოთ ის სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან სასამართლოებს; ასევე, კანონიერად გავამჟღავნოთ ის ბიზნეს აქტივების გაყიდვის ან გადაცემის დროს, ჩვენი კონტრაქტების აღსრულებისას, ჩვენი საკუთრებისა და სხვისი უფლების, საკუთრების თუ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ან აუდიტის, შესაბამისობის და კორპორაციული მართვის მოთხოვნებისთვის.

ზოგიერთ ქვეყანაში Visa Click to Pay უზრუნველყოფს მარტივ, თანმიმდევრულ და უსაფრთხო ონლაინ გადახდის საშუალებას. ეს ფუნქცია შეიძლება შემოგთავაზოთ პირდაპირ Visa-მ ან თქვენი ბარათის გამცემმა (ემიტენტმა), როგორც ბარათთან დაკავშირებული სერვისი.

თუ თქვენი გამცემი ბანკი გთავაზობთ ამ მომსახურებას საკუთარი წესებისა და პირობების შესაბამისად, დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ მის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

თუ Visa გთავაზობთ ამ მომსახურებას, თქვენ მიიღებთ Visa-ს მომსახურების პირობებს. ასევე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენს პროფილზე წვდომა Visa Click to Pay-ის მომხმარებელთა პორტალზე.

ამ გლობალურ შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ ემატება შემდეგი შეტყობინებები იმის მიხედვით, თუ როგორ და სად ამყარებთ ჩვენთან ინტერაქციას:

ჩვენი „შეტყობინება ქუქი-ფაილების შესახებ“ განმარტავს ქუქი-ფაილებისადმი, ტეგებისადმი და ჩვენ მიერ შეგროვებული მსგავსი ტიპის ონლაინ მონაცემებისადმი ჩვენს მიდგომებს.