
კონცენტრირებული ვრჩებით იმაზე, რომ Visa მრავალფეროვნებისა და ჩართულობის უზრუნველმყოფი გარემო იყოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია, სადაც ყველა ჩვენი თანამშრომელი ყოველდღე სიხარულით მოდის სამსახურში და მაქსიმალურად იხარჯება.
- ალფრედ ფ. კელი უმცროსი, უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი
ჩვენი ხედვა
ადგილი, სადაც ყველა ყველგან მიღებულია - ეს ის ადგილია, სადაც გვინდა ვიყოთ.
მსოფლიოს ყველა კუთხიდან მომუშავე თანამშრომლების მრავალფეროვანი წარმომავლობისა და ხედვების გაწონასწორებით, Visa უკეთესი ადგილია სამუშაოდ და უკეთესი ბიზნესპარტნიორია კლიენტებისათვის.
ჩვენი მისია
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც დაფასებულია ინდივიდუალური განსხვავებები, გამოცდილებები და შესაძლებლობები, რითიც შეაქვთ წვლილი ჩვენი ბიზნესის წარმატებაში.

გაიცანით ერინი
ფინანსური ჩართულობის გუნდი& Visa-ს ქალთა ქსელი
ყველა ჩვენგანს აქვს რაღაც განსაკუთრებული, რისი შემოთავაზებაც შეუძლია. Visa-ს ქალთა ქსელი, გეხმარებათ გამოიყენოთ და აღნიშნოთ ის, რაც Visa-ში განსაკუთრებულს გხდით. და ამით, ჩვენ ყველა ვიმარჯვებთ. მრავალფეროვნება ცარიელი სიტყვა არ არის. ეს ჩვენი ძალაა.

გაიცანით ადამი
საჯარო პოლიტიკის გუნდი & Visa Pride (LGBTQ+)
შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ Visa-ს ოფისში დამალვა არ გჭირდება. აქ გახალისებენ, რომ სრულად მიუძღვნა თავი სამუშაოს სადაც არ უნდა იყოთ, რა დღეც არ უნდა იყოს.

გაიცანით ოტო
ინოვაცია &სტრატეგიული პარტნიორობის გუნდი
როგორც ინოვატორი Visa-ში, თქვენ შეხვდებით ინდუსტრიის ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგებს. ჩვენი კომპანია გლობალურია, მაგრამ საკმაოდ მცირეა იმისათვის, რომ უშუალო ზეგავლენა იქონიოს ჩვენი აზროვნების, მუშაობისა და ცხოვრების უნიკალურ სტილზე.

გაიცანით კაროლინა
მონაცემთა ანალიზის გუნდი
როგორც ლათინოამერიკელი ტექნოლოგიის სექტორში, სიამაყით ვმუშაობ კომპანიაში, რომელიც აფასებს მრავალფეროვნებას, რითაც ხელს უწყობს არა მხოლოდ უკეთესი პროდუქტის შექმნას, არამედ ქმნის ისეთ გარემოს, სადაც განსხვავებული აზრი დაფასებულია და ყოველდღიურ სამუშაო გარემოს ამდიდრებს.
-
აღმასრულებელთა გავლენა
ქალთა ლიდერობის პროგრამა შემუშავებულ იქნა ბერკლის ჰასის ბიზნესის სკოლასთან ერთად, რომლის მიზანიც უფროსი ასაკის ქალი ლიდერების განვითარებაა, რათა მათ ორგანიზაციაში წინსვლა გააგრძელონ.
მოსაუბრე წეროები
უნიკალური, მომხმარებელზე მორგებული სწავლება, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, ხელი შეუწყოს ქალების ლიდერობისკენ წინსვლას და აღჭურვოს ისინი ისეთი უნარებით, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ. ონლაინ პლატფორმისა და პირისპირ ჩატარებული ვორქშოფების კომბინაცია, სწავლების ეფექტური მეთოდია და ახდენს მონაწილეთა საშემსრულებლო რეიტინგების ზრდის დემონსტრირებას.
Visa-ს გლობალური ლიდერობის დამაჩქარებელი
მსოფლიო მასშტაბის პროგრამა შექმნილია მაღალი საშემსრულებლო ნიჭის მქონე პირების კარიერული წინსვლისათვის მსოფლიოს ყველა კუთხეში არსებულ ჩვენს დაწესებულებში. პროგრამაში მონაწილეთა ნახევარზე მეტი ქალია.
მრავალფეროვნება&ჩართული ლიდერობის სამიტი
Visa-ს 200-ზე მეტი გლობალური ლიდერი დაესწრო ჩვენს სამიტს აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში. ამან გაზარდა ცნობიერება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მრავალფეროვანი და ინკლუზიური ორგანიზაცია, რომელიც აძლევს ინსპირაციას ლიდერებს, რომ შეადგინონ სამოქმედო გეგმები და დროულად გამოიყენონ შესაძლებლობები თავიანთ რეგიონებში.
-
ჩვენი შავკანიანი ლიდერების სამიტის მიზანია, შავკანიანი/აფროამერიკელი ნიჭიერი ადამიანების წინსვლა Visa-ში, რისთვისაც მათ უზრუნველყოფენ კარიერის გაუმჯობესების სტრატეგიებით, უფროს ლიდერებთან მუშაობის შესაძლებლობებით, კადრების მოზიდვის პლატფორმის გაუმჯობესებითა და Visa-ში შავკანიანი/აფროამერიკელი ლიდერების ხელშეწყობით. სამიტმა კარი გაუღო შიდა დიალოგს მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ და იმ პირთა გაზრდილი ჩართულობის შესახებ, რომლებიც უკვე გრძნობენ, რომ მათი ესმით. ეს არის უფრო ძლიერი საზოგადოების შექმნისაკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი და აისახება ტალანტის მქონე თანამშრომელთა შენარჩუნების კოეფიციენტში.
წელს გავაფართოებთ შავკანიან ლიდერთა სამიტს და გადავზრდით ფერადკანიანთა სამიტში, რომელშიც შევა ყველა ეთნიკური უმცირესობის ნიჭიერი ადამიანი გლობალური მასშტაბით.
-
Visa ახდენს ინვესტირებას თქვენი კარიერის განვითარებაში, გთავაზობთ ტრენინგის შესაძლებლობათა ფართო არჩევანს, ნეთვორქინგსა და მრჩეველთა ჯგუფებს, ასევე ფინანსურ შემოწირულობებს, რათა წვლილი შეიტანოს თქვენს განათლებაში.
Visa-ს უნივერსიტეტი
Visa-ს უნივერსიტეტში გვაქვს კარგად ორგანიზებული ონლაინ და საკლასო ოთახში სწავლების პროგრამა. მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ გაკვეთილებზე დასწრებასა და ინტერაქტიულ სწავლებას დინამიური მასწავლებლებისა და აღმასრულებელი თანამდებობის პირების მონაწილეობით.
Visa-ს განათლების დახმარების პროგრამა
მოვუწოდებთ თანამშრომლებს, განაგრძონ სწავლა და ვეხმარებით მათ, გადაიხადონ სამუშაო ადგილის გარეთ არსებული სასწავლო კურსების ღირებულება.

მზად ხართ დასაბრუნებლად
შევქმენით სპეციალური პროგრამა, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას დაბრუნდეთ სამსახურში, ოჯახური საჭიროებების გამო დიდი ხნით წასვლის შემდეგ. ვთავაზობთ კონსულტაციებს, პირადი ბრენდის გაძლიერებას და გვაქვს სრულშტატიანი სამსახურების არჩევანი.

გახანგრძლივებული დეკრეტული შვებულება
ვზეიმობთ თქვენი ოჯახის ზრდას, როგორიც არ უნდა იყოს ის. დედები და მამები მიიღებენ ანაზღაურებად შვებულებას, რათა ისიამოვნონ თავიანთი ცხოვრების ახალი ფაზით. აშშ-ში ჩვენ ასევე ვთავაზობთ კონსულტაციებს, რათა კადრები სამსახურში დასაბრუნებლად მოვამზადოთ.

შვებულება მოხუცის მოსავლელად
თქვენი მშობლები ბერდებიან და შეიძლება, თქვენი სრული ყურადღება დასჭირდეთ. გთავაზობთ ხელფასიან შვებულებას, როცა თქვენს მშობელს სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა ან ცხოვრებაში გარდატეხა აქვს, რათა ამ დროს მათთან იყოთ.
ჩვენ ერთად გამოვიყენებთ ჩვენი ბრენდის ძალას, მრეწველობის ამ დარგის გავლენასა და ერთიან ხმას, რათა გამოვიწვიოთ დადებითი ცვლილებები იმ საზოგადოებაში, სადაც ვცხოვრობთ - თვით თეთრ სახლშიც კი. შეამოწმეთ ჩვენი კორპორაციის სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში აქ, რათა შეიტყოთ მეტი ჩვენი ძალისხმევების შესახებ.

ვიცით, რომ მრავალფეროვანი გუნდების დაკომპლექტებით, პარტნიორობაზე ყურადღების გამახვილებითა და ინდივიდების მიერ ერთმანეთის მოსმენის ხელშეწყობით, ბიზნესში ისეთ შედეგებს მივაღწევთ, რაც მიზნად გვქონდა დასახული. სწორედ აქ ხდება მრავალფეროვნება პროგრამის მართვაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც არის ბიზნესის რეალური ინიციატივა, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
– ჯოულენ ანდერსონი, მრავალფეროვნების უფროსი ოფიცერი
ჩვენს აღმასრულებელ კომიტეტს ევალება მრავალფეროვნების კონტროლი და ჩართულობასთან დაკავშირებული ძალისხმევა კომპანიის უფროს აღმასრულებელ ოფიცერსა და მრავალფეროვნების უფროს ოფიცერთან ერთად. კომიტეტი მინიმუმ კვარტალურად იკრიბება, განიხილავს, რეკომენდაციებს იძლევა და შეიმუშავებს შესაძლებლობებს, რათა გააძლიეროს ჩვენი განვითარებისკენ მიმართული& ინიციატივები, მრავალფეროვნება, ინკლუზიური ქცევები და პასუხისმგებლობის გრძნობა პროგრამისა და შედეგების გასაძლიერებლად.
გვინდა საფუძველშივე აღმოვფხვრათ ის მიზეზები, რომლებიც სირთულეებს უქმნის მრავალფეროვნებას სამსახურში, მათ შორის პირადი მიკერძოებები, რომლებიც ადამიანებს სამსახურშიც გადმოაქვთ. გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა გუნდებსა და ლიდერების წრეებში. ამიტომ ჩამოვაყალიბეთ გაუცნობიერებელი მიკერძოებულობის სასწავლო პროგრამა Visa-ს ყველა დაწესებულებაში მსოფლიოს გარშემო, რათა დავეხმაროთ ადამიანებს თავის თავში დაინახონ და ჩამოიშორონ სტერეოტიპები და მიკერძოებები. ცნობიერების ამგვარი ამაღლება ქმნის ისეთ გარემოს, სადაც აფასებენ ინდივიდუალურ განსხვავებებს, რასაც ჩვენი ბიზნესის წარმატებაში წვლილი შეაქვს. წელს უნდა დავნერგოთ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიური ლიდერობის სწავლება, როგორც Visa-ს უნივერსიტეტის პროგრამის ნაწილი.







ანიტა ბორგის ინსტიტუტი
ქალი ტექნოლოგების 25 წამყვანი კომპანია

ადამიანთა უფლებების კამპანია
100% HRC-ის თანასწორობის ინდექსი & LGBT-ის თანასწორობაში მუშაობის საუკეთესო ადგილია

ბლუმბერგი
ქალთა წამყვანი კომპანიების სია

კარიერაში აღმაფრენა
50 ყველაზე ბედნიერი კომპანია ამერიკაში

LinkedIn-ის
ყველაზე მიმზიდველ დამქირავებელთა სია

მომუშავე დედა
საუკეთესო კომპანიები ინდოეთში ქალებისათვის სამუშაოდ