Visa-ს განცხადება Cookie ფაილების შესახებ
ქუქი-ფაილებისა და სხვა ტექნოლოგიების გზამკვლევი
- ქუქი-ფაილები
ქუქი ფაილები მცირე ზომის ტექსტური ფაილებია, რომლებსაც ვებგვერდები უგზავნიან თქვენს კომპიუტერს ან ინტერნეტთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობას თქვენი ბრაუზერის უნიკალური იდენტიფიცირებისთვის ან თქვენს ბრაუზერში ინფორმაციის ან პარამეტრების შესანახად. ქუქი-ფაილები დაბრუნების შემთხვევაში თქვენი ამოცნობის საშუალებას გვაძლევს. ისინი ასევე გვეხმარება, უზრუნველვყოთ თქვენზე მორგებული გამოცდილება და შეიძლება დაგვეხმაროს, გარკვეული სახის თაღლითობის აღმოჩენაში.
პირველი მხარის ქუქი-ფაილები არის ისეთი ქუქი-ფაილები, რომლებიც განთავსებულია Visa-ს მიერ ან გენერირებულია იმ დომენის მიერ, რომელსაც მომხმარებელი პირდაპირ სტუმრობს, მაგალითად, სოციალური მედიის პლატფორმა. ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება Visa-ს მიერ და მოიცავს ყველა იმ აუცილებელ ქუქი-ფაილს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ვებგვერდებისა და აპლიკაციების ძირითადი ფუნქციების მუშაობას.
მესამე მხარის ქუქი-ფაილებს იყენებს სხვა კომპანია, მათ შორის, სერვისის პროვაიდერები, სოციალური მედიის პლატფორმები და მესამე მხარის სარეკლამო კომპანიები. მესამე მხარის მიერ გამოყენებული ქუქი-ფაილებზე ამ მესამე მხარეებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა, როცა თქვენ სარეკლამო ქსელში არსებულ სხვა საიტებს სტუმრობთ, რაც მათ თქვენი ონლაინ ქცევის პროფილის შექმნის შესაძლებლობასა და თავიანთი კლიენტების სახელით, მიზნობრივი რეკლამების გავრცელების საშუალებას აძლევს.
შესაძლოა ჩვენი ზოგიერთი ვებგვერდი იყენებდეს Google-ს მიერ უზრუნველყოფილ Google reCAPTCHA-ს უსაფრთხოების სერვისს ჩვენი ვებგვერდის დასაცავად და იმის დასადასტურებლად, რომ ქმედება (მაგალითად, ფორმის გაგზავნა) ადამიანის მიერ არის განხორციელებული და არა ბოტების მიერ. სწორედ ამ მიზნით იყენებს reCAPTCHA აუცილებელ უსაფრთხოების ქუქი-ფაილებს. reCAPTCHA-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
- პიქსელის ტეგები და ვებ-შუქურები
პიქსელის ტეგები (იგივეა რაც ვებ-შუქურები) არის პატარა გრაფიკული გამოსახულებები და კოდის მცირე ზომის ბლოკები, რომლებიც განთავსებულია ვებგვერდებზე, რეკლამებზე ან ელექტრონულ წერილებში და საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, განახორციელეთ თუ არა კონკრეტული ქმედება, მაგალითად, თუ შეხვედით ვებგვერდზე ან გახსენით ელ.ფოსტა. ეს ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევს, გავზომოთ ჩვენი კომუნიკაციის ეფექტურობა და გავაუმჯობესოთ საკუთარი ვებგვერდები და შეთავაზებები.
- სერვერის ჟურნალები
სერვერის ჟურნალები იწერს ჩვენს საიტებზე განხორციელებულ აქტივობას. სხვა სახის ჟურნალები აგროვებენ მსგავს ინფორმაციას ჩვენი აპებიდან. ეს ჟურნალები ინიშნავს ინფორმაციას იმ მოწყობილობის შესახებ, რომელსაც იყენებთ ჩვენს ვებსაიტზე წვდომისთვის, თქვენი ოპერაციული სისტემის ტიპს, ბრაუზერის ტიპს, დომენსა და სხვა სისტემურ პარამეტრებს ისევე, როგორც თქვენი სისტემის მიერ გამოყენებულ ენას და იმ ქვეყანასა და დროის სარტყელს, რომელშიც თქვენი მოწყობილობა მდებარეობს. ჩვენი ჟურნალები ასევე იწერს იმ მოწყობილობის IP მისამართს, რომელიც გამოიყენეთ ინტერნეტთან დასაკავშირებლად. IP მისამართი არის უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელსაც მოწყობილობები იყენებენ ერთმანეთის საიდენტიფიკაციოდ და ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად ინტერნეტში. ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია იმ ვებგვერდის შესახებ, რომელსაც სტუმრობდით, სანამ Visa-ს ვებგვერდზე გადმოხვიდოდით, ასევე, იმ ვებგვერდის შესახებ, რომელსაც ესტუმრებით ჩვენი გვერდიდან გასვლის შემდეგ.
-
-
ჩვენ ქუქი-ფაილებსა და მონაცემთა ონლაინშეგროვების სხვა ინსტრუმენტებს რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნისთვის ვიყენებთ.
- აუცილებლად საჭირო ქუქი-ფაილები და ტეგები Visa-ს მიერ გამოიყენება ჩვენი ვებსაიტებისა და აპლიკაციების ძირითადი ფუნქციების მხარდასაჭერად. ისინი უზრუნველყოფენ ვებსაიტის ისეთ მთავარ ფუნქციებს, როგორიცაა ავტორიზაცია, უსაფრთხოება, ქსელის მართვა და ხელმისაწვდომობა. მათი გამორთვა შესაძლებელია თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით, თუმცა ამან, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ვებგვერდის ფუნქციონირებაზე.
- ანალიტიკური ქუქი-ფაილები და ტეგები გამოიყენება ვებსაიტის ვიზიტორის აქტივობის შესაჯამებლად, რაც Visa-ს კონტენტის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას აძლევს. ისინი მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებში ითვლება ქუქის ცალკეულ კატეგორიად, სადაც აღნიშნული ქუქები შეიძლება თავისთავად ''ჩართული'' იყოს (რაც თქვენ სურვილისამებრ მათი გამორთვის საშუალებას მოგცემთ). სხვა შემთხვევაში, ეს ქუქი-ფაილები მიეკუთვნება ქვემოთ მოცემულ „შესრულების და ოპერირების“ კატეგორიას და თავიდანვე იქნება „გამორთული“ (მაგალითად: გაერთიანებულ სამეფოში ან ევროკავშირში).
- ფუნქციონირებასთან და მუშაობასთან დაკავშირებული ქუქი-ფაილები და ტეგები ჩვენი და ჩვენი სერვისის პროვაიდერების მიერ ჩვენი ვებსაიტების სამართავად გამოიყენება. ეს ქმედებები შესაძლოა მოიცავდეს ვებსაიტის ვიზიტორების შესახებ ანალიტიკური მასალებისა და ვებსაიტის გამოყენების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. ეს ინფორმაცია ანგარიშების შესადგენად და ვებსაიტის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ეს ქუქი-ფაილები გვეხმარება, შევაგროვოთ მონაცემები ჩვენი ვებგვერდის ფუნქციონირების ხარისხის ოპტიმიზაციისთვის.
- საიტით სარგებლობის გამოცდილებასთან დაკავშირებული ქუქი-ფაილები და ტეგები გამოიყენება თქვენი გამოცდილების მხარდასაჭერად და მოიცავს მომხმარებლის მიერ არჩეულ პარამეტრებსა და საიტზე ნავიგაციაში დახმარებას.
- მარკეტინგთან და ინდივიდუალიზაციასთან დაკავშირებული ქუქი-ფაილები გამოიყენება სოციალური გაზიარების გასააქტიურებლად და თქვენთვის საინტერესო ონლაინ რეკლამების შესათავაზებლად.
- სოციალურ მედიასთან დაკავშირებული ქუქი ფაილები და ტეგები ჩვენი და სოციალური მედიის პლატფორმების მიერ გამოიყენება იმისთვის, რომ ამ პლატფორმების მომხმარებლებს ჩვენს საიტებზე მასალის გაზიარების საშუალება ჰქონდეთ. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სოციალური მედიის პლატფორმებთან, რათა შემოგთავაზოთ რეკლამები მათი გამოყენების დროს. ამ შემთხვევაში სამიზნე აუდიტორიას შერჩეულია პლატფორმის მიერ, საკუთარი „გამოყენების პირობების“ მიხედვით.
- რეკლამასთან დაკავშირებული ქუქი-ფაილებსა და ტეგებს ჩვენ, ჩვენი სერვისის პროვაიდერები და მესამე მხარეები ვიყენებთ ჩვენს საიტებზე და სხვა საიტებზე თქვენთვის წარმოდგენილი რეკლამების პერსონალიზებისთვის. ეს ქუქი-ფაილები აგროვებს მონაცემებს თქვენი ონლაინ აქტივობის შესახებ და იძლევა თქვენთვის იმ რეკლამების შეთავაზების საშუალებას, რომლებიც, შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო იყოს. ეს ქუქი-ფაილები იწერს, რომელი რეკლამები ნახეთ უკვე და გქონდათ თუ არა რეკლამაზე რეაქცია. ეს ქუქი-ფაილები უზრუნველყოფს, რომ რეკლამები იყოს თქვენთვის ღირებული და არ მეორდებოდეს.
ჩვენ ასევე შესაძლოა, გამოვიყენოთ მესამე მხარის ქუქი-ფაილები და ტეგები თქვენსმიერ Visa-ს ვებსაიტის სტუმრობისას. ეს მეთოდი მესამე მხარეებს საშუალებას აძლევს, შეაგროვონ ინფორმაცია თქვენზე ჩვენს ვებსაიტებზე ამ ტექნოლოგიებით სარგებლობისას. მათ მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე მათივე კონფიდენციალურობის წესები ვრცელდება.
ჩვენი სერვერის ჟურნალები იწერს ინფორმაციას ჩვენი ვებსაიტების მომხმარებლების შესახებ. შესაძლოა, ეს ჟურნალები გამოვიყენოთ შიდა მიზნებისთვის, როგორიცაა ვებსაიტის მართვა, ოპტიმიზაცია და უსაფრთხოება. მონაცემები, ასევე, შესაძლოა, გამოვიყენოთ თაღლითობისგან თავის დასაცავად, პერსონალიზებისა და რეკლამისთვის.
ქუქი-ფაილების გამოყენება შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნების ან რეგიონების მიხედვით. მეტი ინფორმაცია წარმოდგენილია დამატებით კონფიდენციალურობის განცხადებებში, რომლებიც გამოქვეყნებულია კონფიდენციალურობის ცენტრში ან შესაბამის ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში.
-
-
- გარკვეულ ქვეყნებში ვებსაიტებისთვის, Visa გაძლევთ საშუალებას მართოთ ქუქი-ფაილები, რომლებიც აუცილებელი არ არის ჩვენი ვებსაიტების გამოსაჩენად; ამისათვის დააჭირეთ ბანერს, რომელიც გამოჩნდება ვებსაიტზე პირველივე შესვლისას ან გამოიყენეთ Cookie Preference-ების ბმული Visa-ს ვებსაიტის ბოლოში. ბევრი Visa-ს ვებსაიტი მხოლოდ მარკეტინგთან, ინდივიდუალიზაციასთან და რეკლამასთან დაკავშირებულ ქუქი ფაილებს იყენებს, იმ შემთხვევაში თუ თქვენ მკაფიოდ გამოხატავთ თანხმობას ამ ქუქი-ფაილების მიღებაზე და დააჭერთთ „Accept All Cookies“, ვებსაიტის პირველად სტუმრობისას. თუ დაეთანხმეთ ქუქი-ფაილებს, შეგიძლიათ პარამეტრების კორექტირება Cookie Preference-ის ბმულზე გადასვლით რომელიც არის Visa ვებსაიტის ქვემოთ.
- Visa-სა და სხვა ვებსაიტები ქუქი-ფაილების მართვა და წაშლა თქვენი ბრაუზერის პარამეტრების გამოყენებით არის შესაძლებელი. ისეთი ბრაუზერები, როგორიცაა Chrome, Internet Explorer, Firefox და Safari საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ, უარყოთ ან წაშალოთ ქუქი-ფაილები. მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ თქვენი ბრაუზერისთვის განკუთვნილ „დახმარების ცენტრს“. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები არ გამოიყენება Flash ან Silverlight ქუქი-ფაილების სამართავად. Adobe Flash ქუქი-ფაილების სამართავად ესტუმრეთ Flash Player-ის დახმარების გვერდს. Microsoft Silverlight ქუქი-ფაილების სამართავად ესტუმრეთ Silverlight-ის განყოფილებას Microsoft-ის კონფიდენციალურობის განცხადებაში.
- ამასთან ერთად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული პროგრამებით, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, აკონტროლოთ როგორ გაწვდიან კომპანიები რეკლამებს.
- The Network Advertising Initiative (NAI) ხელმძღვანელობს მესამე მხარის ბევრი სარეკლამო კომპანიის რეკლამის გამორთვის პროგრამას. თქვენ შეგიძლიათ, უარი განაცხადოთ NAI-ის წევრების რეკლამების სამიზნე ჯგუფში მოხვედრაზე. ამისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://thenai.org/opt-out/
- 1ზოგიერთ ვებგვერდზე შეიძლება შეამჩნიოთ AdChoices-ს სიმბოლო, რომელიც გარკვეულ მიზანმიმართულ რეკლამებზე შეიძლება გამოჩნდეს. თქვენ შეგიძლიათ დააწკაპუნოთ AdChoices-ს სიმბოლოზე თქვენი ინფორმაციის გამოყენებისა და შეგროვების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ან მომავალში ასეთ შეგროვებაზე უარის სათქმელად.
Digital Advertising Alliance Consumer Choice ინსტრუმენტის შესახებ მეტის გასაგებად, ეწვიეთ ბმულს http://optout.aboutads.info. - ქუქი-ფაილებსა და ონლაინ რეკლამის ვარიანტებზე მეტ ინფორმაციას გთავაზობთ:
- Adobe Marketing Cloud:თუ გსურთ, მიიღოთ მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ შეგიძლიათ, წაშალოთ საკუთარი თავი Adobe Marketing Cloud-ის ვებსაიტის მიერ მართული თვალის მიდევნებისა და აღრიცხვის ფუნქციებიდან, ეწვიეთ უარყოფის გვერდს შემდეგ ბმულზე https://www.adobe.com/privacy/marketing-cloud.html
- Google: Google Analytics-ის მიერ მონაცემების გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ სტატიას „როგორ იყენებს Google ინფორმაციას ჩვენი სერვისის მომხმარებელი ვებსაიტებიდან და აპებიდან“ ბმულზე https://policies.google.com/technologies/partner-sites.
უმეტეს შემთხვევებში თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანი თქვენს ბრაუზერთანაა დაკავშირებული. თუ სხვადასხვა მოწყობილობებზე სხვადასხვა ბრაუზერებს იყენებთ, მაშინ თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე მოგიწევთ თქვენი პარამეტრების დაყენება. უარყოფის შემთხვევაშიც კი შეიძლება მიიღოთ რეკლამები, რომლებიც არაა თქვენზე მორგებული და არ არის დაკავშირებული თქვენი ბრაუზერის პარამეტრებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ვებსაიტებს ამჟამად არ გააჩნიათ სხვადასხვა ბრაუზერებში არსებული Do Not Track სიგნალების აღქმის მექანიზმი, ჩვენ საკუთარ კლიენტებს ვთავაზობთ არჩევანის საშუალებას, რათა თავად მართონ თავიანთი სასურველი ვარიანტები ქუქი-ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც ზემოთაა აღწერილი. ბრაუზერის სამეთვალყურეო სიგნალებზე და Do Not Track-ზე მეტის გასაგებად, ეწვიეთ ბმულს https://www.allaboutdnt.com.
ზოგიერთი ქვეყნისა და შტატის რეზიდენტებს კონფიდენციალურობის დამატებითი უფლებები გააჩნიათ. ამ უფლებების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია კონფიდენციალურობის შესახებ დამატებით შეტყობინებებში, რომლებიც გამოქვეყნებულია კონფიდენციალურობის ცენტრში.
-
-
ჩვენმა ვებგვერდებმა შესაძლოა სოციალური მედია პლატფორმების საშუალებით ჩვენთან და სხვებთან კომუნიკაციის საშუალება მოგცეთ. ეს ფუნქცია სოციალურ მედიასთან დაკავშირებული ქუქი-ფაილებისა და ტეგების მეშვეობით აქტიურდება. მაგალითად, Visa-ს ზოგიერთი ვებგვერდი სისტემაში სოციალური მედიის პლატფორმების რეკვიზიტებით შესვლის საშუალებას გაძლევთ. გთხოვთ, გაეცნოთ თქვენი სოციალური მედიის პლატფორმების მიერ მოწოდებულ განცხადებებს კონფიდენციალურობის შესახებ, რათა უკეთ მართოთ თქვენ მიერ არჩეული პარამეტრები და გაერკვეთ, თუ როგორ იყენებენ ისინი თქვენს ინფორმაციას.