Visa.Concierge ჩატბოტი საშუალებას აძლევს პრემიუმ ბარათების,Visa Platinum, Visa Signature, Visa Infinite, Visa Business, Visa Business Platinum, მფლობელებს შეიტყონ ყველაფერი ბარათების პრივილეგიების შესახებ ერთ სივრცეში.
ჩატბოტის ერთ-ერთ მესენჯერთან დაკავშირებით, თქვენ დაუკავშირდებით ვირტუალურ ასისტენტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ:
- გქონდეთ წვდომა კონსიერჟ სერვისთან, რათა ყოველდღიური საკითხები სწრაფად და მარტივად მოაგვაროთ.
- მიიღოთ ინფორმაცია პრემიუმ ბარათებისთვის სპეციალური შეთავაზებების შესახებ.
- მიიღოთ ძირითადი ინფორმაცია თქვენი ბარათების პრივილეგიების შესახებ მოგზაურობისას - ბიზნეს ლაუნჯებზე უფასო წვდომა Lounge Key პროგრამის ფარგლებში და სხვა.