Skip to content
  • მომხმარებლებისთვის
  • სავაჭრო ობიექტებისთვის
  • საანგარიშსწორებო პარტნიორებისათვის
  • რატომ ვიყენებთ Visa-ს QR-ის ანგარიშსწორების მეთოდს
  • შეღავათები ბიზნესში

რატომ ვიყენებთ Visa-ს QR-ის ანგარიშსწორების მეთოდს

გახდით Visa-ს პარტნიორი და გახადეთ მობილური გადახდები შესაძლებელი

QR-ზე დამყარებული Visa-თი გადახდის მეთოდი მომხმარებლებსა და სავაჭრო ობიექტებს საშუალებას აძლევს გაგზავნონ და მიიღონ თანხა პირდაპირ Visa-ს წინასწარ გადახდილი, სადებეტო ან საკრედიტო ანგარიშებიდან.  Visa-ს QR-ის ანგარიშსწორების მეთოდი მუშაობს სმარტფონებზე, რომლებსაც ინფორმაციული კავშირი აქვთ (2G, 3G ან 4G) და USSD ფუნქციის მქონე მობილურ ტელეფონებზე; მაშასადამე, ყველას შეუძლია მისი გამოყენება. ამას გარდა, მას დამატებითი ტექნიკა არ სჭირდება. საბოლოო ჯამში, ეს არის უფრო მარტივი გზა სავაჭრო ობიექტების პარტნიორებისათვის, რომ მიიღონ მობილური ანგარიშსწორებები და საშუალება მისცენ მომხმარებლებს ნებისმიერ დროს განახორციელონ ანგარიშსწორება შემდეგნაირად:

დაასკანერონ Visa-ს ბარათი თანხის გადასახდელად

სიმარტივე

სავაჭრო ობიექტებმა უბრალოდ უნდა ჩატვირთონ თავიანთი ბანკის აპლიკაცია და შექმნან თავიანთი ანგარიში. არანაირი დამატებითი აპარატურა ან ინფრასტრუქტურა არ არის საჭირო.

უსაფრთხოების სიმბოლო

უსაფრთხოება

ანგარიშსწორების ტრანზაქციები ციფრულად იშიფრება და საჭიროებს უტყუარობაზე შემოწმებასა დამტკიცებას მისი დასრულებისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი ტრანზაქცია ვერ განხორციელდება, თუ ორივე მომხმარებელი არ არის ამაზე თანახმა.

საკონტროლო მონიშვნის სიმბოლო

კონტროლი

მომხმარებლები სავაჭრო ობიექტებს ისე "უგზავნიან" თანხებს, რომ სავაჭრო ობიექტები მომხმარებლის ანგარიშს თუ ბარათის ნომერს ვერ ხედავენ. ისინი თანხებს პირდაპირ იღებენ თავიანთი სავაჭრო ობიექტის ანგარიშზე.


მიაწოდეთ მობილურით თანხის მიღების უპირატესობები

ბარათის ემიტენტი ხართ თუ თანხის მიღების მომსახურე ბანკი, Visa-ს QR-ის ანგარიშსწორების მეთოდი დაგეხმარებათ გააძლიეროთ თქვენი ბიზნესი მობილური ანგარიშსწორების ფუნქციის მეტი ადამიანისთვის, ბიზნესისთვის და ადგილისთვის მიწოდებით.

როგორ  ეხმარება Visa-ს QR-ის მეთოდები ემიტენტებს

ბარათის მფლობელებისთვის ტელეფონიდან გადახდის სწრაფი, იოლი და უსაფრთხო გზების მიწოდებით  Visa-ს QR-ის ანგარიშსწორების მეთოდი შემდეგნაირად გეხმარებათ:

  • ბართის გამოყენების გაზრდა
  • მომხმარებლის ერთგულების გაძლიერება
  • საერთო პროფილის ქმედების გაუმჯობესება

როგორ  ეხმარება Visa-ს QR-ის მეთოდები  მომსახურე ბანკებს

სავაჭრო ობიექტებს სთავაზობენ ახალ და მარტივ გზას, მიიღონ მობილური აპარატებიდან გადახდილი თანხები, რათა გაზარდონ თავიანთი ბიზნესი, რაც მოგცემთ საშუალებას:

  • დაუმატოთ თქვენს მომსახურებებს ეს რევოლუციური მეთოდი 
  • გააძლიეროთ ტრანზაქციები და გაყიდვების შეთავაზებები
  • გააძლიეროთ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობები

English
ქართული