საქართველოს ეროვნული საგანძური - გაბრიაძის თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს Visa-სთან ერთად იწყებს!

გაბრიაძის თეატრი Visa-სთან პარტნიორობით ხელოვნების თავბრუდამხვევ სამყაროში გეპატიჟებათ! თეატრის უნიკალური შენობა თვით რეზო გაბრიაძის დიზაინით არის შექმნილი და საქართველოს ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს.

Visa მხარს უჭერს არტისტების შემოქმედებასა და ხელოვნებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თეატრში. მოხარული ვართ, გავხდეთ სახელგანთქმული გაბრიაძის თეატრის ახალი თეატრალური სეზონის ნაწილი და მიგიწვიოთ გამორჩეულ წარმოდგენებზე დასასწრებად.

დაესწარით უნიკალურ წარმოდგენებს ძველი თბილისის ცენტრში მდებარე გაბრიაძის თეატრში, რომლის უნიკალური შენობა თავად რეზო გაბრიაძის დიზაინით არის შექმნილი.

შეიძინეთ გაბრიაძის თეატრის სპექტაკლის ბილეთები TKT.GE-ზე საქართველოში გაცემული ნებისმიერი Visa ბარათით და მიიღეთ 20%-იანი ფასდაკლება

„ჩემიგაზაფხულისშემოდგომა“

ეს არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ, ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროსა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს. სპექტაკლი ქართული ფოლკლორის, ცეკვისა და ავტორისთვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.

“რამონა”

კიპლინგს ეკუთვნის ერთი შთამაგონებელი ფრაზა: “ლოკომოტივი ადამიანის ყველაზე მგრძნობიარე ქმნილებაა!”. ჩემს მეხსიერებაში უეცრად გაიღვიძა ერთმა თბილმა და მივიწყებულმა სიტყვამ: ორთქლმავალი! ეს არსება ორთქლის ღრუბლებით სუნთქავდა, ხრინწიანი საყვირით გვეხმიანებოდა და ნესტიან ამინდშიც ქვანახშირის მშრალი სუნი ასდიოდა. ორთქლმავლის ხსენებამ კიდევ ერთ ბედნიერ მოგონებასთან მიმიყვანა – მოხეტიალე ცირკი, ჩემი ბავშვობის შაპიტო, რომელშიც ბრეზენტის, ნახერხის და ნეხვის სუნი ტრიალებდა. ასე შეხვდა ერთმანეთს ეს ორი საყვარელი და სამუდამოდ ჩავლილი სახე-მოტივი: ორთქლმავალი და შაპიტო! მინდოდა მაყურებლისთვის გამეზიარებინა შეგრძნება სამოთხისა, რომელშიც დაუმსახურებლად აღმოვჩნდი და საიდანაც ცხოვრებამ გამომაძევა…

„მარშალდეფანტიესბრილიანტი“

„მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ რომანტიკული კომედიაა, რომლის მოქმედება მე-19 საუკუნეში მიმდინარეობს. გენერალი ვანო ფანტიაშვილი მოულოდნელად ღებულობს დეპეშას, რომელიც იუწყება თავადის ბიძის, ყველას მიერ დიდი ხნის წინ დავიწყებული მარშალ დე ფანტიეს პარიზში გარდაცვალების ამბავს, რომელმაც გენერალს ფანტასტიკური ზომის - 9,747 კარატიანი „ფანტიეს ბრილიანტი“ უანდერძა.

შეთავაზების პერიოდი: 2024 წლის 31 ივლისამდე.

*შეთავაზების პირობები და პერიოდი შეიძლება შეიცვალოს ორგანიზატორის მიერ.

Q&A

*შეთავაზების პირობები და პერიოდი შეიძლება შეიცვალოს ორგანიზატორის მიერ.